FM97.5 / LIVE

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმე

მთავარისამართალი 08.07.2015
საჯარო მოხელეების შესაძლო დისკრიმინაციული მიდგომა მუსლიმი თემის მიმართ ადიგენის თვითმმართველობაში - რას ამბობენ თეიმურაზ მიქელაძის საქმეზე დაკითხული მოწმეები;

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმე

დღეს, 8 ივლისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ადიგენის მუნიციპალიტეტის მოხეს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის ყოფილი წარმომადგენლის, მუსლიმი თეიმურაზ მიქელაძის საქმეზე მთავარი სხდომა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

„ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მიქელაძეს დისკრიმინაციული მოტივით ეთქვა უარი მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებაზე. ეს არის ერთის მხრივ სტანდარტული ადმინისტრაციული საქმე იმასთან ერთად, ჰქონდა თუ არა ადგილი საჯარო მოხელეების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას დისკრიმინაციული მოტივით“, – განაცხადა შესავალ სიტყვაში თეიმურაზ მიქელაძის ინტერესების დამცველმა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ. შეგახსენებთ, სწორედ აღნიშნულმა ორგანიზაციამ შეიტანა სასამართლოში სარჩელი.

მისი განცხადებით, მოხეში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თეიმურაზ მიქელაძე სუბიექტურად შეაფასეს: „ადიგენის გამგეობაში მიღებული ეს გადაწყვეტილება იყო იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც მანამდე ადგილობრივი ხელისუფლება მუსლიმი თემის მიმართ ატარებდა“.

არ დაეთანხმა თამთა მიქელაძეს მოპასუხე მხარე. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტის გიორგი ჩიხრაძის განცხადებით, საკონკურსო კომისიის შეფასებას მოხეში განვითარებულ მოვლენებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ვინ ხვდება დისკრიმინაციაში მიქელაძე თუ მეტრეველი?! (ის, ვინც მოხეში გამგებლის წარმოამდგენლად დაინიშნა. ს.კ.). რატომ უნდა იყოს თვითონ და არა მეტრეველი?! რა კავშირი აქვს პოლიციის გადაცდომას გამოცდების ჩაბარებასთან?! მიქელაძემ საატესტაციო გამოცდაზე თვითმმართველობის შესახებ კანონში ვერ მიიღო შეფასება“, – განაცხადა ჩიხრაძემ.

სარჩელს არ ცნობს მესამე პირი, მოხეში გამგებლის წარმომადგენელი, ქრისტიანი გიორგი მეტრეველი: „ჩემი მიღებული 31 ქულა აკმაყოფილებდათ. მანამდე კომისიის არცერთ წევრთან შეხება არ მქონია. ახლა კი ვიცნობ, თანამშრომლები არიან“.

საპირისპირო განაცხადა დარბაზში მოწმედ დაკითხულმა მუსლიმმა მალხაზ ხოზრევანიძემ. მასაც, ისევე როგორც თეიმურაზ მიქელაძეს, მიუხედავად უმაღლესი განათლებისა და სამუშაო გამოცდილებისა, დასაქმებაზე უარი ეთქვა.

„ნასვამი შემხვდა მეტრეველი და მითხრა, რატომ წვალობ, მე უკვე დანიშნული ვარო. მაშინ ჯერ არც ატესტაცია იყო გავლილი და არც გასაუბრება“, – განაცხადა ხოზრევანიძემ და დაამატა, რომ ამის შემდეგ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საჯარო მოხელეების გამსვლელი ბარიერი დაწია.

მისი თქმით, საჯარო სამსახურებში თანამშრომლები რელიგიური ნიშნით ირჩევიან: „მხოლოდ საჯარო სამსახურებში კი არა, გზის მშენებლობისას მუშადაც კი არ გვასაქმებენ“.

საჯარო მოხელეების მუსლიმებისადმი დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ დირექტორმა ეკა ჭითანავამ. იგი მოწმის სახით, იქამდე დაკითხეს, ვიდრე ჩვენებას ხოზრევანიძე მისცემდა.

ჭითანავამ, მოხის მოვლენების შემდეგ, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაქარია ენდელაძესთან და ამჟამად ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატთან იმედა მღებრიშვილთან 40–წუთიანი ინტერვიუ ჩაწერა.

ჭითანავას თქმით, მღებრიშვილიც და ენდელაძეც მუსლიმებს ნეგატიურ კონტექსტში იხსენიებდნენ: „ენდელაძე აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ მუსლიმები ძალადობდნენ პოლიციაზე და არა პოლიცია მუსლიმებზე. როცა ვუთხარი გამგებელს, რომ მიქელაძე ნაცემი იყო, მითხრა: ჰკითხე თეიმურაზს რატომ სცემესო. ანუ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ თეიმურაზი ღირსი იყო და იმიტომ სცემეს“.

მისი თქმით, ჩამწერის გამორთვის შემდეგ, მასთან საუბარში მღებრიშვილმა განაცხადა: „ჩვენი ხალხი უფრო იჩაგრება აქ, ვიდრე ისინიო. ანუ, მღებრიშვილმა თავისი თავის იდენტიფიცირება ქრისტიანებთან მოახდინა და თავისიანად ქრისტიანები მიიჩნია“.

ჭითანავას ჩვენების შემდეგ სასამართლოში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ნინო სულამანიძე დაკითხეს. მან, ისევე როგორც ჭითანავამ, განაცხადა, რომ მოხეს მოვლენების დროს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. ჭითანავამ იმ თვითმხილველების შესახებაც ისაუბრა, რომლებსაც ადიგენის რაიონულ სამმართველოში მიქელაძის დაკავების შემდეგ ყვირილისა და კივილის ხმა ესმოდათ.

ადიგენის მხარეში რომ ქრისტიანები უფრო დაჩაგრულად გრძნობენ თავს, ვიდრე მუსლიმები, ამის შესახებ სულამანიძესთან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ და საკონკურსო კომისიის წარმომადგენლემა მინდია ჯელიამაც განაცხადა. ეს მაშინ, როცა სახალხო დამცველის აპარატი მოხეში განვითრებულ მოველენებს სწავლობდა.

„დადგენილია, რომ მუსლიმი თემი ამ შენობის გადაცემას 2007 წლიდან ითხოვდა. გამგეობაში მითხრეს, რომ ჭელის მოვლენებიდან გამომდინარე, მუსლიმებს სთხოვდნენ მოხეში იმ ადგილზე მეჩეთის აგება არ ეთხოვათ“, – განაცხადა ჩვენების მიცემისას სულამანიძემ.

მოპასუხე გიორგი ჩიხრაძის კითხვაზე, თუ მუსლიმები შენობის გადაცემას 2007 წლიდან ითხოვდნენ, შეეძლო თუ არა სახალხო დამცველის აპარატს, რომ აქ ექსპერტები გამოეგზავნა და შენობის წარმომავლობა–კუთვნილების საკითხი გაერკვია, სულამანიძემ უპასუხა: „ეს არ არის სახალხო დამცველის კომპეტენცია“.

მომავალი სხდომა 13 აგვისტოს 15:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ რომ, თეიმურაზ მიქელაძე, მოხის ცენტრში მდებარე სადავო შენობის თემაზე დაწყებული დაპირისპირების დროს, ამავე სოფელში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებდა. ამ დღეს იგი სისხლის სამართლის წესით დააკავეს და როგორც თავად აცხადებს, პოლიციამ სასტიკად სცემა. ასევე, თეიმურაზ მიქელაძემ საჯაროდ გააპროტესტა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, სოფელ მოხეში გახსნილი პოლიციის განყოფილების უფროსად გელა კოხოძის დანიშვნის შესახებ.

მოგვიანებით კი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურისის შემდეგ მას მოხეს რწმუნებულად დანიშვნაზე უარი განუცხადეს. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ ამტკიცებს, რომ თეიმურაზ მიქელაძის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სამი მოწმე დაიკითხა
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სარჩელი არ დაკმაყოფილა
საქმე, რომელშიც საჯარო მოხელეებს მუსლიმის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებენ
ადიგენის გამგეობას დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში უჩივლეს
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სააპელაციო იმსჯელებს
ადიგენის გამგეობას მუსლიმის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში უჩივლებენ
რატომ ეწინააღმდეგებიან მუსლიმები გელა კოხოძის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელად დანიშვნას