FM97.5 / LIVE

მუსლიმები მშვიდობიან მანიფესტაციას მართავენ

მთავარი 23.10.2014
„მოვითხოვთ უკანონო პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, „შეგვინარჩუნეთ ენა, მამული, სარწმუნოება“, „პატივი ვცეთ დემოკრატიას!“ – ამ ტრანსფარანტებით მუსლიმები სამხარეო სამმართველოსთან მშვიდობიან მანიფესტაცის მართავენ.

მუსლიმები მშვიდობიან მანიფესტაციას მართავენ

როგორც მუსლიმი მრევლი ამბობს, სამხარეო სამმართველოსთან მშვიდობიანი მანიფესტაცია ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

აქციის მონაწილეები სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტებით აპროტესტებენ მოხეში ძველი მეჩეთის შენობაში ბიბლიოთეკის მოწყობის გადაწყვეტილებას და 14 მუსლიმის დაკავებას.

„დავიწყეთ მშვიდობიან მანიფესტაცია, საქართველოში მცხოვრებელმა, და არა მარტო საქართველოში, ყველამ უნდა დაინახოს როგორი ვითარებაა დღეს ჩვენს ქვეყანაში“, – ამბობს ხულოს მუფთი გურამ აბაშიძე.

სამხარეო სამმართველოსთან იმყოფებიან მუსლიმ ქალთა კავშირის წარმომადგენლებიც.

„აჭარის ავტონომია ჩვენია, მუსლიმების, ხელისუფლებამ გვაჩვენოს ზღვარი მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის, დაგვიბრუნეთ ჩვენი მეჩეთი“, – ამბობს მუსლიმ ქალთა კავშირის თავმჯდომარე ეთერ აბაშიძე.

ამ წუთებში სამხარეო სამმართველოსთან 200–ზე მეტი ადამიანია შეკრებილი, მათ შორის არიან ის დაზარალებული მუსლიმი ქალები, რომლებიც ამბობენ, რომ გუშინ პოლიციასთან შეტაკების შედეგად დაშავდნენ.

შეგახსენებთ, დღეს, 23 ოქტომბერს, დილიდან, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობასთან მუსლიმები აქციას მართავენ და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. აქცია გუშინ დაიწყო, მუსლიმებმა ღამე სამმართველოსთან გაათენეს. მოხეში ვითარება გუშინ დაიძაბა. მუსლიმებმა ძველი მეჩეთის შენობაში ბიბლიოთეკის გახსნის სამუშაოები გააპროტესტეს, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულია 14 მუსლიმი.

მუსლიმები მშვიდობიან მანიფესტაციას მართავენ

[თინათინ ზაზაძე, მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მუსლიმების აქციამ ახალციხეში, სამხარეო სამმართველოსთან გადაინაცვლა
ხულოს მუფთი: დაკავებულებს ეტაპობრივად გაათავისუფლებენ
მუსლიმების აქცია სამმართველოსთან მთელი ღამე გაგრძელდა
ზურა ჩილინგარაშვილი: „რელიგიური თემებით პოლიტიკური ქულების დაწერას არ ვაპირებ“
ადიგენის რაიონულ სამმართველოსთან მუსლიმები აქციას მართავენ
მუსლიმები აქციას წყვეტენ
სოფიო შამანიდი მოხის მოვლენებზე: გვჭირდება მეტი დაფიქრება, ვიდრე რამეს გავაკეთებთ