FM97.5 / LIVE

ადიგენში მცხოვრები მუსლიმები ჯემალ პაქსაძის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ

მთავარი 20.10.2014
საქართველოს მუფთის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით, სამცხე–ჯავახეთის მუსლიმთა საზოგადოება ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

ადიგენში მცხოვრები მუსლიმები ჯემალ პაქსაძის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე ავრცელებს.

"უახლოეს დღეებში იწყება ხელმოწერების შეგროვება მუფთის გადადგომის მოთხოვნით. ჯემალ პაქსაძეს სამცხე–ჯავახეთის მუსლიმთა საზოგადოება, ყველა ერთად ვუცხადებთ უნდობლობას. პაქსაძემ ჩვენც მოგვატყუა და სახელმწიფოც, ჩვენ ამას ვეღარ ავიტანთ და აღარ დავუშვებთ", – აცხადებს ჯამბულ აბულაძე.

შეგახსენებთ, რომ მუსლიმი სასულიერო პირები ერთმანეთს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში არსებული მეჩეთის გამო დაუპირისპირდნენ.ჯამბულ აბულაძის განმარტებით, ჯემალ პაქსაძე მუსლიმ მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ აღნიშნული სადავო შენობის გადაცემას დაპირდა, სწორედ ეს გახდა 18 ოქტომბერს მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობის დაპირისპირების მიზეზი.

"სამხრეთის კარიბჭე" სრულიად საქართველოს მუფთთან ჯემალ პაქსაძესთან დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა პაქსაძე ზარებს არ პასუხობდა.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჯემალ პაქსაძე ჭელის მუსლიმ მრევლს ხვდება
მუსლიმი სასულიერო პირები ერთმანეთს უპირისპირდებიან
სრულიად საქართველოს მუფთის გასაიდუმლოებული ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში?
ჭელის მეჩეთის ეზოში ისევ ხალხმრავლობაა
მუფთის განცხადებას ყოფილი მეჩეთის შენობის გადაცემაზე ადიგენის ახალი საკრებულო განიხილავს
მუსლიმი სასულიერო პირები პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას გეგმავენ
მუსლიმები პაქსაძესთან შეხვედრით იმედგაცრუებულები დარჩნენ