FM97.5 / LIVE

მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 17.03.2014
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინგა ვარდიძე სკოლის გაფიცულ პედკოლექტივს ხელფასების დაქვითვით ემუქრება, პედაგოგები კი აცხადებენ,რომ გაკვეთილებს მაინც არ ჩაატარებენ.

მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
მეხუთე სკოლაში ვითარება უცვლელია, მასწავლებლები ისევ შედიან კლასებში, თუმცა, გაკვეთილებს არ ატარებენ.

მათი მოთხოვნა უცვლელია, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნოს ნანა დათაშვილი, რომელიც ამ პოსტზე ბოლო 11 თვის განმავლობაში, სკოლიდან ჟენია თუმანიშვილის გათავისუფლების შემდეგ მუშაობდა.

მასწავლებლები ამბობენ, რომ ინგა ვარდიძე კლასების მდგომარეობას ამოწმებს და პედაგოგებს ეუბნება, თუ გაკვეთილები გაცდება, ეს მათ ანაზღაურებაზე აისახება.

"ხელფასის დაქვითვით ვერავის შეეაშინებს. მთელი 8 წლის განმავლობაში გვიქვითავდა ჟენია თუმანიშვილი, იმის მმართველობა არ მოგვწონდა, ახლაც იგივე ვითარებაა სკოლაში და ამას ვეღარ შევეგუებით", - ამბობენ პედაგოგები.

ნანა დათაშვილი ამბობს, რომ თუ ვითარება ასე გაგრძელდება, საფრთხე შეექმნება სკოლის ფუნქციონირებას: "ამიტომ, ვთხოვთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ქალბატონ თამარ სანიკიძეს, პირადად შეგვხვდეს და ადგილზე გაეცნოს რა ვითარებაა სკოლაში".

მეხუთე საჯარო სკოლის მასწავლებლებმა განათლების სამინისტროს უკვე გაუგზავნეს ხელმოწერები, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ნანა დათაშვილის დანიშვნის მოთხოვნით.

სკოლის ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინგა ვარდიძე ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

შეგახსენებთ, დღეს, 17 მარტს, დილიდან, მეხუთე სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.

[თამარ თოთაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, პროტესტის ნიშნად, გაკვეთილები არ ტარდება
ახალციხის მეხუთე სკოლაში ახალ დირექტორს კარის აჭედვით ემუქრებიან
განათლების სამინისტრო: მეხუთე სკოლაში ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური იყო
ახალციხის მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების სამინისტროს სახელზე ხელმოწერებს აგროვებენ

ახალციხის მეხუთე სკოლაში აქციისთვის ემზადებიან
ვინ ასრულებს დირექტორის მოვალეობას მეხუთე სკოლაში