FM97.5 / LIVE

‘როგორც მოგვხედავს, ისე დავაფასებთ’– ადიგენის მცხოვრებლები 'ქართული ოცნების' კანდიდატზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 23.08.2016
რა პრობლემის მოგვარებას სთხოვენ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ადიგენელები და რატომ არ მოსწონთ გაერთიანებული ოლქი ადგილობრივებს.

‘როგორც მოგვხედავს, ისე დავაფასებთ’– ადიგენის მცხოვრებლები 'ქართული ოცნების' კანდიდატზე

22 აგვისტოს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ადიგენი–ახალციხის საარჩევნო ოლქში, გიორგი კოპაძე წარუდგინა.

„მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის აქაური პრობლემატიკა, რომელიც სუნთქავს აქაური მოსახლეობის ცხოვრებით და რომლისთვისაც უცხო არ არის არცერთი საჭირბოროტო საკითხი, რომელიც თქვენ გაწუხებთ“, –ამ სიტყვებით მიმართა შეკრებილებს გიორგი კვირიკაშვილმა.

ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ დეპუტატობის კანდიდატს არ იცნობს. თუმცა, ფიქრობენ, რომ რადგან სამთავრობო გუნდის კანდიდატია, გამარჯვების შემთხვევაში ადიგენში არაერთ პრობლემურ საკითხს გადაწყვეტს.

„რაკი „ოცნების“ კანდიდატია, ალბათ დადებითი პიროვნება იქნება“, – ამბობს უდეში მცხოვრები მარიამ ბალახაშვილი.

„პიროვნებას ვერ ვიცნობთ, როგორც მოგვხედავს, ისე დავაფასებთ. ყველაფერი მოსაგვარებელი გვაქვს, არაფერი არ არის ჩვენს სოფელში გაკეთებული“, – ამბობს ჭეჭლაში მცხოვრები ანზორ მიქელაძე.

საარჩევნო ოლექების გაერთიანებით უკმაყოფილოა კახარეთში მცხოვრები დალი ბაღდოშვილი: „არ გვხვდა წილად რომ კანდიდატი გვყოლოდა. ჯერ არ ვიცნობთ და იმედი გვაქვს, თავს გაგვაცნობს და დაგვამახსოვრდება თუ ავირჩევთ. გვყავდა ჩვენი დეპუტატი, ახლა საერთოა. ჯერ ისედაც გართულებულია მისვლა და არ არის ყოველთვის რაიონში დეპუტატი, უნდა ველოდოთ როდის აქვს მიღების დღეები. ჩვენი რაიონის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ცნობითაც გვეცნობოდა, მისასვლასა და პრობლემების გადაწყვეტასაც უფრო იოლად მოვახერხებდით“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე პარკში იმყოფებოდნენ მოხისა და კიკიბოს მაცხოვრებლებიც, თუმცა როგორც განგვიმარტეს ისინი „ქართული ოცნების“ კანდიდატის შესახვედრად არ ჩამოსულან, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ იმედები გაუცრუა.

„მანამდე ქრისტიანებს და მუსლიმებს კარგი ურთიერთობა გვქონდა და დიდი სიყვარული. ხელისუფლებამ გაანელა, გააცივა და დაგვაშორა ერთმანეთს, განდეგილად ვდგავართ. ეს მოხის მეჩეთს ეხება“, – ამბობს კიკიბოს მკვიდრი დავით გობაძე.

„სოფელში რა გამოლევს პრობლემებს, მაგრამ ჩვენ მოვითხოვთ, რომ მოხეში მდებარე მეჩეთი გადმოგვეცეს, შეიკრიბოს მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა. ამას მაჟორიტარობის კანდიდატს არჩევნებამდე მოვთხოვთ, თორემ გამარჯვების შემთხვევაში, აღარავინ მოგვაკითხავს“, – ამბობს მოხეში მცხოვრები ოთარ გიორგაძე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გარდა დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას ქალაქ ახალციხის და ახალციხის მუნიცპალიტეტის პირველი პირები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 22 აგვისტოს, ადიგენის გარდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც წარადგინა.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ქართულმა ოცნებამ’ ახალციხეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
'ქართულმა ოცნებამ' ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა [R]
კონკურენტი ქვისლი და პირველივე ტურში გამარჯვების მოლოდინი
'ქართული ოცნების' კანდიდატები მოსახლეობას ხვდებიან [R]

„ქართულმა ოცნებამ“ ადიგენში მერობის კანდიდატი წარადგინა [photovideo]
მუსლიმები საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი  მაჟორიტარობის კანდიდატის რანგში დღეს მუსლიმებს ხვდება
‘შეიძლება ოთახში შევედი და გამოვედი’ – რას ამბობს გიორგი კოპაძე 6 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე [Video]