FM97.5 / LIVE

ახალციხის მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების სამინისტროს სახელზე ხელმოწერებს აგროვებენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 13.03.2014
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის პედაგოგები ამ წუთებში სახელმწიფო რწმუნებულს სამცხე-ჯავახეთის მხარეში, აკაკი მაჭუტაძეს ხვდებიან. პარალელურად, სკოლაში დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება განათლების სამინისტროში გასაგზავნად.

ახალციხის მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების სამინისტროს სახელზე ხელმოწერებს აგროვებენ
სახელმწიფო-რწმუნებულის, გუბერნატორის ადმინისტრაციაში შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. გუბერნატორს მეხუთე სკოლის ოთხი პედაგოგი ხვდება. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე მეხუთე სკოლის მასწავლებლებმა განუცხადეს „სამხრეთის კარიბჭეს“, ისინი აპირებენ გუბერნატორს მოახსენონ რა რეჟიმში უწევდათ მუშაობა გასული 9 წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც, სკოლის დირექტორი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დედა, ჟენია მერაბიშვილი იყო.

„უნდა მოვუყვეთ რა ტერორში ვმუშაობდით ამდენი წლები და უნდა ვთხოვოთ დახმარება, დარჩეს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ნანა დათაშვილი. ძლივს გვეღირსა ნორმალურ ადამიანთან თანამშრომლობა და ცვლილებები აღარ გვინდა“, - აცხადებენ პედაგოგები.

პარალელურად, მეხუთე სკოლაში უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. პედაგოგები განათლების სამინისტროში გასაგზავნ წერილს ამზადებენ, მათი მოთხოვნა უცვლელია,არ შეიცვალოს ნანა დათაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს, 13 მარტს, დილიდან, ახალციხის მეხუთე სკოლაში ხმაურია. პედაგოგები და მოსწავლეები ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას აპროტესტებენ. ახალციხის საგანამანათლებლო რესურსცენტრი დილიდან ცდილობდა სკოლაში ვითარების განმუხტვას, თუმცა, სკოლის პედკოლექტივსა და რესურსცენტრს შორის მოლაპარაკება ვერ შედგა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
რას დაჰპირდა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი მეხუთე სკოლის პედაგოგებს
ახალციხის მეხუთე სკოლაში ახალ დირექტორს კარის აჭედვით ემუქრებიან


ვინ ასრულებს დირექტორის მოვალეობას მეხუთე სკოლაში
ახალციხის მეხუთე სკოლაში აქციისთვის ემზადებიან