FM97.5 / LIVE

მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ გომელაურს ოჯახის უსაფრთხოებას სთხოვს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 19.08.2016
„პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალციხე–ადიგენის ოლქში გოდერძი კუბლაშვილი უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მიმართავს.

მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ გომელაურს ოჯახის უსაფრთხოებას სთხოვს

დღეს, 19 აგვისტოს, გოდერძი კუბლაშვილმა ახალციხის საარჩევნო მედიაცენტრში ბრიფინგი გამართა. მანსაარჩევნო კონკურენტებს ფერისცვალების დღესასწაული ‘განსაკუთრებით მიულოცა’ და საზოგაოებას მედიის საშუალებით ოჯახი გააცნო: „ჩემი მეუღლე – ნონა თელიაშვილი, ახალციხის კულტურის სამსახურის სპეციალისტი და ჩემი შვილები: თეკლა, მარიამი და ილია კუბლაშვილები, რომლებიც ახალციხის პირველ სკოლაში სწავლობენ, ფრიადოსნები არიან“.

ამის შემდეგ კუბლაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვახტანგ გომელაურს მიმართა და არჩევნებამდე მისი და ოჯახის წევრების დაცვა სთხოვა.

„თუ რას ვგულისხმობ, პირადად მინდა, რომ ვუთხრა მას. თუ ვერ მოიცლის ამისთვის, მასთან მუშაობს ჩემი უახლოესი მეგობარი, ის მისი მეგობარიცაა, სახელსა და გვარს არ დავასახელებ, მისით შემიძლია გადავცე ის საშიშროება, რაც ჩემს ოჯახს ემუქრება“, – განაცხადა კუბლაშვილი.

მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ გომელაურს ოჯახის უსაფრთხოებას სთხოვს

მისი თქმით, იგი ორი თვის წინ, საგურამოსთან ავარიაში მოჰყვა: „რომ გავაანალიზე, მივხვდი, რომ ეს არ იყო შემთხვევითი. ასევე, ერთი კვირის წინ დასაჭერად გამიმიტეს. ამის შესახებ დეტალებს მხოლოდ გომელაურთან, ან ჩემ და მის უახლოეს მეგობართან ვიტყვი“.

კუბლაშვილმა ამ ორი ფაქტის გამოძიება გომელაურს სთხოვა. შეკითხვებზე, ვისი მხრიდან გრძნობს იგი საშიშროებას, ხელისულფლების, ოპოზიციის თუ რაიმე სხვა ძალას გულისხმობს, ან უკავშირდება თუ არა ეს მის პოლიტიკურ მიზნებს, გვპასუხობს: „ნაცების“ გადმონაშთისგან არის ეს საშიშროება და დიახ, ჩემ პოლიტიკაში გამოჩენას უკავშირდება“.

2 თვის წინ, 21 ივნისს, მაშინ როცა, როგორც ამბობს, ავტოსაგზაო შემთხვევა შეემთხვა, გოდერძი კუბლაშვილს პოლიტიკაში მოსვლის შესახებ სურვილი გაცხადებული არ ჰქონდა. შეკითხვაზე, რა კავშირი შეიძლება ჰქოდნეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მის პოლიტიკურ მიზნებთან, გვპასუხობს: „რაჭული ფესვები მაქვს და ცოტა გვიან ვხვდები რაღაცეებს, მაგრამ რომ გავაანალიზე ეს პროცესი, მივხვდი, რომ ეს ავარია შემთხვევითი არ ყოფილა. თუ გამოიძიებენ თანამედროვე ტექნოლოგიებით, ამას დაადგენენ“.

ისვე როგორც ავარიის შესახებ, გოდერძი კუბლაშვილი დეტალებს არც მისი დაჭერის მცდელობის შესახებ აკონკრეტებს და ხაზგასმით ამბობს, რომ მხოლოდ ვახტანგ გომელაურს ენდობა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გოდერძი კუბლაშვილი ნუგზარ პარუნაშვილს კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებს
რაში ადანაშაულებს მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივ ხელისუფლებას და მედიას
გოდერძი კუბლაშვილი: ‘მე დამარეგისტრირა მართლაც ვაჟკაცი კაცების პარტიამ’
გოდერძი კუბლაშვილმა არჩევნები თავის უბანშიც წააგო
‘პატრიოტთა ალიანსმა’  გოდერძი კუბლაშვილი შესაძლოა სხვა კანდიდატით ჩაანაცვლოს
ირმა ინაშვილისგან თამაზ მეჭიაურთან – გოდერძი კუბლაშვილი კვლავ კანდიდატია
გოდერძი კუბლაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღარ არის