FM97.5 / LIVE

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, პროტესტის ნიშნად, გაკვეთილები არ ტარდება

მთავარისაზოგადოება » განათლება 17.03.2014
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წინააღმდეგ პედაგოგებმა პროტესტი ისევ გააგრძელეს. დღეს, ორშაბათს, 17 მარტს, სკოლაში გაკვეთილები არ ტარდება.

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, პროტესტის ნიშნად, გაკვეთილები არ ტარდება
დღეს დილიდან ახალციხის მეხუთე სკოლაში ყველა გაკვეთილი ცდება. მასწავლებლები კლასებში ღია კარის პრინციპით შედიან - ყველა საკლასო ოთახის კარი ღიაა, მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც კლასებში არიან, თუმცა, გაკვეთილი არ ტარდება.

ამ ფორმით მეხუთე საჯარო სკოლის პედკოლექტივი პროტესტს უცხადებს ინგა ვარდიძეს, რომელიც 12 მარტს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

მასწავლებლები ამბობენ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, თამარ სანიკიძესთან სურთ შეხვედრა.

პარალელურად, დილიდან სკოლაშია და ვითარების განმუხტვას ცდილობს ინგა ვარდიძე. იგი ყველა საკლასო ოთახში დადის და მოსწავლეთა რაოდენობას ამოწმებს.

შეგახსენებთ, ინგა ვარდიძე მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 12 მარტს დაინიშნა. იგი სკოლაში 13 მარტს მივიდა. მის გამოჩენას სკოლაში პედკოლექტივისა და მოსწავლეების პროტესტი მოჰყვა.

[თამარ თოთაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
ახალციხის მეხუთე სკოლაში ახალ დირექტორს კარის აჭედვით ემუქრებიან

მეხუთე სკოლაში, სადაც დილიდან ხმაურია, დახურული სხდომა იწყება
მეხუთე სკოლა „ღია კარის პრინციპით“ პროტესტს ხვალაც გააგრძელებს