FM97.5 / LIVE

განათლების სამინისტრო: მეხუთე სკოლაში ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური იყო

მთავარისაზოგადოება » განათლება 14.03.2014
რითი ხსნიან განათლების სამინიტროში მეხუთე სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას, ყოფილი დირექტორის გათავისუფლებიდან 11 თვის შემდეგ და რა წერია ბრძანების იმ მუხლებში, რომლის საფუძველზეც ინგა ვარდიძე დაინიშნა.

განათლების სამინისტრო: მეხუთე სკოლაში ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური იყო
ინგა ვარდიძე ქალაქ ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად 2014 წლის 12 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N1ა-167 ბრძანებით დაინიშნა.

სამინიტროში აცხადებენ, რომ ახალციხის მეხუთე სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი ვაკანტური იყო და ინგა ვარდიძე ამიტომ დაინიშნა.

რა რეაქცია მოჰყვა ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წარდგენას, გუშინ, 13 მარტს, ამის შესახებ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროში იციან.

„ახალიხის საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შეატყობინა განათლების სამინისტროს აღნიშნულის თაობაზე და სამინისტრო საქმის კურსშია“, - აცხადებენ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

სამინისტროში ამბობენ, რომ ნანა დათაშვილი სკოლის ყოფილი დირექტორის ჟენია თუმანიშვილის მიერ, შიდა ბრძანებით იყო დანიშნული, მისი არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.

„დათაშვილი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში რეგისტრირებული იყო როგორც დირექტორის მოადგილე, რაც მას ავალდებულებდა დირექტორის არყოფნის შემთხვევაში შეეთავსებინა დირექტორის მოვალეობა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია ამ ეტაპზე ვაკანტური იყო. გამომდინარე აქედან, "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მინისტრმა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ინგა ვარდიძე დანიშნა“, - განუცხადეს „სამხრეთის კარიბჭეს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

„დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე დირექტორის ფუნქციებს ასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგისტრირებული პირი“, - ვკითხულობთ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნტქში.

44-ე მუხლის მე-3 პუნქტში კი ნათქვამია: „ახალი დირექტორის არჩევამდე, ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე, დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს ამ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირი“.

ნანა დათაშვილი მეხუთე საჯარო სკოლაში დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად 11 თვის განმავლობაში, 2013 წლის მაისიდან მუშაობდა.

მას შემდეგ, რაც სკოლის ყოფილმა დირექტორმა, ვანო მერაბიშვილის დედამ, ჟენია თუმანიშვილმა, სამინისტროს ბრძანებას გათავისუფლების შესახებ, ხელი მოაწერა, ნანა დათაშვილი, რომელიც მანამდე დირექტორის მოადგილე იყო, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნტქის თანახმად, ავტომატურად გახდა.

„დირექტორი არჩევიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს იმ მოადგილეს, ხოლო მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, და ამ მონაცემს აგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სარეგისტრაციოდ“, - ნათქვამია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნტქში.

მეხუთე სკოლის პედაგოგები აცხადებენ, რომ პიროვნულად ინგა ვარდიძის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. მათ კითხვებს მოვალეობის შემსრულებლის 11 თვის შემდეგ დანიშვნა უჩენთ. აგრეთვე, ის, რატომ მაინცდამაინც ინგა ვარდიძე, რომელსაც სკოლის დირექტორად მუშაობის გამოცდილება არ აქვს და არა სხვა, ისევ სეტიფიცირებული დირექტორი, რომელსაც ხელმძღვანელოად მუშაობის გამოცდილება ექნება.

ინგა ვარდიძის დანიშვნის საფუძვლად განათლების მინისტრის ბრძანებაში მითითებულია: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის 2014 წლის 28 თებერვლის N118278 მოხსენებითი ბარათი, თანდართული ახალციხის საგანამანათლებლო რესურცსენტრის უფროსის ხათუნა ხმალაძის 2014 წლის 28 თებერვლის N117693 წერილი და ინგა ვარდიძის 2014 წლის 11 მარტის N136670 განცხადება.

რა წერია აღნიშნულ დოკუმენტებში და რატომ აირჩია ინგა ვარდიძემ სამუშაოდ მეხუთე სკოლა, „სამხრეთის კარიბჭე“ თემაზე მუშაობას აგრძელებს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
ვინ ასრულებს დირექტორის მოვალეობას მეხუთე სკოლაში
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, პროტესტის ნიშნად, გაკვეთილები არ ტარდება
ახალციხის მეხუთე სკოლაში ახალ დირექტორს კარის აჭედვით ემუქრებიან
ხმაური ვანო მერაბიშვილის დედის ყოფილ სკოლაში
ახალციხის მეხუთე სკოლაში აქციისთვის ემზადებიან
მეხუთე სკოლაში, სადაც დილიდან ხმაურია, დახურული სხდომა იწყება