FM97.5 / LIVE
საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს და მთელს ახალდანიშნულ ადგილობრივ ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებენ და მათ გადარჩევას ითხოვენ">

განხეთქილება ”ოცნებაში”

მთავარიპოლიტიკა 18.12.2012
არჩევნებიდან ორ თვეში ”ოცნების” ახალციხის შტაბი ორ ბანაკად გაიყო. ისინი თანაგუნდელ ოლეგ სანდროშვილს, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს და მთელს ახალდანიშნულ ადგილობრივ ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებენ და მათ გადარჩევას ითხოვენ

განხეთქილება ”ოცნებაში”
თვითმმართველობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ”ქართული ოცნების” აქტივისტები დღეს ოფიციალური განცხადებებით გამოეხმაურნენ. ახალციხის ”დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” დღეს მათ სპეციალური შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ ”ჩუმად ჯდომას აღარ აპირებენ”.

მათი განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებაში ისევ ”ნაციონალები” ინიშნებიან. პრობლემაა ისიც, რომ ხელმძღვანელთა უმეტესობა მუნიციპალიტეტის სოფლებსა და პრობლემებს კარგად არ იცნობს.

განხეთქილება ”ოცნებაში” ”დუმილის დრო დამთავრდა, საზოგადოებამ უნდა გაიგოს იმ რეალობის შესახებ, რაც დღეს ახალციხეში ხდება. ჭეშმარიტი ”ოცნების” ხალხი, რომლებმაც პირადული გვერდზე გადავდეთ და დავუპირისპირდით იმ უსამართლობას, რაც ხდებოდა, საერთოდ იგნორირებული ვართ. ჩვენ არ ვითხოვთ თანამდებობებს, მაგრამ ნებისმიერ თანამდებობაზე უნდა მოვიდეს პატიოსანი, სამართლიანი კადრი”, - ამბობს ”ქართული ოცნების” აქტივისტი ლელა ჩიტორელიძე.

მისივე თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს არანაირი უფლება არ აქვთ, რომ ”ქართული ოცნების” სახელით ისაუბრონ. ამიტომ, მათი მოთხოვნაა, გადადგეს მთელი საკრებულო და მისი თავმჯდომარე.

”ყოველ საღამოს ამაზრზენი და შეურაცხმყოფელია ნამდვილი ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებისთვის ოლეგ სანდროშვილის გამოსვლა ”ქართული ოცნების” სახელით. მთელმა მოსახლეობამ იცის მისი გამყიდველური გამოცდილება წლების განმავლობაში. ის ადამიანი შეკრული იყო ”ნაციონალებთან” და მთელი დღევანდელი საკრებულო, სადაც ნახევარზე მეტი კრიმინალები არიან, გვებრძოდნენ და გვავიწროვებდნენ, როდესაც ”ოცნებას” მხარში დავუდექით” , - აცხადებს ჩიტორელიძე.

კოალიცია ”ქართული ოცნების” ახალციხის შტაბის წევრების განცხადებით მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკადრო ცვლილებებმა საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.

”იმ ადამიანების შემორჩენა იმ სამსახურებში სადაც არიან, ამავე დროს მათ დაემატათ ისევ მათნაირი სახეები, აგრესიას იწვევს. ისინი, ვინც ახდენდნენ ზეწოლას, ტერორს, შიშს, არჩევნებამდე და არჩევნების პერიოდშიც, დღეს ისევ არიან თავიანთ სკამებზე მყარად”, - ამბობს ”ქართული ოცნების” ყოფილი შტაბის უფროსი ელვარდი ზაზაძე.

აქტივისტების თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტში თანამდებობეზე კადრებს თბილისიდან ნიშნავენ და კონსულტაციებისთვის ახალციხის ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს არ მიმართავენ.

”თბილისში ფიქრობენ, რომ რადგან რაიონმა არჩევნები წააგო, მათ ყველაფრის უფლება აქვთ. მაგრამ, მინდა ვუთხრა, რომ ეს კიდევ მრავალი არჩევნების წაგებას გამოიწვევს. თუ არ მოხდა ამ ხალხის აზრის გათვალისწინება, ჩვენ ისევ სავალალო შედეგი გვექნება”, - ამბობს ”ქართული ოცნების” ახალციხის ყოფილი შტაბის მობილური ჯგუფის უფროსი რომან გოგოლაური.

განხეთქილება ”ოცნებაში” ახალციხის შტაბის შეხვედრების კოორდინატორი გიორგი ჟუჟუნაძე კი ამბობს, რომ არც თავად გურამ კუტალაძესთან გადიან კონსულტაციებს, რომელიც ახალციხეში მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს.

”თუ სხვა უნდოდათ მაჟორიტარი კანდიდატი, ის გამოეგზავნათ და იმას დაკითხოდნენ მერე. ვიღაცა უხილავი ძალაა, რომელიც თბილისიდან კარნახობს და იქიდან ხდება რაღაცეები. ჩვენ არაფერს გვეკითხებიან, არც ბატონ გურამ კუტალაძეს”, - ამბობს გიორგი ჟუჟუნაძე.

”ქართული ოცნების” ყოფილი შტაბის წევრებმა ბიძინა ივანიშვილს წერილიც გაუგზავნეს. მათი თქმით, წერილში დეტალურადაა აღწერილი ის სიტუაცია, რაც ახალციხეში ხდება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ოცნების" ახალციხის შტაბმა მარგველაშვილის ვიზიტი დააანონსა
”ოცნების” აქტივისტი საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ
”ოცნების” აქციისთვის ახალციხეში მოსახლეობას მთელი რეგიონიდან ელოდებიან
ჟუჟუნაძის თქმით, 'ოცნების' შტაბს კოპაძე უხელმძღვანელებს, კოპაძე კი აღნიშნულს უარყოფს
”ქართული ოცნების” შტაბი კარავში
„ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამომავლო გეგმები (R)
'ოცნების' ახალციხის შტაბი: 90-იანი წლების შემდეგ ასეთი არჩევნები არ ჩატარებულა