FM97.5 / LIVE
თეიმურაზ მიქელაძის საქმეზე;



">

საქმე, რომელშიც საჯარო მოხელეებს მუსლიმის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებენ

მთავარისამართალი 05.07.2015
ადიგენში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, ასევე გუბერნატორისა და სამართალდამცავების მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობისა და უკანონო ქმედების ფაქტებს სასამართლო განიხილავს; ვინ მისცემს ჩვენებას მოხეში მცხოვრები მუსლიმის თეიმურაზ მიქელაძის საქმეზე;



საქმე, რომელშიც საჯარო მოხელეებს მუსლიმის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებენ
ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოხეში მცხოვრები მუსლიმის თეიმურაზ მიქელაძის საქმეზე მოსამზადებელი სხდომა უკვე გაიმართა. მოსარჩელე მხარეს მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ შუამდგომლობები დაუკმაყოფილა.

მიქელაძის ინტერესების დამცველის, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლის თამთა მიქელაძის განცხადებით, მოსარჩელე მხარემ სასამართლოში ის შუამდგომლობები წარადგინა, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემს ამტკიცონ, რომ თეიმურაზ მიქელაძის ნაწილში ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო დისკრიმინიაციული. მიქელაძის განცხადებით, ადიგენის გამგეობაში მიღებული ეს გადაწყვეტილება, იყო იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც მანამდე ადგილობრივი ხელისუფლება მუსლი თემის მიმართ ატარებდა.

„ეს ეხება ძირითადად მოხეში განვითარებულ მოვლენებს აქ არსებულ სადავო საკულტო ნაგებობასთან დაკავშირებით“, – აცხადებს თამთა მიქელაძე.

მოსარჩელე მხარემ, ასევე მოითხოვა სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაკითხვა, რომლებიც 22 ოქტომბერს თეიმურაზ მიქელაძის მიმართა პოლიციის ქცევის კანონიერებას შეაფასებენ. „ასევე, ისაუბრებენ იმის შესახებ, თუ რა ტიპის განცხადებებს აკეთებდნენ და რა ტიპის მიდგომას აფიქსირებდნენ ადგილობრივი ხელისულფებსი წარმოადგენლები მუსლიმ თემთან დაკავშირებით“, – ამბობს თამთა მიქელაძე.

მისი განმარტებით, მოწმის სახით დაიკითხებიან მოხეში მცხოვრები მუსლიმები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ 22 ოქტომბერს თეიმურაზ მიქელაძე უკანონოდ დააკავეს.

ასევე, სასამართლოში ისაუბრებენ სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის მხრიდან მუსლიმების მიმართ მოპყრობის ფაქტზე. პროცესზე ჩვენებას მისცემს ის მუსლიმი, რომელიც ისაუბრებს გუბენრატორისა და მუსლიმი თემის შეხვედრაზე და დაადასტურებს იმას, რომ აკაკი მაჭუტაძემ უმცირესობის მიმართ ღირსების შემლახავი ენა გამოიყენა.

სასამართლოში მოსარჩელე მხარე დაკითხავს იმ მუსლიმსაც, რომელსაც ისევე, როგორც თეიმურაზ მიქელაძეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის შემდეგ დასაქმებაზე უარი უთხრეს: „მალხაზ ხოზრევანიძეს, ისევე კარგი მონაცემები ჰქონდა, როგორც განათლების, ასევე, სამუშაო გამოცდილების თვალსაზრისით, როგორც მიქელაძეს, მაგრამ იმიტომ რომ მუსლიმია, დასაქმებაზე უარი უთხრეს“.

რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის გიორგი ახალკაცის შუამდგომლობის თანახმად, სასამართლოში ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, მინდია ჯელია დაიკითხება.

გიორგი ახალკცახის განცხადებით, მოსამართლემ, ასევე, დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა საქმეში მოხეს რწმუნებულის გიორგი მეტრეველის მესამე პირად ჩართვაზე: „თეიმურაზ მიქელაძე კონკურსის გამოცხადებამდე მოვალეობის შემსრულებლად სწორედ ამ პოზიციაზე მუშაობდა“.

თეიმურაზ მიქელაძის საქმეზე მოსამზადებელი სხდომა 24 ივნისს ჩატარდა. მთავარი სხდომა კი 8 ივლისს 16:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ რომ, თეიმურაზ მიქელაძე, მოხის ცნობილი მოვლენების დროს, ამავე სოფელში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებდა. ამ დღეს იგი სისხლის სამართლის წესით დააკავეს და როგორც თავად აცხადებს, პოლიციამ იგი სასტიკად სცემა. ასევე, თეიმურაზ მიქელაძემ საჯაროდ გააპროტესტა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, სოფელ მოხეში გახსნილი პოლიციის განყოფილების უფროსად გელა კოხოძის დანიშვნის შესახებ.

მოგვიანებით კი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურისის შემდეგ მას მოხეს რწმუნებულად დანიშნვნაზე უარი განუცხადეს. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ ამტკიცებს, რომ თეიმურაზ მიქელაძის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სარჩელი არ დაკმაყოფილა
ადიგენის გამგეობას დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში უჩივლეს
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სამი მოწმე დაიკითხა
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე სააპელაციო იმსჯელებს
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საქმე
ადიგენის გამგეობას მუსლიმის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო სასამართლოში უჩივლებენ
რატომ ეწინააღმდეგებიან მუსლიმები გელა კოხოძის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელად დანიშვნას