FM97.5 / LIVE

საჯარო მოხელეები სამუშაო საათებში პარტიულ შეხვედრაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 23.08.2016
წინასაარჩევნო აგიტაცია საჯარო მოხელეების მიერ სამუშაო საათებში. ვის ადანაშაულებენ კანონდარღვევაში პრემიერის სტუმრობისას მესხეთში;

საჯარო მოხელეები სამუშაო საათებში პარტიულ შეხვედრაზე
ფოტოზე ადიგენის გამგებლის მოადგილე მინდია ჯელია, ახალციხის მერის მოადგილე ზაზა გელაძე და ახალციხის მერიის საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი გიორგი გვარამაძე. ადიგენი, კანდიდატის წარდგენა. 22 აგვისტო, 2016 წ.


22 აგვისტოს, პრემიერ მინისტრმა და პატრია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

კვირიკაშვილს რეგიონში თან გუბერნატორი, ახალციხის მერის მოვალეობის შემსრულებელი და მუნიციპალიტეტების გამგებლები ახლდნენ. მათ გარდა პარტიულ შეკრებაზე სხვა საჯარო მოხელეებიც იყვნენ.

ადიგენის მუნიციპალიტეტში, კანდიდატის წარდგენას ახალციხის მერის მოადგილე ზაზა გელაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მინდია ჯელია და ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელი გელა ძამუნაშვილი, ასევე, ახალციხის მერიის საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი გიორგი გვარამაძე ესწრებოდნენ.

გვარამაძე ახალციხეში ‘ქართული ოცნების’ შტაბს ხელმძღვანელობს და როგორც თავად აცხადებს „დიდი ხანია შვებულებაშია“.

ზაზა გელაძემ "სამხრეთის კარიბჭესთან" სატელეფონო საუბარში კითხვაზე, ამ ეტაპზე მუშაობს თუ შვებულებაში იმყოფება, განცხადა, რომ მუშაობს და კითხვის მოტივით დაინტერესდა. მას შემდეგ, რაც ვკითხეთ, რატომ ესწრებოდა ადიგენში პარტიულ შეხვედრას, ჯერ განაცხადა, რომ სამუშაო საათები დასრულებული იყო, თუმცა, როდესაც საათი დავუკონკრეტეთ, გაღიზიანებულმა გვითრა, რომ "გუშინ შვებულებაში იყო" და საერთოდ მისი შვებულების შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

რაც შეეხება მინდია ჯელიას, "სამხრეთის კარიბჭე" მას ვერ დაუკავშირდა, თუმცა, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელემა მამუკა კალანდაძემ განაცხადა, რომ გამგებლის მოადგილე სამდღიან შვებულებაში იმყოფება.

შვებულებების გადამოწმების მიზნით რედაქციამ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ახალციხის მერიას დღეს, 23 აგვისტოს წერილობით უკვე მიმართა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტების განმარტებით, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, გამგებლებს, მერებს, გუბერნატორებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს, სამუშაო საათებში მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება აქვთ.

„რაც შეეხება მერისა და გამგებლის მოადგილეებს, ასევე სხვა საჯარო მოხელეებს, ისინი პოლიტიკური თანამდებობის პირები არ არიან და სამუშაო საათებში კანდიდატის წარდგენაზე დასწრება აგიტაციად ეთვლებათ“, – აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ირმა პავლიაშვილი და ამატებს, რომ საარჩევნო კოდექსის 79–ე მუხლი ჯარიმას 2 000 ლარს ითვალისწინებს.

ადიგენში კანდიდატის წარდგენა სამუშაო საათებში, დაახლოებით 17:45–საათიდან დან 18:15–საათამდე მიმდინარეობდა.

გარდა თვითმმართველობის წარმომადგენლებისა, კანდიდატების წარდგენას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

„სამხრეთის კარიბჭემ“ სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე ასპინძაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გედევან ფოფხაძის წარდგენისას, ასევე სამუშაო საათებში, დაახლოებით 15:00 საათზე დააფიქსირა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კალანდაძე და პოლიციის სხვა თანამშრომლებიც შეკრებას წესრიგის დაცვის მიზნით ესწრებოდნენ. თუმცა, როგორც იურისტები განმარტავენ, პოლიციის თანამშრომლებს სამსახურეობრივი ფორმა უნდა სცმოდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატის წარდგენაში მონაწილეობა აგიტაციად მიიჩნევა.

„ეს ინსტრუქციის დარღვევაცაა“, – აცხადებს პავლიაშვილი.

ის რომ სამართალდამცავები, მსგავს შეკრებაზე სამსახურეობრივი ფორმით უნდა ყოფილიყვნენ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციაშიცაა მითითებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა მოსამსახურე ვალდებულია, მკაცრად დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი - არ მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოებულ აგიტაციასა და კამპანიაში, დაიცვას ამ ინსტრუქციით დადგენილი სხვა მოთხოვნები. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის მიერ ორგანიზებული აგიტაციისა და კამპანიის (შეკრების) დროს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული მოსამსახურე ვალდებულია: ეცვას დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელი“, – ვკითხულობთ რეკომენდაციაში.

შეგახსენებთ, 22 აგვისტოს საქართველოს სამცხე–ჯავახეთში პატრია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებს ოფიციალურად წარადგინა: ახალციხე–ადიგენში – გიორგი კოპაძეს, ახალქალაქი–ნინოწმინდაში – ენზელ მკოიანი და ასპინძა–ბორჯომში – გედევან ფოფხაძე.

საჯარო მოხელეები სამუშაო საათებში პარტიულ შეხვედრაზე
ფოტოზე მინდია ჯელია და ახალციხის კულტურის სამსახურის თანამშრომელი გელა ძამუნაშვილი. ადიგენი, კანდიდატის წარდგენა. 22 აგვისტო, 2016 წ.

საჯარო მოხელეები სამუშაო საათებში პარტიულ შეხვედრაზე
ფოტოზე შსს სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე. ასპინძა, კანდიდატის წარდგენა. 22 აგვისტო, 2016 წ.

[თამუნა უჩიძე, ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

 წინასაარჩევნო დარღვევები სამცხე–ჯავახეთში – „მრავალეროვანი საქართველოს“ ანგარიში
საჯარო მოხელეებს სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციაში ადანაშაულებენ
სამცხე–ჯავახეთს გიორგი კვირიკაშვილი სტუმრობს
რაში ადანაშაულებს მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივ ხელისუფლებას და მედიას
ადიგენის გამგებლის პირველი მოადგილე მინდია ჯელია მოხსნეს
კანდიდატი მერიის მიერ გამართულ შეხვედრაზე – საოლქო დარღვევას ვერ ხედავს
შემოვლა პროექტების დასაგეგმად თუ სამსახურეობრივი მანქანის გამოყენება საარჩევნო შეხვედრაზე