FM97.5 / LIVE

ჟუჟუნაძის თქმით, 'ოცნების' შტაბს კოპაძე უხელმძღვანელებს, კოპაძე კი აღნიშნულს უარყოფს

მთავარიპოლიტიკა 21.02.2014
"ქართული ოცნების“ ახალციხის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი მალხაზ ჟუჟუნაძე აცხადებს, რომ საარჩევნო შტაბს ამჯერად გიორგი კოპაძე უხელმძღვანელებს, კოპაძე კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.

ჟუჟუნაძის თქმით, 'ოცნების' შტაბს კოპაძე უხელმძღვანელებს, კოპაძე კი აღნიშნულს უარყოფს
დღეს, 21 თებერვალს, „ქართული ოცნების“ ახალციხის საარჩევნო შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა მალხაზ ჟუჟუნაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო შტაბს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ იქმნება, გიორგი კოპაძე უხელმძღვანელებს.

ჟუჟუნაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

„მე ვარ პარტიის წევრი და არსად არ მივდივარ. თუმცა, შტაბის ახალ ხელმძღვანელს გვერდში დავუდგები და დავეხმარები. ჩვენს შორის ეს საუბარი შემდგარია, საქმის კურსშია პოლიტსაბჭოც, - ამბობს მალხაზ ჟუჟუნაძე და ამატებს, რომ ახალციხეში პარტია ჩამოყალიბების პროცესშია: ამ პროცესს ხელმძღვანელობს პოლიტიკური საბჭო და პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი ვოლსკი, ის ალბათ ახალციხეშიც ჩამოვა და ჩატარდება პარტიული კონფერენციაც. შესაბამისად, მოხდება ბიუროს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევა“.

ამ ინფორმაციას არ ადასტურებს გიორგი კოპაძე და ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

„ჯერ საარჩევნო შტაბები არ შექმნილა, არჩევნების თარიღი დღეს გამოცხადდა. მე რატომ ვიქნები აუცილებლად ხელმძღვანელი?! არც „ქართულ ოცნებაში“ ვყოფილვარ. ჯერ არაფერი ამის შესახებ არ გადაწყვეტილა, მაგრამ თუ გადაწყდება, გაცნობებთ“, - განაცხადა გიიორგი კოპაძემ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭელის მინარეთის დაბრუნების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი 'ოცნების' ახალციხის ორგანიზაციას  უხელმძღვანელებს
'ნაცმოძრაობის' საარჩევნო შტაბს ნიკა მელია უხელმძღვანელებს
ახალციხეში პოლიტიკურმა პარტიებმა ტაიმაუტი აიღეს
"ოცნებას" ახალციხეში გიორგი კოპაძე უხელმძღვანელებს [Video]
კომისიის წევრები არჩევნებისთვის ემზადებიან (R)
ახალციხეში 'ოცნების' საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიორგი კოპაძე აირჩიეს
ახალციხის გამგებლის მოადგილემ და მრჩეველმა "ოცნების" შტაბში გადაინაცვლეს