FM97.5 / LIVE

'ოცნების' ახალციხის შტაბი: 90-იანი წლების შემდეგ ასეთი არჩევნები არ ჩატარებულა

მთავარიპოლიტიკა 27.10.2013
"ქართული ოცნების" ახალციხის შტაბში არჩევნების მიმდინარეობას პოზიტიურად აფასებენ და ამბობენ, რომ 90-იანი წლების შემდეგ საქართველოში ასეთი მშვიდი არჩევნები არ ჩატარებულა.

'ოცნების' ახალციხის შტაბი: 90-იანი წლების შემდეგ ასეთი არჩევნები არ ჩატარებულა
"როგორი არჩევნებიც ახლა ტარდება, მშვიდი და დემოკრატიული, 90-იანი წლების შემდეგ საქართველოში არ ჩატარებულა. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის პოზიცია ესაა", - ამბობს "ქართული ოცნების" ახალციხის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მალხაზ ჟუჟუნაძე.

მისივე თქმით, შტაბში იმყოფებოდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების: ეუთოს, IRI-ს და NDI-ს წარმომადგენლები, რომელბიც ასევე აცხადებენ, რომ არჩევნების მიმდინარეობით კმაყოფილები არიან და არჩევნების ჩატარების პროცედურები მიდის უკეთესობისკენ, ვიდრე ეს იყო გასულ წლებში.

"ყველაფერი, რა თქმა უნდა, იდეალური არ არის და ამაზე პრეტენზიაც არავის შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ, ნელ-ნელა სწორდება სიტუაცია", - ამბობს მალხაზ ჟუჟუნაძე.

რაც შეეხება კითხვას, რა ტიპის დარღვევები დააფიქსირეს მათმა წარმომადგენლებმა უბნებზე და დაწერეს თუ არა საჩივრები, ჟუჟუნაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვს: "ვიცი რომ აწყურში "ოცნების" წარმომადგენლებს ჰქონდათ რაღაც პრეტენზიები, მაგრამ კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, რადგან საქმის კურსში არ ვარ".

ამავე შტაბის აქტივის კოორდინატორი გოჩა პარუნაშვილი აცხადებს, რომ დილიდან ბურჯანაძის მხარდამჭერები მანქანებითა და რუპორებით დარბიან და აგიტაციას ეწევიან.

მსგავსი შემთხვევები სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაფიქსირდა, თუმცა, შეგახსენებთ, რომ "საარჩევნო კოდექსის” 45-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალულია მხოლოდ და მხოლოდ კენჭისყრის შენობაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგებლის მოადგილემ და მრჩეველმა "ოცნების" შტაბში გადაინაცვლეს
ჟუჟუნაძის თქმით, 'ოცნების' შტაბს კოპაძე უხელმძღვანელებს, კოპაძე კი აღნიშნულს უარყოფს
პოლიტიკური პარტიების მიერ დაფიქსირებული დარღვევები ახალციხეში
ბურჯანაძის შტაბი პლაკატების ჩამოხევაში „ოცნებას“ ადანაშაულებს
"ოცნების" ახალციხის შტაბში კოორდინატორებზე ზეწოლას უარყოფენ
"დემოკრატიული მოძრაობისა" და "ოცნების" შტაბების ურთიერთბრალდებები