FM97.5 / LIVE
გუშინდელი პროტესტის შემდეგ, დღეს მუშაობას ჩვეულებრივად შეუდგა. პედაგოგები კი აცხადებენ, რომ დათმობას მაინც არ აპირებენ და დღეს აქციას გამართავენ.">

ახალციხის მეხუთე სკოლაში აქციისთვის ემზადებიან

მთავარისაზოგადოება » განათლება 14.03.2014
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გუშინდელი პროტესტის შემდეგ, დღეს მუშაობას ჩვეულებრივად შეუდგა. პედაგოგები კი აცხადებენ, რომ დათმობას მაინც არ აპირებენ და დღეს აქციას გამართავენ.

ახალციხის მეხუთე სკოლაში აქციისთვის ემზადებიან
ახალ ხელმძღვანელს სკოლის ადმინისტრაციამ ბეჭედი ოფიციალურად, დღეს 14 მარტს, მიღება-ჩაბარების აქტით გადასცა.

„ყველაფერი ცივილიზებულად მოხდა. ქალბატონმა ნანამ გადმომცა ბეჭედი და შევუდექი მუშაობას. მომავალი გვიჩვენებს, როგორ მოვიქცევი“, - აცხადებს მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ინგა ვარდიძე.

ამ დროისთვის სკოლაში სიმშვიდეა. ნანა დათაშვილი, რომელიც ვარდიძის დანიშვნამდე, 11 თვის განმავლობაში ასრეულებდა სკოლის დირექტორის მოვალეობას, ამბობს, რომ ვითარების გარკვევას განათლების სამინისტროში შეეცდება: „ვიზრუნებ, რომ მოსწავლეებმა განათლების მიღება შეძლონ და ამაში ხელი არ შეეშალოთ. რაც შეეხება დანარჩენს, ვაპირებ უახლოეს დღეებში თბილისში წავიდე, მინისტრს შევხვდე და ყველაფრის შესახებ პირადად მოვახსენო“.

სავარაუდოდ დღეს გააგზავნიან განათლების სამინისტროში მეხუთე სკოლაში გუშინ, 13 მარტს, შემუშავებულ ტექსტსა და ხელმოწერებს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ნანა დათაშვილის დანიშვნის მოთხოვნით.

გარდა ამისა, პედაგოგოები აპირებენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართონ.

„მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც ძველი ხელისუფლების დროს მიმდინარეობდა დანიშვნები, იგივე მეთოდები მეორდება და არასწორი გზა აქვთ არჩეული. პედაგოგებს, ინტელიგენციას უნდა ჰკითხონ აზრი. ჩვენ ვაპროტესტებთ დანიშვნის ფორმას, არ ვუპირისპირდებით პიროვნებას. რაც შეეხება ხელმოწერებს, პირადად მე წავიღებ განათლების სამინისტროში“, - ამბობს მეხუთე სკოლის პედაგოგი კლარა კუპრეიშვილი.

დღესვე პედკოლექტივი საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს. მათი განცხადებით, აქცია 14:00 საათზე, გაკვეთილების დამთავრების შემდეგ დაიწყება.

შეგახსნებეთ, რომ 13 მარტს, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში ახალი ხელმძღვანელის დანიშვნას ხმაური მოჰყვა. პედაგოგებმა და მოსწავლეებმა დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად ინგა ვარდიძის დანიშვნა გააპროტესტეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
განათლების სამინისტრო: მეხუთე სკოლაში ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური იყო
ახალციხის მეხუთე სკოლაში ახალ დირექტორს კარის აჭედვით ემუქრებიან
ახალციხის მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების სამინისტროს სახელზე ხელმოწერებს აგროვებენ
ვინ ასრულებს დირექტორის მოვალეობას მეხუთე სკოლაში

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, პროტესტის ნიშნად, გაკვეთილები არ ტარდება