FM97.5 / LIVE

მეხუთე სკოლის პედკოლექტივი: ‘ახალ ხელმძღვანელთან მუშაობას არ ვაპირებთ’ [Video]

მთავარიგანათლება, ვიდეო 14.03.2014
ახალციხის საგანამანათლებლო რესურსცენტრი მეხუთე სკოლას სთხოვს საგაკვეთილო პროცესი არ ჩაშალოს, სკოლაში კი აცხადებენ, რომ თუ სკოლის ხელმძღვანელად ინგა ვარდიძე დარჩება, გაკვეთილები არ გაცდება, მაგრამ საპროტესტო აქციები აუცილებლად გაიმართება.

მეხუთე სკოლის პედკოლექტივი: ‘ახალ ხელმძღვანელთან მუშაობას არ  ვაპირებთ’ [Video]
„უნდა აღინიშნოს, რომ ნანა დათაშვილი კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად უძღვებოდა თავისზე დაკისრებულ მოვალეობას. ამიტომ, კოლექტივი მხარს უჭერს მას და არ არსებობს საჭიროება სხვისი დანიშვნის“, - ეს არის პირველადი ვერსია იმ წერილის, რომელიც ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის პედკოლექტივმა განათლების სამინისტროს სახელზე დაწერა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

პედაგოგები ამბობენ, რომ სამინისტროში გაგზავნამდე წერილის ტექსტს სრულყოფენ. დღეს, 13 მარტის დღის ბოლომდე, მეხუთე სკოლაში 74 მასწავლებლის ხელმოწერა შეგროვდა. სკოლაში 90-მდე პედაგოგია. მასწავლებლები ამბობენ, რომ მათი ნაწილი დღეს სკოლაში საპატიო მიზეზის გამო არ იყო, თუმცა, ტელეფონით უკავშირდებოდნენ და თანადგომას უცხადებდნენ. ამიტომ, პედაგოგები ირწმუნებიან, რომ ხელმოწერების რაოდენობა გაიზრდება.

მეხუთე სკოლაში ამბობენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ: „არ ვაპირებთ ახალი ხელმძღვანელის შემოშვებას. არც ბეჭედს გადავცემთ. გაკვეთილებს არ ჩავშლით, მაგრამ გაკვეთილების დამთავრების შემდეგ აქციებს გავმართავთ“.



ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი კი სკოლის ადმინისტრაციას მოუწოდებს, საგაკვეთილო პროცესი არ შეაფერხონ და მოსწავლეებს ნუ იყენებენ. რესურცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხმალაძემ ნანა დათაშვილი დღეს, დღის ბოლოს, რესურსცენტრში დაიბარა და გააფრთხილა, სკოლაში ვითარების დაძაბვას მოერიდოს.

როგორ განვითარდება მოვლენები სკოლაში და რა გადაწყვეტილებას მიიღებს დირექტორის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი ნანა დათაშვილი, ამ ეტაპზე უცნობია. კითხვაზე გადასცემს თუ არა ოფიციალურად სკოლის ბეჭედს დირექტორის დროებით მოვალეობის ახალ შემსრულებელს, ნანა დათაშვილი გვპასუხობს: „ვერ გეტყვით რა მოხდება, ვიმოქმედებ კანონის ფარგლებში. დაველოდები, როგორ განვითარდება მოვლენები“.

პედაგოგები კი ირწმუნებიან, რომ აზრს არ შეიცვლიან.


შეგახსენებთ, რომ ინგა ვარდიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N1/ა - 167 ბრძანებით, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად 2014 წლის 12 მარტს დაინიშნა. ვარდიძე სკოლაში დღეს, 13 მარტს დილით მივიდა. თუმცა, მის გამოჩენას სკოლაში პროტესტი მოჰყვა. მოსწავლეებმა ტრანსფარანტებით ხელში შესვენებაზე აქცია გამართეს. მოსწავლეები და პედაგოგები სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ნანა დათაშვილის დარჩენას ითხოვენ, რომელიც ამ პოსტზე თითქმის ერთი წელია, სკოლიდან ყოფილი დირექტორის, ჟენია მერაბიშვილის წასვლის შემდეგ მუშაობს. ახალციხის საგანამანათლებლო რესურსცენტრი დილიდან ცდილობდა სკოლაში ვითარების განმუხტვას, თუმცა, სკოლის პედკოლექტივსა და რესურსცენტრს შორის მოლაპარაკება ვერ შედგა. მოლაპარაკება ვერც ინგა ვარდიძესა და სკოლის პედკოლექტივს შორის შედგა.

[თინათინ ზაზაძე, თამარ თოთაძე ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

ახალციხის მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების სამინისტროს სახელზე ხელმოწერებს აგროვებენ
ახალციხის მეხუთე სკოლაში ახალ დირექტორს კარის აჭედვით ემუქრებიან

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, პროტესტის ნიშნად, გაკვეთილები არ ტარდება
ხმაური ვანო მერაბიშვილის დედის ყოფილ სკოლაში