FM97.5 / LIVE
პაქსაძის განცხადებას, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ყოფილი მეჩეთის შენობის გადაცემის შესახებ, ადიგენის მუნიციპალიტეტის ახალი საკრებულო განიხილავს.">

მუფთის განცხადებას ყოფილი მეჩეთის შენობის გადაცემაზე ადიგენის ახალი საკრებულო განიხილავს

მთავარისაზოგადოება 08.07.2014
სრულიად საქართველოს მუფთის ჯემალ პაქსაძის განცხადებას, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ყოფილი მეჩეთის შენობის გადაცემის შესახებ, ადიგენის მუნიციპალიტეტის ახალი საკრებულო განიხილავს.

მუფთის განცხადებას ყოფილი მეჩეთის შენობის გადაცემაზე ადიგენის ახალი საკრებულო განიხილავს
ამის შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სრულიად საქართველოს მუფთს ჯემალ პაქსაძეს უკვე აცნობა.

„არჩევნების შემდეგ მოგვწერეს, რომ განცხადებას მას შემდეგ განიხილავენ, რაც ახალი საკრებულო შედგება, - განაცხადა ჯემალ პაქსაძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში და დაამატა - ასევე გვწერენ, რომ განცხადება განხივლის სტადიაშია“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის ზაქარია ენდელაძის განცხადებით, ახალი საკრებულოს სხდომა 14 ივლისს შედგება: „ამ დროსითვის ჯერ გადაწყვეტილი არაა ამ განცხადებას ახალი საკრებულო განიხილავს თუ ძველი, ამიტომ გადაჭრით არაფრის თქმა არ შემიძლია“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ ენდელაძე აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადება საკრებულოში ჯერ არ შესულა: „დღესაც რომ შემოვიდეს 2-3 დღეში ლეგიტიმაცია გვიწყდება, განხილვას თავისი პროცედურები აქვს და ამიტომ 3 დღეში მისი განხილვა მაინც ვერ მოესწრება. თან ეს სახუმარო საკითხი არაა“.

ჯემალ პაქსაძის განცხადებით, მუსლიმები ყოფილი მეჩეთის შენობების გადაცემას არა მარტო მოხეში, არამედ საქართველოს სხვა კუთხეებშიც ითხოვენ: „მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში უკვე ჩამოყალიბდა პრემიერმინისტრს დაქვემდებარებული რელიგიების სააგენტო, ამ საკითხებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ეტაპობრივად მოვაგვარებთ“.

კითხვაზე, თუ რამდენი ყოფილი მეჩეთის შენობის გადაცემას ითხოვენ მუსლიმები პაქსაძე გვპასუხობს: „არის რამდენიმე ასეთი, ხელისუფლებასთან ამ საკითხზე ვმუშაობთ და ეს ინფომარიცა საჯარო მოგვიანებით გახდება“.

შეგახსენებთ, რომ მოხეში, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამგებლობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ზაქარია ენდელაძე და სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე მუსლიმ თემს ყოფილი მეჩეთის შენობის გადაცემას დაჰპირდნენ.

ამ სოფელში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩენვები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ მოიგო არჩევნები იმ სოფელში, სადაც მუსლიმებს ყოფილი მეჩეთის გადაცემას დაჰპირდნენ
რა ბედია ეწია მუსლიმების განცხადებას მეჩეთის გადაცემის თაობაზე
ადიგენელი მუსლიმები გუბერნატორსა და გამგებელს ცრუ დაპირებაში ადანაშაულებენ
ადიგენში მცხოვრები მუსლიმები ჯემალ პაქსაძის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ
ჯემალ პაქსაძე ჭელის მუსლიმ მრევლს ხვდება
ჭელის მეჩეთის ეზოში ისევ ხალხმრავლობაა
მოხეში ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გაგრძელდა