FM97.5 / LIVE

ადიგენის გამგეობას მუსლიმის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში უჩივლებენ

მთავარისაზოგადოება 10.04.2015
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორიგნის ცენტრი“ (EMC), უახლოეს მომავალში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში გამგებლის ყოფილი წარმომადგენლის, თეიმურაზ მიქელაძის მიმართ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის გამო, სასამართლოში სარჩელს წარადგენს.

ადიგენის გამგეობას მუსლიმის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში უჩივლებენ

ამ თემაზე ორგანზაცია წერილს საქართველოს სახალხო დამცველსაც გაიგზავნის.

„გამგეობიდან ადმინისტრაციული წარმოების მასალები უკვე გამოვითხოვეთ. მტკიცებულებების მოპოვებისა და საქმის გაძლიერების მიზნით, სასამართლოში მიმართვამდე, განცხადებით საქართველოს სახალხო დამცველსაც მივმართავთ“, – ამბობს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე.

თეიმურაზ მიქელაძე, მოხის ცნობილი მოვლენების დროს, ამავე სოფელში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებდა. ამ დღეს იგი სისხლის სამართლის წესით დააკავეს და როგორც თამთა მიქელაძე ამბობს, პოლიციის მხრიდან ყველაზე სასტიკად იყო ნაცემი, რასაც შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციაც ადასტურებს: „აღსანიშნავია, რომ EMC–ის არა ერთი განცხადების საფუძველზე, მოხის მოვლენების დროს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, რაც მუსლიმი თემის წევრებისუკანონო თვითნებურ დაკავებაში, მათ მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებასა და არაპროპორციული ძალის გამოყენებაში გამოვლინდა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო“.

თეიმურაზ მიქელაძემ საჯაროდ გააპროტესტა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, სოფელ მოხეში გახსნილი პოლიციის განყოფილების უფროსად გელა კოხოძის დანიშვნის შესახებ.

„გელა კოხოძე მუსლიმების მიმართ სიძულვილითა და ძალადობრივი მოპყრობით გამოირჩეოდა ჭელასა და მოხეში ჩატარებული საპოლიციო ოპერაციების დროს. თეიმურაზ მიქელაძე კი, სწორედ მისი რელიგიური იდენტობისა და აქტიურობის გამო, დისკრიმინაციული მოტივით გამგეობის მიერ იმავე თანამდებობაზე აღარ დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ ყველა სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში გამგეობამ იგივე ადამიანები დანიშნა. გამეგობამ მხოლოდ თეიმურაზის მიმართ გამოავლინა განსხვავებული მოპყრობა და მასზე აშკარად დაბალი კვალიფიკაციის მქონე ქრისტიანი პირი დანიშნა მოხეში გამგებლის წარმომადგენლად“, – აცხადებს თამთა მიქელაძე.

მისივე თქმით, არსებული ინფორმაციით, თეიმურაზ მიქელაძის ნაცვლად დანიშნულ პირს, არც მეტი განათლება და არც სამუშაო გამოცდილება გააჩნია: „ამიტომ ცხადია, რომ ამ პირობებში გამგეობას გაუჭირდება დაასაბუთოს, რომ განსხვავებული მოპყრობა რაიმე ლეგიტიმური ინტერესით იყო გამართლებული და სხვა პირის შერჩევა ამ თანამდებობისთვის უფრო მაღალი კვალიფიკაციით, განათლებითა და სამუშაო გამოცდილებით იყო განპირობებული. ფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში დისრკიმინაციული მოპყრობის მტკიცება რთული არ იქნება“.

„ადამიანისუფლებების სწავლებისა და მონიტორიგნის ცენტრი“ სასამართლოს, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე მიმართავს და თეიმურაზ მიქელაძის თანამდებობაზე დაბრუნებასა და მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.

„თეიმურაზ მიქელაძისთვის ამ დავაში არსებითი სამართლიანობის, ადამიანისა და მოცემულ შემთხვევაში, განსაკუთრებით, მუსლიმი თემის უფლებებისა და ღირსების დაცვის ინტერესია“, - აცხადებს თამთა მიქელაძე.

მისივე თქმით, ადიგენის მუნიციპალიტეტში გამგებლის რწმუნებულების დანიშვნის სქემის ანალიზი აჩვენებს, რომ 20 ადმინისტრაციული ერთეულიდან მხოლოდ 2 შემთხვევაშია სოფლის რწმუნებულად მუსლიმი დანიშნული. აღნიშნულ ორ სოფელში მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მუსლიმები შეადგენენ: „დასაქმების სფეროში დისკრიმინაციულ პოლიტიკას მუსლიმი თემით კომპაქტურად დასახლებულ სხვა რეგიონებშიც ვხვდებით. ეს მუსლიმების მიმართ არსებული ზოგადი დისკრიმინაციული პოლიტიკის გამოვლინებაა, რომელიც პოლიტიკური და საჯარო სივრციდან მუსლიმი თემის განდევასა და მათ ჩაგვრას იწვევს“.

ადგენში, დასაქმებისას,საჯარო მოხელეებისა და არა მხოლოდ საჯარო მოხელეების, რელიგიური ნიშნით შერჩევაზე „სამხრეთის კარიბჭემ“ სიუჟეტი მიმდინარე კვირას მოამაზადა. ამ მასალაში თეიმურაზ მიქელაძე ყვება, რომ იგი სამსახურიდან სწორედ რელიგიური მოტივით გაათავისუფლეს. ამავე მასალაში, ადიგენელი მუსლიმები ამბობენ, რომ მათ რელიგიის გამო, არამხოლოდ საჯარო უწყებებში, მშენებლობებზეც კი არ ასაქმებენ.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის გამგეობას დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში უჩივლეს
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სამი მოწმე დაიკითხა
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სარჩელი არ დაკმაყოფილა
საქმე, რომელშიც საჯარო მოხელეებს მუსლიმის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებენ
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმე
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სააპელაციო იმსჯელებს
სტრასბურგის სასამართლომ მოხეს საქმის განხილვა დაასრულა