FM97.5 / LIVE

სრულიად საქართველოს მუფთად ადამ შანთაძე აირჩიეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.12.2019
მუსლიმთა სამმართველოს რელიგიურმა საბჭომ ახალი მუფთი აირჩია. ბეგლარ ქამაშიძის შემდეგ, სრულიად საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე იქნება.

სრულიად საქართველოს მუფთად ადამ შანთაძე აირჩიეს

საბჭოს 19 წევრიდან ადამ შანთაძეს მხარი13-მა დაუჭირდა. არჩევნები დღეს, 25 დეკემბერს მუსლიმთა სამმართველოს ბათუმის ოფისში ჩატარდა.

ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც შანთაძეს მხარი დაუჭირა, სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძეა: „როგორც წესდებაში გვაქვს, ისე ჩატარდა არჩევნები, ფარული კენჭისყრა არ ყოფილა. ხელის აწევით, ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა ბატონმა ადამ შანთაძემ“.

არჩევნებში სულ საბჭოს 19 წევრი მონაწილეობდა. მათგან შვიდი სხვადსხვა რეგიონის მუფთი და სამმართველოს 12 წევრი.

საბჭოს ორი წევრი შანთაძის არჩევის წინააღმდეგი იყო. სამუფთოს სამმა თანამშრომელმა კი პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. მათ შორის: ყოფილი მუფთის მრჩეველი თემურ გორგაძე, სამუფთოს პრესსამსახური, ოთარ ნადირაძე და სამუფთოს განათლების დოგმატიკის ხელმძღვანელი რეზო მიქელაძე.

როგორც სამცხე-ჯავახეთის მუფთი ამბობს, იგი რელიგიური საბჭოს დატოვებას ამ ეტაპზე არ გეგმავს: „ჯერჯერობით პროტესტი არ გამომითქვამს. შევხედავ, რამდენად სამართლიანად ჩაუდგება ამ საქმეს სათავეში, მუსლიმების სასარგებლოდ და საერთოდ ქვეყნისა და სამართლიანობის კუთხით როგორ იმუშავებს, როგორ გაუმკლავდება მიმდინარე პროცესებს. თუ უსამართლო იქნება, რა თქმა უნდა, მეც დავტოვებ“, - აცხადებს ვაშაყმაძე.

ამ დრომდე ადამ შანთაძე მუფთის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მუფთს, ბეგლარ ქამაშიძეს ხუთ წლიანი ვადა ნოემბრის ბოლოს ამოეწურა, დღეს გამართულ არჩევნებზე კი მან კანდიდატურა არ წამოაყენა. იგი მუსლიმთა სამმართველოს წევრად კვლავ რჩება.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წესდების მიხედვით, მუფთის არჩევნები ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭელას მეჩეთს ახლადარჩეული მუფთი ესტუმრა
სამმართველოს შენობაში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი შევიდა
მუსლიმების აქციას სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილე ესწრება [Video]
ადამ შანთაძე: მრევლს სიმშვიდისკენ მოვუწოდეთ
დასავლეთ საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე გადადგა
მოხეში სადავო  შენობის წარმომავლობის დამდგენ  კომისიას ორი პირი დაემატება
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადება მოხეს კომისიის დასკვნაზე