FM97.5 / LIVE
გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს.">

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სააპელაციო იმსჯელებს

მთავარისამართალი 28.11.2015
ადიგენის გამგეობაში რელიგიური ნიშნით შესაძლო დისკრიმინაციის საქმეს სააპელაციო სასამართლოში განიხილავენ. მოხეში გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს.

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სააპელაციო იმსჯელებს
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) მოხეში გამგებლის ყოფილი წარმომადგენლის თეიმურაზ მიქელაძის საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობს ითხოვს. მიქელაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

EMC–ის წარმომადგენლების განცხადებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მიქელაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დაუსაბუთებელია.

„მიუხედავად იმის რომ მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებდნენ მოპასუხე მხარისგან დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღებაზე, მოსამართლემ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია და უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე“, – ამბობს მიქელაძის ადვოკატი ეთეტ გვრიტიშვილი.

მისი თქმით, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება აჩვენებს, რომ სასამართლომ სწორად ვერ შეაფასა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა.

„დავა მოსარჩელის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს ეხებოდა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ აქვს გამოყენებული არც ერთი ის პროცედურული ნორმა, რომელიც გამოიყენება დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას“, – აცხადებს გვრიტიშვილი და ამატებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის შეფასებული არც ერთი ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მოსარჩელის აზრით მიუთითებდა მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციაზე.

გვრიტიშვილი ირწმუნება, რომ სასამართლომ ასევე, არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი: „ნაცვლად იმისა, რომ კანონმდებლობის შესაბამისად მოსამართლეს შეეფასებინა თუ რამდენად შეძლო მოპასუხე მხარემ მისი არგუმენტებისა და წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, მისი მხრიდან განხორციელებული სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის გაქარწყლება, მან აღნიშნული ტვირთი კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ მთლიანად მოსარჩელე მხარეს დააკისრა“.

შეგახსენებთ რომ, თეიმურაზ მიქელაძე, მოხის ცნობილი მოვლენების დროს, ამავე სოფელში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებდა. ამ დღეს იგი სისხლის სამართლის წესით დააკავეს და როგორც თავად აცხადებს, პოლიციამ იგი სასტიკად სცემა. ასევე, თეიმურაზ მიქელაძემ საჯაროდ გააპროტესტა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, სოფელ მოხეში გახსნილი პოლიციის განყოფილების უფროსად გელა კოხოძის დანიშვნის შესახებ.

მოგვიანებით კი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურისის შემდეგ მას მოხეს რწმუნებულად დანიშნვნაზე უარი განუცხადეს. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ ამტკიცებს, რომ თეიმურაზ მიქელაძის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სარჩელი არ დაკმაყოფილა
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სამი მოწმე დაიკითხა
ადიგენის გამგეობას დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში უჩივლეს
საქმე, რომელშიც საჯარო მოხელეებს მუსლიმის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებენ
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმე
ადიგენის გამგეობას მუსლიმის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში უჩივლებენ
სტრასბურგის სასამართლომ მოხეს საქმის განხილვა დაასრულა