FM97.5 / LIVE

რატომ ეწინააღმდეგებიან მუსლიმები გელა კოხოძის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელად დანიშვნას

მთავარისაზოგადოება 13.02.2015
დაძაბავს თუ განმუხტავს ვითარებას სოფელ მოხეში პოლიციის განყოფილების უფროსად გელა კოხოძის დანიშვნა. უნდა იმსჯელოს თუ არა შსს–მ მოხეში პოლიციის ხელმძღვანელის შეცვლაზე.

რატომ ეწინააღმდეგებიან მუსლიმები გელა კოხოძის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელად დანიშვნას
მოხეში მცხოვრები მუსლიმები. 12 სექტემბერი, 2014წ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს ყოფილი რწმუნებული თეიმურაზ მიქელაძე აცხადებს, რომ სოფელში პოლიციის განყოფილების გახსნასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

მისი თქმით, თუ სახელმწიფომ ასე გადაწყვიტა, ე.ი ასეცაა საჭირო, მაგრამ იგი პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელად გელა კოხოძის დანიშვნას აპროტესტებს: „მან ჭელის მოვლენების დროს მუსლიმებს უწმაწურად მოგვმართა და ბოლო პერიოდში ისეთი რამ ჩაიდინა, რომელიც არ უნდა ჩაედინა. ამის გამო მოხეში მუსლიმ თემთან მუშაობისას ხელმძღვანელად არ გამოდგება. თუ სოფელში რაღაცა მოხდება და ვითარება იქნება განსამუხტავი, გელა ამას უფრო დაძაბავს და ვერ განმუხტავს“.

მიქელაძის მოსაზრებას იზიარებს ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე: „არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო მოხეში პოლიციის განყოფილების გახსნასთან დაკავშირებით, მაგრამ იქ კოხოძის დანიშვნა, მას შემდეგ რაც მან მუსლიმებს აკადრა, ადგილობრივების ფსიქოლოგიაზე ცუდად აისახება. უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა არსებობს, ხომ შეიძლებოდა რომ სხვა დაენიშნათ?!“

მისივე თქმით, თუ დანაშაულის სტატისტიკას გადავხედავთ, ამ ზონაში დანაშაულები არ ხდება: „ამიტომ აქ უფრო ინტრიგას ვხედავ, ვიდრე სახელმწიფოებრივ მიდგომას“.

საწინააღმდეგოს აცხადებს ადიგენში მოქმედი ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ ხელმძღვანელი გოდერძი კუბლაშვილი. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას საუკეთსოს უწოდებს.

„გელა უწესიერესი და უპატიოსნესი ადამიანია. მას მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გელას დანიშვნას უფრო მაღალ პოზიციაზეც მივესალმებოდი და რაც მთავარია, თითოეული ადამიანის მოსაზრებაზე სახელმწიფო ვერ დანიშნავს და გაათავისუფლებს ადამიანებს“, – აცხადებს კუბლაშვილი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე მომხდარზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ის რაც მისი კომპეტენცია არაა, კომენტარს ვერ გააკეთებს.

ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურაბ ჩილინგარაშვილი კი აცხადებს, რომ თუ კოხოძე ვერ სარგებლობს მუსლიმების ნდობით, მაშინ სოფელში მუშაობა გაუჭირდება: „პოლიციასთან რაიმე თხოვნით ან განცხადებით მუსლიმები არ მივლენ და ასე ძალიან ცუდ ვითარებას მივიღებთ, – მუსლიმი მოსახლეობა დაშორდება მთავრობას“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 თებერვალს, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გადახედოს სოფელ მოხეში პოლიციის ახალი განყოფილების ხელმძღვანელად გელა კოხოძის დანიშვნას, რომელიც მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაშია შემჩნეული.

რატომ ეწინააღმდეგებიან მუსლიმები გელა კოხოძის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელად დანიშვნას
მეჩეთის დემონტაჟი მოხეში. 22 ოქტომბერი, 2014წ. ფოტო: "მე–9 არხი"


[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გელა კოხოძე: ‘მუსლიმებისთვის ცუდი არასდროს არაფერი მიკადრებია’
ადიგენის გამგეობას დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში უჩივლეს
EMC: შსს-მ უნდა გადახედოს გელა კოხოძის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელად დანიშვნის გადაწყვეტილებას
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სარჩელი არ დაკმაყოფილა
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სამი მოწმე დაიკითხა
ადიგენის გამგეობას მუსლიმის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში უჩივლებენ
საქმე, რომელშიც საჯარო მოხელეებს მუსლიმის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებენ