FM97.5 / LIVE

გოდერძი კუბლაშვილი ნუგზარ პარუნაშვილს კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 29.08.2016
გოდერძი კუბლაშვილი ყოველ დღე პრესკონფერენციების მოწყობას გეგმავს, სადაც მისი პოლიტიკაში ყოფნის 30–წლიანი ისტორიიდან გარკვეული მონაკვეთებს მოყვება.

გოდერძი კუბლაშვილი ნუგზარ პარუნაშვილს კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებს

დღეს, 29 აგვისტოს, ახალციხის საარჩევნო მედიაცენტრში გოდერძი კუბლაშვილმა, რომელიც „პატრიოტთა ალიანსიდან“ ახალციხე–ადიგენის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია პრესკონფერენცია გამართა.

მან ბრიფინგი, 19 დღის წინ, დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატის ნუგზარ პარუნაშვილის მიერ „სამხრეთის კარიბჭესთან“ მიცემულ ინტერვიუზე პასუხით დაიწყო.

მან ნუგზარ პარუნაშვილს, მედიის საშუალებით, როგორც „პენსიონერ მეგობარს“ ისე მიმართა და 19 ივლისს წყნეთის ტაძრის ეზოში შეხვედრა გაახსენა: „გახსოვთ, იქ კაცურად ხელი რომ ჩავარტყით და ვთქვით, რომ კაცურად და ღირსეულად შევერკინებოდით ერთმანეთს?! მაგრამ თქვენ ეს პირობა „სამხრეთის კარიბჭესთან“ მიცემულ პირველივე ინტერვიუში დაარღვიეთ“.

აღნიშნულ მასალაში, ნუგზარ პარუნაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში ახალციხე–ადიგენის საარჩევნო ოლქში პირველ ადგილზე გავა: „მეორეზე იქნება ვაჟა ჩიტაშვილი, მესამეზე გიორგი კოპაძე და მეოთხეზე, თუ კიდევ ვინმე არ დაასახელეს, გოდერძი კუბლაშვილი გავა“.

კუბლაშვილი პარუნაშვილის ამ განცხადებას პოლიტიკურ უმწიფრობად აფასებს და ამის გამო მოუწოდებს კანდიდატურა მოიხსნას: „თუ ხვალ, 5 საათამდე, არ მოიხსნით კანდიდატურას, გავაჟღერებ ღიად იმ სქემას, რომელ სქემაშიც არის ძალიან სერიოზული ფიგურები, როგორც მთავრობიდან ისე „ოცნებიდან“ და სამწუხაროდ, ჩემი აპრტიიდანაც კი, რომელმაც მე წარმადგინა“.

„სამხრეთის კარიბჭეს“ შეკითხვაზე რა სქემასა და სიაზეა საუბარი, კუბლაშვილმა უპასუხა, რომ იგი არ გვენდობა და ამაზე ჩვენთან არ ისაუბრებს.

რაც შეეხება შეკითხვას, ახლა რატომ პასუხობს პარუნაშვილს, რადგან მას შემდეგ იგივე მედია ცენტრში ერთხელ დებატები და ორჯერ პირადად მისი პრესკონფერენცია გაიმართა, გვიპასუხა: „რაჭვული სისხლი მაქვს და გვიან მახსენდება რაღაცეები“.

დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ პარუნაშვილი კი კუბლაშვილის განცხადებას არასერიოზულად აღიქვამს: „თვითონ თუ უნდა, თქვას, რომ პირველ ადგილზე გავა“.

ამავე პრესკონფერენციაზე კუბლაშვილმა პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდა, რომ ადიგენსა და ახალციხეში სტადიონებზე თავინათი მხარდამჭერები შეკრიბონ: „იმათი თანდასწრებით გავმართავ თქვენთან დებატებს და სერიოზული ანგარიშით დაგამარცხებთ“.

ასევე, კუბლაშვილმა განაცხადა, რომ იგი ყოველ დღე აპირებს პრესკონფერენციები გამართოს: „ვაპირებ, 30 წლის განმავლობაში ჩემი პოლიტიკაში ყოფნის პატარ–პატარა ისტორიების მოყოლას. მინიშნებას გავაკეთებ, მოვყვები ჩემ შეხვედრის შესახებ შევარდნაძესთან, გამსახურდიასთან, სააკაშვილთან, მარგეველაშვილთან და ივანიშვილთან, როცა პრემიერი იყო“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გოდერძი კუბლაშვილის ბრალდებები კონკურენტების მისამართით
'არცერთ პარტიაზე ჯვარი არ მაქვს დაწერილი, ჯვარი მხოლოდ მეუღლეზე დავიწერე' –კუბლაშვილის ულტიმატუმი პარტიას
გოდერძი კუბლაშვილი: ‘მე დამარეგისტრირა მართლაც ვაჟკაცი კაცების პარტიამ’
ირმა ინაშვილისგან თამაზ მეჭიაურთან – გოდერძი კუბლაშვილი კვლავ კანდიდატია
გოდერძი კუბლაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღარ არის
ნუგზარ პარუნაშვილი ახალციხე–ადიგენში დამოუკიდებელ დეპუტატად იყრის კენჭს
მუსლიმები საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი  მაჟორიტარობის კანდიდატის რანგში დღეს მუსლიმებს ხვდება