FM97.5 / LIVE

ვინ ასრულებს დირექტორის მოვალეობას მეხუთე სკოლაში

მთავარისაზოგადოება » განათლება 08.05.2013
როდის და რა ფორმით დაინიშნება ახალი ხელმძღვანელი ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, რომლის დირექტორიც შვიდი წლის განმავლობაში ვანო მერაბიშვილის დედა, ჟენია მერაბიშვილი იყო

ვინ ასრულებს დირექტორის მოვალეობას მეხუთე სკოლაში
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში დირექტორის მოვალეობას დირექტორის მოადგილე ნანა დათაშვილი ასრულებს. იგი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლი ჟენია მერაბიშვილის გათავისუფლებისთანავე ავტომატურად გახდა.

- ”ზოგადი განათლების შესახებ კანონის 41-ე და 43-ე მუხლების თანახმად, განათლების სამინისტროში დარეგისტირირებული პირი, ანუ ამ შემთხვევაში დირექტორის მოადგილე, ავტომატურად ასრულებს დირექტორის მოვალეობას”, - გვიხსნის დათაშვილი.

დირექტორის მოვალეობის შესრულება დათაშვილს ექვსი თვის განმავლობაში შეუძლია.

- ”თუ ამ ექვს თვეში განათლების სამინსიტრომ არ გამოაცხადა კონკურსი დირექტორის თანამდებობაზე, მაშინ ექვსი თვის გასვლის შემდეგ მეხუთე სკოლაში დირექტორი განათლების მინისტრის ბრძანებით დაინიშნება”, - ამბობს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დიანა ინასარიძე.

მისივე თქმით, სკოლაში დირექტორის ვაკანსიაზე კონკურსის გამოცხადება სამინისტროს პრეროგატივაა.

როგორც ნანა დათაშვილმა ”სამხრეთის კარიბჭესთან” განაცხადა, შესაძლოა დირექტორის ვაკანსიაზე კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში განაცხადი თავადაც შეიტანოს.

კონკურსის წესით აირჩევენ ახალ დირექტორს თუ ექვსი თვის გასვლის შემდეგ განათლების მინისტრის ბრძანებით დანიშნავენ მომავალი გვიჩვენებს.

შეგახსენებთ, რომ ჟენია მერაბიშვილი მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან 2 მაისს გაათავისუფლეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

განათლების სამინისტრო: მეხუთე სკოლაში ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური იყო
ახალციხის მეხუთე სკოლაში ახალ დირექტორს კარის აჭედვით ემუქრებიან
ვანო მერაბიშვილის დედა დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს
მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
ხმაური ვანო მერაბიშვილის დედის ყოფილ სკოლაში
ახალციხის მეხუთე სკოლაში აქციისთვის ემზადებიან
ახალციხის მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების სამინისტროს სახელზე ხელმოწერებს აგროვებენ