FM97.5 / LIVE

რაში ადანაშაულებს მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივ ხელისუფლებას და მედიას

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 23.08.2016
დეპუტატობის კანდიდატი ოპოზიციიდან, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს, თუმცა ამის დაფიქსირება „არაკაცულ საქციელად“ მიაჩნია.

რაში ადანაშაულებს მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივ ხელისუფლებას და მედიას

„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატმა ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქებში პრესკონფერენცია გამართა და ადგილობრივი ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულა.

მისი განცხადებით, გუშინ, 22 აგვისტოს, როცა პრემიერ მინისტრმა ახალციხე–ადიგენის ოლქში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე წარადგინა, „ადგილობრივმა თვითმმართველობამ 80% სახელმწიფო რესურსი გამოიყენა“.

„აქ იყვნენ თანამდებობის პირები, როგორც ახალციხის, ისე ადიგენის. სახელებსა და გვარებს ამ ეტაპზე არ დავასახელებ, თორემ ყველა მახსოვს გონებაში, კანონი კრძალავს სახელმწიფო რესურსის გამოყენებას. შეხვედრას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელებიც ესწრებოდნენ“, – აცხადებს კუბლაშვილი.

შეკითხვებზე ვინ არიან ეს ადამიანები, ან თუ დააფიქსირა მათი მონაწილეობა, კუბლაშვილმა გვიპასუხა: „არ ვარ პაპარაცი, ვარ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მე მაგას არ ვიკადრებ, რაც არ არის საკადრებელი. დიახ, ჩემგან იქნებოდა უკადრებელი. ეს იყო მედიის ვალდებულება და არა ჩემი. მე ჯერ ვარ კაცი, ქართველი ქრისტიანი და მერე დანარჩენი. მე გუშინ ვამხილე თითოეული მათგანი პირში, ეს არის ქრისტიანული. ამ თემაში [ქრისტიანობაში], ჟურნალისტებისგან განსხვავებით, მე უკეთესად ვთამაშობ, ეს რაც შეეხება ქრისტიანობას, თამაში უკაცრავად, ვცხოვორობ“ [სტილი დაცულია „ს.კ“].

კუბლაშვილმა ჟურნალისტებს, უფრო სწორად კი რეგიონულ მედიას, (შეხვედრას რეგიონული მედიის გარდა, სხვა არ აშუქებდა), გარდა ქრისტიანობისა პროფესიონალიზმიც დაუწუნა და განაცხადა, რომ მისი ბრიფინგები სათანადოდ არ შუქდება.

„ამოგლეჯილია კონტექსდიდან ჩემი ფრაზები. ნუ ამოგლეჯთ ჩემ სიტყვებს, მიახლოებით მაინც ისე გააშუქეთ, როგორც არის“, – განაცხადა კუბლაშვილმა.

თუმცა მედიის შესახებ საუბარი დეპუტატობის კანდიდატს აქ არ დაუსრულებია. მისი თქმით, ადიგენში „ოცნების“ კანდიდატის შეხვედრას პრესის წარმომადგენლები არ დასწრებიან.

ადგილობრივ ტელეკომპანია „მეცხრე არხში“ აცხადებენ, რომ იმ დღეს, როცა მმართველ პარტიას კანდიდატების წარდგენა ჰქონდა, ტელევიზია გარდა ადიგენის,ა ყველა მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

„იმის გამო, რომ პრემიერს ყველა მუნიციპალიტეტში ჰქონდა წარდგენა ნახევარსაათიანი ინტერვალებით, გადამღებმა ჯგუფმა ვერ მოასწრო ადიგენამდე მისვლა ჯავახეთისა და ასპინძის შემდეგ“, – აცხადებენ „მეცხრე არხში“.

რაც შეეხება „სამხრეთის კარიბჭეს“, იგი ადიგენში კანდიდატის წარდგენას ესწრებოდა და შესაბამისად, მასალებიც მოამზადა.

კუბლაშვილი კი ირწმუნება, რომ გუშინდელ შეხვედრას მხოლოდ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი აკვირდებოდა: „მას აქვს ამ დარღვეების ფოტოები, შეგიძლიათ ნახოთ“.

საიაში აცხადებენ, რომ ადიგენში კანდიდატის წარდგენას ნამდვილად აკვირდებოდნენ. თუმცა, ამ ეტაპზე საიას დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ცნობილი არაა.

გოდერძი კუბლაშვილი რეაგირებისკენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვახტანგ გომელაურს მოუწოდებს. შეკითხვაზე, რატომ უნდა მოახდინოს უშიშროების სამსახურმა მსგავს ფაქტზე რეაგირება, როცა ეს მისი კომპეტენცია არაა, კუბლაშვილი გვპასუხობს: „არ ვიცი, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ გომელაურს ოჯახის უსაფრთხოებას სთხოვს
მუსლიმები საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი  მაჟორიტარობის კანდიდატის რანგში დღეს მუსლიმებს ხვდება
გოდერძი კუბლაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღარ არის
გოდერძი კუბლაშვილი ნუგზარ პარუნაშვილს კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებს
ირმა ინაშვილისგან თამაზ მეჭიაურთან – გოდერძი კუბლაშვილი კვლავ კანდიდატია
‘პატრიოტთა ალიანსმა’  გოდერძი კუბლაშვილი შესაძლოა სხვა კანდიდატით ჩაანაცვლოს
გოდერძი კუბლაშვილი: ვერავის მივცემდი ხმას და ხარაგაულში საქეიფოდ წავედი