FM97.5 / LIVE

ადვოკატი - ვ.გ-მ გაუპატიურება რაღაცის სანაცვლოდ დაიბრალა

მთავარისამართალი 06.07.2013
ყოფილი ბრალდებულების გიორგი ლომიძისა და ალექსანდრე ბლიაძის ადვოკატი დემურ ალხაზიშვილი აცხადებს, რომ საქმეში არცერთი მტკიცებულება არ არსებობდა

ადვოკატი - ვ.გ-მ გაუპატიურება რაღაცის სანაცვლოდ დაიბრალა
ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა, რადგან პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ბრალდებულების მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

„ეს იყო წმინდად შეთითხნილი საქმე, არაორგანიზებული, ძალიან დაბალი დონის მცდელობა, რომ ეს ხალხი მიეცა პასუხისგებაში და დაესაჯათ“, - ამბობს ალხაზიშვილი.

მისი თქმით, გამომძიებელმა გელა მაღრაძემ დაკითხვის დროს ვერ მიუთითა ვერცერთ პირდაპირ მტკიცებულებაზე: „მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ამოცნობის ოქმის გაყალბებაა. ამოცნობა ჩატარდა დილის 11:00 საათზე, გადაასწორეს და მოსამართლეს საქმეში ჩაუდეს, რომ ამოცნობა მოხდა 23:00 საათზე. ასევე, ჯერ თქვეს რომ ესწრებოდა ამოცნობას 3 კაცი, მერე აღმოჩნდა რომ ესწრებოდა 4. მერე კიდევ გაირკვა, რომ იქ იყო მე-5 პიროვნებაც. ამ პროცესს ესწრებოდა სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელი, რომელიც ვითომ წესრიგს იცავდა, რომ არაფერი მოხმდარიყო. მათ ყალბი დოკუმენტები შექმნეს“.

ხვედელიანის საქმე ორი ეპიზოდისგან შედგებოდა. ახალდაბის ეპიზოდზე საქმე 18 თვის, ბაკურიანის ეპიზოდზე კი 45 თვის მერე აღიძრა.

„ მანამდე ეს ადამიანები არ ჩიოდნენ, არაფერს აკეთებდნენ“, - ამბობს ალხაზიშვილი და ამატებს, რომ მოსაზრება, რომ ვითომ ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული ტოტალური რეჟიმი იყო, სიცრუეა.

კითხვაზე გაუპატიურების ფაქტის არ არსებობის შემთხვევაში, რატომ დაიბრალებდა 26 წლის მამაკაცი მომხდარს, გვპასუხობს: „ვ. გ-მ გაუპატიურება დაიბრალა გარკვეული რაღაცის ნაცვლად, ეს უკვე ჩანს“.

მისივე თქმით, ასე რომ არ ყოფილიყო, 40 სმ-იანი სკამის ფეხის შეყვანის გამო იგი გარდაიცვლებოდა და თუ ასე არ მოხდებოდა, მაშინ ქირურგიული ჩარევა მაინც დასჭირდებოდა, რაც არ მომხდარა: „გაუპატიურება ექსპერტების დასკვნით არ დადასტურდა“.

ალხაზიშვილს ეჭვი აქვს, რომ ეს საქმე პროკურატურამ ხვედელიანისთვის შეკერა: „რაღაცა ბრძანება არსებობდა, რომელსაც დაექვემდებარნენ“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ყალბი მტკიცებულებები ხვედელიანის საქმეში?
რატომ წავიდა მორჩილად ხვედელიანის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული
გამომძიებლების ჩვენება ხვედელიანის საქმეზე
არასრულწლოვნის გაუპატიურება უვადო პატიმრობით დაისჯება
რაში ედავება პროკურატურას ხვედელიანის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი?

რა კავშირი ჰქონდა ჯეირანაშვილს ხვედელიანის საქმესთან?