FM97.5 / LIVE
ასპინძის შემდეგ სტიქიამ ადიგენს შეუტია

ასპინძის შემდეგ სტიქიამ ადიგენს შეუტია

მთავარისამართალი » შემთხვევა 13.05.2014
ასპინძის სტიქიიდან მეორე დღეს, 13 მაისს, სტიქიამ ადიგენს შეუტია. ძლიერმა წვიმამ მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ნათესები დატბორა. ნიაღვარს მოყოლილმა ქვა–ღორღმა კი ადიგენის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა.

ასპინძის შემდეგ სტიქიამ ადიგენს შეუტია

ასპინძისგან განსხვავებით, ადიგენში სტიქია დიდი მასშტაბის არ ყოფილა. ძლიერი წვიმა დაახლოებით 16:30 საათზე დაიწყო და 10 –15 წუთს გაგრძელდა. უხვი ნალექის შედეგად ადიგენში ნათესები და სახლები დაიტბორა.

წვიმამ სოფელ ჭელაში წყალგამტარი მილიც დააზიანა, მას ქვა-ღორღი დაეცო და წყალი ნაპირებზე გადმოვიდა. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ზაქარია ენდელაძის თქმით, ამის გამო ჭელაში ხიდი უმნიშვნელოდ დაზიანდა.

ენდელაძის განმარტებით, უხვმა ნალექმა ბოლაჯურში 2 საცხოვრებელი სახლი დატბორა. წყალს მოყოლილი ქვა-ღორღის გამო, სოფლებს: დიდ და პატარა სმადას შორის, ახალციხე-ადიგენის ცენტრალური მაგისტრალი ჩაიხერგა. ქვა-ღორღმა ჩაკეტა გზა სოფელ ღორთუბანშიც. აქ დაზიანდა ნათესებიც.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ზარალის დამთვლელი კომისია უკვე შეიქმნა.

„ხვალ დილისთვის ზუსტი ინფორმაცია გვექნება იმის შესახებ სად რა დაზიანდა“, - ამბობს ენდელაძე.

მისი თქმით, სტიქიას არ შეუფერხებია მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის აღდგენილია მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალზეც.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენს სტიქიამ მეორედ შეუტია
ადიგენში ჯერ ზარალი არ დაუთვლიათ და სტიქია განმეორდა
ადიგენში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლიან
ადიგენის გამგებელი: დერცელში არ ყოფილა ღვარცოფი, დაზიანდა გზის პატარა მონაკვეთი
ადიგენში სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია
ადიგენში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ჯერ ისევ ითვლიან
სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტი დააზარალა