FM97.5 / LIVE

‘პატრიოტთა ალიანსმა’ გოდერძი კუბლაშვილი შესაძლოა სხვა კანდიდატით ჩაანაცვლოს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 29.08.2016
ინაშვილის პარტიამ შესაძლოა ახალციხე–ადიგენის ოლქში უკვე წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი გოდერძი კუბლაშვილი ცესკოში არ დაარეგისტრიროს.

‘პატრიოტთა ალიანსმა’  გოდერძი კუბლაშვილი შესაძლოა სხვა კანდიდატით ჩაანაცვლოს

ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭეს“ „პატრიოტთა ალიანსის“ ცენტრალური შტაბის ხელძღვანელმა გოჩა თევდორაძემ განუცხადა. ეს მაშინ, როცა გოდერძი კუბლაშვილმა, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დღეს, 29 აგვისტოს ახალციხის მედია ცენტრში ყოველ დღე პრესკონფერენციების გამართვა დააანონსა.

კუბლაშვილი პრესკონფერენციებზე მის კონკურენტებს მხარდამჭერების შეკრებისა და მათ წინაშე დებატების გამართვისკენ მოუწოდებს. ცენტრალურ შტაბში კი, მანამდე ვიდრე ცესკოში კანდიდატის რეგსიტრირების ვადა ამოიწურება, კუბლაშვილის შეცვლაზე ფიქრობენ.

„ოფიციალური გადაწყვეტილეობა, რომ ცესკოში კანდიდატად კუბლაშვილი წარვადგინოთ, ასეთი არ გვქონია. არ არის გამორიცხული, რომ კუბლაშვილი კანდიდატად არ დავაყენოთ“, – ამბობს თევდორაძე.

შეკითხვაზე, მაშინ რატომ წარადგინეს იგი ცენტრალურ ოფისში, ტელევიზიის საშუალებით, თევდორაძემ გვიპასუხა: „წარდგენა ოფიციალური არ გაგვიკეთებია, სავარაუდოდ, გოდრძისთან გვქონდა საუბარი“.

კუბლაშვილის სხვა კანდიდატით ჩანაცვლებაზე პარტია დღეს, ახალციხის მედია ცენტრში 17:00 საათზე მის მიერ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ ალაპარაკდა. ბრიფინგზე კუბლაშვილი მისი გუნდის წევრს, ადიგენის შტაბის უფროსს ლევან ბერიძეს ღიად დაუპირისპირდა და მას ჩანერგილი უწოდა. ასევე კუბლაშვილის განცხადებით, ბერიძემ მას 1840 ლარი გამოსძალა. ასევე, მისი მანქანით ბერიძემ თბილისში ორი მე–19 საუკუნეში შესრულებული ტილოს ნახატი გადაიტანა, რითაც მას დაჭერის საფრთხე შეუქმნა.

ლევან ბერიძე აცხადებს, რომ აღნიშნული ტილოს ნახატები მისი საკუთრებაა და ამჟამად სახლში აქვს, მაშინ კი ეს ტილოები, თბილისში, კუბლაშვილი მანქანით ნამდვილად გადაიტანა, ოღონდ შესამოწმებლად. რაც შეეხება, 1840 ლარს, ბერიძე ამბობს, რომ აღნიშნული თანხა კუბლაშვილმა მას შტაბის აქტივისტებისთვის ხელფასის გადასახდელად მისცა.

„გოდერძი როცა მოვიდა ცენტრალურ შტაბში, გარკვეული თანხა უნდა მიეტანა თავისი ბუკლეტების დასაბეჭდად. იქ მოილაპარაკეს, რომ გარკვეულ ბუკლეტებს კუბლაშვილს პარტია დაუბეჭდავდა და ამის სანაცვლოს თვითონ კუბლაშვილი ამუშავებდა შტაბებს“, – ამბობს ბერიძე და ამატებს, რომ პირველივე დღეს კუბლაშვილმა მას ეს თანხა მისცა და ამით 18 აქტივისტის სახელფასო დავალიანების ნაწილი გადაიხადა.
ბერიძის განმარტებით, მოგვიანებით კუბლაშვილმა შტაბების ხარჯების დაფარვაზე უფულობის გამო უარი განაცხადა, ამიტომ პარტიაში გადაწყდა, რომ აღნიშნულ თანხას ამის შედეგ ცენტრლური ოფისი დაფარავდა.

„კუბლაშვილი ამის მერე მოვიდა და ფული პირადში მომთხოვა. ჩანერგილი მე კი არა, თვითონაა“, – ამბობს ბერიძე.

„პატრიოტთა ალიანსის“ ცენტრალურ შტაბში აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხის შესახებ არაფერი იციან. კუბლაშვილისა და ბერიძის დაპირისპირებით კი „ბედნიერები არ არიან“.

„ვიცნობ ლევან ბერიძეს, მისაუბრია, დარწმუნებული ვარ, იგი კუბლაშვილს არაფერს მოუწყობდა“, – ამბობს გოჩა თევდორაძე.

ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს კუბლაშვილი ახალციხე–ადიგენის ოლქში, ჯერ უცნობია. პარტიაში კი ამბობენ, რომ კუბლაშვილის შეცვლაზე მას შემდეგ დაფიქრდნენ, რაც იგი ზეწოლებზე ალაპარაკდა: „ამას მოუსწრო იმანაც, რომ „ოცნების“ კანდიდატად იგივე ოლქში მისი ახლობელი დაასახლეს. ამბობს ოჯახის წევრებივით ვართო“.

შეკითხვაზე, თუ კუბლაშვილის რეგისტრირება არ მოხდება ცესკოში,ამის მიზეზი მასზე განხორციელებული ზეწოლები იქნება, თუ ის რომ აღარ არის აღნიშნული პიროვნება პარტიისთვის სასურველი, თევდორაძე გვპასუხობს: „არ ვამბობთ, რომ კუბლაშვილი არ არის სასურველი კანდიდატურა“.

შეგახსენებთ, "პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარი დეპუტატები 8 აგვისტოს პარტიის ლიდერებმა წარადგინეს. ბრიფინგი 14:00 საათზე პარტიის ცენტრალურ ოფისში, კინოს სახლში გაიმართა. დავით თარხან–მოურავმა და ირმა ინაშვილმა სულ ოთხი მაჟორიტარი დაასახელეს, მათ შორის ახალციხე–ადიგენის საარჩევნო ოლქში – გოდერძი კუბლაშვილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გოდერძი კუბლაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღარ არის
ირმა ინაშვილისგან თამაზ მეჭიაურთან – გოდერძი კუბლაშვილი კვლავ კანდიდატია
'არცერთ პარტიაზე ჯვარი არ მაქვს დაწერილი, ჯვარი მხოლოდ მეუღლეზე დავიწერე' –კუბლაშვილის ულტიმატუმი პარტიას
„პატრიოტთა ალიანსიდან“  ახალციხე–ადიგენში კენჭს ნიკოლოზ ინასარიძე იყრის
'პატრიოტთა ალიანსს' კანდიდატი მხოლოდ ახალციხე–ადიგენის ოლქში ეყოლება
‘თავისუფალი საქართველოს’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სამცხეში გოდერძი კუბლაშვილი განიხილება
გოდერძი კუბლაშვილი: ვერავის მივცემდი ხმას და ხარაგაულში საქეიფოდ წავედი