FM97.5 / LIVE

ადიგენის გამგეობას დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში უჩივლეს

მთავარიპოლიტიკა 07.05.2015
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC), ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში გამგებლის ყოფილი წარმომადგენლის მიმართ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ადიგენის გამგეობას დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში უჩივლეს

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ საჩივარი ახალციხის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში გამგებლის ყოფილი წარმომადგენლის თეიმურაზ მიქელაძის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლის თამთა მიქელაძის თქმით, ეს რამდენიმე არგუმენტით დასტურდება. ერთ–ერთი თეიმურაზ მიქელაძესა და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს მინდია ჯელიას შორის შემდგარი შეხვედრაა. ამ შეხვედრაზე ჯელიამ მიქელაძეს მოხეში სადავო შენობასთან დაკავშირებულ ინცინდენტში მონაწილეობასა და ასევე, მოხეში პოლიციის განყოფილების უფროსად გელა კოხოძის დანიშვნის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე მიანიშნა.

„სოფელში რწმუნებულები იგივე დატოვეს და თეიმურაზ მიქელაძე შეცვალეს. მის ნაცვლად დაბალი კვალიფიკაციის მქონე პირი დანიშნეს. ამიტომ, გამგეობას თავის მართლება გაუჭირდება“, – აცხადებს თამთა მიქელაძე.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ სასარჩელო მოთხოვნა საჯარო მოხელეთა კონკურსზე თეიმურაზ მიქელაძის შეფასების ოქმებისა და დოკუმენტების ბათილად ცნობა, ასევე გასაუბრების ხელახლა ჩატარებაა.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჩივარი პირველ მაისს შეიტანეს. ასევე დააყენეს შუამდგომლობა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიქელაძის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები გამოითხოვონ.

„დიდი ხნის წინ მივმართეთ ადიგენის გამგეობას და დოკუმენტები გამოვითხოვეთ, მაგრამ ამ დრომდე ვერ მივიღეთ. ამიტომ გასაჩივრების ვადები რომ არ დაგვერღვია, სასამართლოში საჩივარი შევიტანეთ და ამ დოკუმენტების გამოსათხოვად შუამდგომლობა დავაყენეთ“, – გვიხსნის თამთა მიქელაძე.

შეგახსენებთ რომ, თეიმურაზ მიქელაძე, მოხის ცნობილი მოვლენების დროს, ამავე სოფელში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებდა. ამ დღეს იგი სისხლის სამართლის წესით დააკავეს და როგორც თავად აცხადებს, პოლიციამ იგი სასტიკად სცემა. ასევე, თეიმურაზ მიქელაძემ საჯაროდ გააპროტესტა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, სოფელ მოხეში გახსნილი პოლიციის განყოფილების უფროსად გელა კოხოძის დანიშვნის შესახებ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სარჩელი არ დაკმაყოფილა
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სამი მოწმე დაიკითხა
საქმე, რომელშიც საჯარო მოხელეებს მუსლიმის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებენ
ადიგენის გამგეობას მუსლიმის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში უჩივლებენ
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სააპელაციო იმსჯელებს
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმე
რატომ ეწინააღმდეგებიან მუსლიმები გელა კოხოძის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელად დანიშვნას