FM97.5 / LIVE
მიქელაძის საქმეზე ორი მოხეში მცხვრები და ერთი საკონკურსო კომისიის წევრი დაკითხეს;">

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სამი მოწმე დაიკითხა

მთავარისამართალი 15.08.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში გამგებლის ყოფილი წარმომადგენლის თეიმურაზ მიქელაძის საქმეზე ორი მოხეში მცხვრები და ერთი საკონკურსო კომისიის წევრი დაკითხეს;

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სამი მოწმე დაიკითხა
მოხეში მცხოვრებმა მუსლიმებმა 22 ოქტომბერს სადავო შენობის გამო შექმნილი კონფლიქტი გაიხსენეს. მათ სასამართლო დარბაზში პოლიციის მხრიდან თეიმურაზ მიქელაძის მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტები დაადასტურეს.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, შეკითხვაზე: იცნობენ თუ არა ადიგენის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რომელიმე მუსლიმს, რომელიც ნებისმიერ საჯარო სამსახურში მუშაობს, განაცხადეს რომ არა. ბუნებრივია, აქ არ იგულისხმება გამგებლის ორი მუსლიმი წარმომადგენელი.
ადიგენის გამგეობაში მხოლოდ ეს ორი მუსლიმი მუშაობს“, – ამბობს თეიმურაზ მიქელაძის ინტერესების დამცველი თამთა მიქელაძე.

სასამართლოში, ასევე, ჩვენება მისცა მოპასუხე მხარის მოწმემ, საჯარო მოხელეთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის ერთ–ერთმა წევრმა ნოდარ ბაღდოშვილმა. თუმცა, მან დეტალების გახსენება იმის შესახებ, თუ რატომ არ შეარჩიეს მოხეში გამგებლის წარმომადგენლად თეიმურაზ მიქელაძე და უპირატესობა გიორგი მეტრეველს მიანიჭეს, ვერ შეძლო.

მომავალი სასამართლო სხდომა 24 აგვისტოს 14:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ რომ, თეიმურაზ მიქელაძე, მოხის ცენტრში მდებარე სადავო შენობის თემაზე დაწყებული დაპირისპირების დროს, ამავე სოფელში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებდა. ამ დღეს იგი სისხლის სამართლის წესით დააკავეს და როგორც თავად აცხადებს, პოლიციამ სასტიკად სცემა. ასევე, თეიმურაზ მიქელაძემ საჯაროდ გააპროტესტა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, სოფელ მოხეში გახსნილი პოლიციის განყოფილების უფროსად გელა კოხოძის დანიშვნის შესახებ.

მოგვიანებით კი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურისის შემდეგ მას მოხეს რწმუნებულად დანიშვნაზე უარი განუცხადეს. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ ამტკიცებს, რომ თეიმურაზ მიქელაძის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სარჩელი არ დაკმაყოფილა
ადიგენის გამგეობას დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში უჩივლეს
საქმე, რომელშიც საჯარო მოხელეებს მუსლიმის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებენ
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სააპელაციო იმსჯელებს
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმე
ადიგენის გამგეობას მუსლიმის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში უჩივლებენ
რატომ ეწინააღმდეგებიან მუსლიმები გელა კოხოძის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელად დანიშვნას