FM97.5 / LIVE

ირმა ინაშვილისგან თამაზ მეჭიაურთან – გოდერძი კუბლაშვილი კვლავ კანდიდატია

მთავარისიახლე 08.09.2016
ახალციხე–ადიგენის ოლქში, მაჟორიტარობის ყოფილმა კანდიდატმა გოდერძი კუბლაშვილმა, „პატიოტთა ალიანსი“ დატოვა და თამაზ მეჭიაურის პარტიაში გადავიდა. იგი კვლავ კანდიდატია, ამჯერად პარტიიდან – „თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის“.

ირმა ინაშვილისგან თამაზ მეჭიაურთან – გოდერძი კუბლაშვილი კვლავ კანდიდატია

პარტიამ „თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის“ გოდერძი კუბლაშვილის კანდიდატურა დღეს, 8 სექტემბერს წარადგინა.

„კანდიდატად უკვე დავრეგისტრირდი, ჩემი წარდგენა დღეს მოხდა. ისევ თბილისში ვარ, ჩამოვალ და დეტალებზე მერე ვისაუბროთ“, – განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ გოდერძი კუბლაშვილმა.

პარტია -"თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა 2016 წლის ივნისში შექმნა. თამაზ მეჭიაურის პარტიის სახეები არიან: ჯემალ სეფიაშვილი, სანდრო ბრეგაძე, დავით ფაცაცია, ლალი მაროშკინა და ია მეტრეველი.

შეგახსენებთ, გოდერძი კუბლაშვილი ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატი იყო. პარტიამ იგი კანდიდატად 8 აგვისტოს, თბილისში, პარტიის ცენტრალურ ოფისში, კინოს სახლში გაიმართულ წარდგენის ცერემონიალზე დაასახელა.

დასახელებიდან მალევე, გოდერძი კუბლაშვილმა საარჩევნო კამპანია დაიწყო. თითქმის ყოველდღე მართავდა ბრიფინგებს ახალციხეში, საარჩევნო მედიაცენტრში და ხვდებოდა ამომრჩევლებსაც. მალევე კუბლაშვილი ზეწოლაზე და პარტიასთან კომუნუკაციის არარსებობაზე ალაპარაკდა. სწორედ ამის შემდეგ დაფიქრდნენ პარტიაში მისი კანდიდატურის შეცვლაზე.

როგორც კი ეს ინფორმაცია გაჟღერდა, გოდერძი კუბლაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, პარიას მის დასარეგისტრირებლად ვადა 1 სექტემბრამდე მისცა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა პარტიაში გადავიდოდა.

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში „პატრიოტთა ალიანსმა“ გოდერძი კუბლაშვილი ნიკოლოზ ინასარიძით ჩაანაცვლა. მიზეზად კი კუბლაშვილისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატის გიორგი კოპაძის ნათესაური კავშირი, ასევე კუბლაშვილის მხრიდან, ზეწოლებზე გაკეთებული განცხადებები დაასახელა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გოდერძი კუბლაშვილმა არჩევნები თავის უბანშიც წააგო
გოდერძი კუბლაშვილი: ვერავის მივცემდი ხმას და ხარაგაულში საქეიფოდ წავედი
‘თავისუფალი საქართველოს’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სამცხეში გოდერძი კუბლაშვილი განიხილება
გოდერძი კუბლაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღარ არის
გოდერძი კუბლაშვილი: ‘მე დამარეგისტრირა მართლაც ვაჟკაცი კაცების პარტიამ’
მუსლიმები საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი  მაჟორიტარობის კანდიდატის რანგში დღეს მუსლიმებს ხვდება
‘პატრიოტთა ალიანსმა’  გოდერძი კუბლაშვილი შესაძლოა სხვა კანდიდატით ჩაანაცვლოს