FM97.5 / LIVE

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ასპინძის მუნიციპალიტეტი დააზარალა

მთავარისამართალი » შემთხვევა 12.05.2014
12 მაისს, მოულოდნელად დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ, რასაც სეტყვაც დაერთო, ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლების ნათესები გაანადგურა და სახლები დატბორა. ნიაღვრების გამო ასპინძიდან ახალციხის მიმართულებით შეფერხებულია მოძრაობა.

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ასპინძის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერი წვიმა და სეტყვა ასპინძაში დაახლოებით 16:30 საათზე დაიწყო. ადგილობრივების თქმით, სეტყვა 20 წუთს გაგრძელდა.

„გაგვინადგურა ხეხილი, წალეკა ნათესები, დატბორა სახლების პირველი სართულები“, – გვითხრეს დაბა ასპინძაში მცხოვრებლებმა, რომლებიც თავად დაგვიკავშირდნენ.

ამ წუთისთვის, ასპინძიდან ახალციხის მიმართულებით, გზაზე არსებული დიდი ნიაღვრების გამო მოძრაობა შეფერხებულია. გადაადგილება მხოლოდ ორხიდიან მანქანებს შეუძლიათ.

„ასპინძის შესასვლელში ოთის წყალი გადმოდის გზაზე. წაღებულია ყველაფერი, ამოდით და თქვენი თვალით ნახეთ მომხდარი“, – განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ალექსანდრე პაპაშვილმა.

მისივე თქმით, სტიქიის ადგილას უკვე იმყოფებიან გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც ვითარებას სწავლობენ.

კითხვაზე, თუ შეიქმნა ზარალის დამდგენი კომისია, პაპაშვილი გვპასუხობს, რომ ჯერ ამის დრო არ ჰქონდათ: „ამ წუთებში მთავარია ადამიანები არ დაზარალდნენ, დანარჩენზე მოგვაინებით ვიზრუნებთ. საქმის კურსში ჩავაყენებთ სამხარეო ადმინისტრაციასაც“.

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ასპინძის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ასპინძის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ასპინძის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ასპინძის მუნიციპალიტეტი დააზარალა

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლიან
აწყური მეორედ დაისეტყვა
სოფელ ურაველში სეტყვამ ხეხილი დააზიანა
ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ სოფელ ანდაში  ადგილობრივები დააზარალა
'ჭერმის ზომის სეტყვა იყო' - ასპინძაში სტიქიამ ნარგავები დააზიანა [ფოტო]
ნიაღვრები დაბა ასპინძის ქუჩებში [Photo]
ასპინძაში სამი სოფელი დაისეტყვა