FM97.5 / LIVE

ოლეგ სანდროშვილი: "ჩემს მიმართ იმპიჩმენტი იგეგმება"

მთავარიპოლიტიკა 03.04.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი აცხადებს, რომ გამგეობის თანამშრომლებზე მიმდინარეობს ზეწოლა, რომლის მიზანიც საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობაში ხელის შეშლა და შემდგომში, მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენებაა.

ოლეგ სანდროშვილი: "ჩემს მიმართ იმპიჩმენტი იგეგმება"
„2014 წლის 27 მარტს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში „დაიბარეს“ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის და გამწვანების სამსახურის სპეციალისტები, კერძოდ: რევაზ მერაბიშვილი, გიორგი ქასრაშვილი, ბესარიონ მიქელაძე და ემზარ მღებრიშვილი.

აღნიშნული პიროვნებებიდან მხოლოდ ორს, გია ქასრაშვილსა და რევაზ მერაბიშვილს ჩამოერთვათ წერილობითი ჩვენებები, ქალაქ ახალციხის ასპინძის ქუჩა #28-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით.

საქმეზე სასაურველი ჩვენების მიღების მიზნით, რევაზ მერაბიშვილზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. კერძოდ, „თითქოს“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშივილი ზეწოლას ახორციელებდა აღნიშნულ თანამშრომლებზე, იმ მიზნით, რათა მომხდარიყო მიღება-ჩაბარებებზე ხელის მოწერა, რის შედეგადაც შპს-ს ჩაერიცხებოდა შესრულებული სამუშაოს თანხა.

ზეწოლის შესახებ ფაქტი აღიარა რევაზ მერაბიშვილმა, რის შესახებაც გააკეთა შესაბამისი განცხადება, იმის თაობაზე, რომ მას აიძულეს ოლეგ სანდროშვილის წინააღმდეგ მიეცა უკანონო ჩვენება.

ყოველივე ზემოთაღნიშნული მიზნად ისახავდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელებას და მის საქმიანობისათვის ხელის შეშლას.

აღნიშნულს ადასტურებს ასევე მიმდინარე წელს საკრებულოს წევრებზე განხორცილებული მიზანმიმართული ზეწოლა, რათა განეხორციელბეინათ ოლეგ სანდროშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა და ჩამოეცილებინათ თანამდებობიდან უკანონო მეთოდებით.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ნორმალური საქმიანობისთვის ხელისშეშლის მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბლიაძე აბსურდული ბრალდებით იქნა მიცემული პასუხისგებაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს ოლეგ სანდროშვილმა დღეს, 3 აპრილს, გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

ბრიფინგი საკრებულოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, სპეციალური ბრიფინგის შესახებ საკრებულოს პრესსამსახურმა ჟურნალისტები, გუშინ, 2 აპრილს, საღამოს გააფრთიხლა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქმე, რომელზეც სანდროშვილის თქმით, გამგეობის თანამშრომლებზე ზეწოლა განხორციელდა
საფინანსო პოლიციამ ახალციხეში სამი პირი დააკავა

პროკურატურა რევაზ მერაბიშვილის საფინანსო პოლიციაში დაკითხვის დეტალებს არკვევს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: მოწმეზე ზეწოლა არ განხორციელებულა
რას ჰყვება რევაზ მერაბიშვილი დაკითხვის დეტალებზე