FM97.5 / LIVE

მუსლიმების აქციას სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილე ესწრება [Video]

მთავარი 23.10.2014
ახალციხეში, სამხარეო მთავარ სამმართველოსთან შეკრებილ მუსლიმებთან სრულიად საქართველოს მუფთის ჯემალ პაქსაძის მოადგილე, ადამ შანთაძე მივიდა, რომელიც სამმართველოსთან მისვლამდე გუბერნატორს შეხვდა.

მუსლიმების აქციას სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილე ესწრება [Video]

ადამ შანთაძემ „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადა, რომ სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს აკაკი მაჭუტაძეს მოხეში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა და მიიღო დაპირება, რომ ყველა დაკავებულს გაათავისუფლებენ.

მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციით, მოხეში შენობის მშენებლობა იგივე მიმართულებით უნდა გაგრძელდეს. ეს პოზიცია ადამ შანთაძემ აქციაზე შეკრებლებსაც გააცნო.

„სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე, როგორ ფიქრობს, როგორ უნდა გადაწყდეს შენობის საკითხი, მუფთის მოადგილემ განაცხადა, რომ თბილისში დაბრუნების შემდეგ ამ საკითხზე მეჯლისზე იმსჯელებენ: „ყველაფერი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი დიალოგის გზით“.

ადამ შანთაძეს ადგილობრივებმა წინასაარჩევნოდ ჯემალ პაქსაძის დაპირება გაახსენეს შენობის გადაცემაზე. შანთაძემ განაცხადა, რომ ეს ფაქტი მისთვის უცნობია და დაბრუნებული ჯემალ პაქსაძეს მოახსენებს. მისივე თქმით, დღეს ახალციხეში პაქსაძეც უნდა ჩამოსულიყო, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.

რაც შეეხება, ადგილობრივი მუსლიმების უნდობლობას ჯემალ პაქსაძის მიმართ, შანთაძემ აღნიშნა, რომ ყველას აქვს უფლება ჰქონდეს თავისი აზრი: „ჩვენ ნებისმიერი მუსლიმის აზრს ვითვალისწინებთ. დაპირების შესახებ აქ შემახსენეს და ამ პოზიციის შესახებ მოვახსენებ ხელმძღვანელს. უნდობლობა არ ნიშნავს, რომ მუფთი აქ ვეღარ ჩამოვა, შეხვედრა შედგება და ყველა მოახსენებს თავის პოზიციას, არგუმენტირებულად“.



კითხვაზე, რას ურჩევს მუსლიმებს, უნდა შეწყვიტონ თუ არა აქცია, მითუმეტეს როცა დაპირდნენ, რომ ყველა დაკავებულს გაათავისუფლებენ, შანთაძემ განაცხადა, რომ გაესაუბრება აქციის მონაწილეებს და როგორც ისინი გადაწყვეტენ, ისე მოიქცევა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი სრულიად საქართველოს მუფთს უნდობლობას უცხადებენ, შესაბამისად, მის რჩევას ვერც მიიღებენ და დაშლას არ აპირებენ. აქციის მონაწილეებმა კოცონი აანთეს და სამმართველოს შენობასთან რჩებიან.

პარალელურად, ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული წესით დაკავებული 11 მუსლიმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, დაპირისპიება მოხეში გუშინ, 22 ოქტომბერს დაიწყო. სამართალდამცველებმა 14 მუსლიმი დააკავეს. მათი დაკავების გამო ადიგენის მუსლიმური თემი ორი დღეა ახალციხეში, შსს სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობასთან აქციებს მართავს. 14–დან 3 დაკავებული, უკვე გაათავისუფლეს. რამდენიმე წუთის წინ მათ ავტომობილით სამმართველოს შენობას ჩაუარეს და აქციის მონაწილეებს მიესალმნენ. მათ განაცხადეს, რომ სახლში ბრუნდებიან.

მუსლიმების აქციას სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილე ესწრება [Video]

[თამუნა უჩიძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას სთავაზობს სამხარეო სამმართველოს უფროსი მუსლიმებს
სრულიად საქართველოს მუფთად ადამ შანთაძე აირჩიეს
მუსლიმები ამბობენ, რომ დაკავებულები რომც გაათავისუფლონ, მაინც არ დაიშლებიან
მუფთის განცხადებას ყოფილი მეჩეთის შენობის გადაცემაზე ადიგენის ახალი საკრებულო განიხილავს
მოხეში დაკავებული 14 მუსლიმიდან 3 გაათავისუფლეს
მოხეში დაკავებული 14 მუსლიმიდან 11–ს სასამართლომ 250 ლარი ჯარიმა დააკისრა
ადიგენში მცხოვრები მუსლიმები ჯემალ პაქსაძის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ