FM97.5 / LIVE

ყალბი მტკიცებულებები ხვედელიანის საქმეში?

მთავარისამართალი 30.04.2013
არის თუ არა ყველა მტკიცებულება ყალბი ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანის საქმეში; რატომ ითხოვენ ადვოკატები სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის დაკითხვას და რატომ ეთქვა უარი დაცვის მხარეს დაყენებულ შუამდგომლობაზე;

ყალბი მტკიცებულებები ხვედელიანის საქმეში?
ხვედელიანის პროცესზე, რომელიც დღეს ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა.

სასამართლოზე ბრალდებულების ალექსანდრე ბლიაძისა და სერგო სამსონიძის ამოცნობისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმები თანდართულ ვიდეო მასალასთან ერთად გამოიკვლიეს. ასევე წარმოდგენილი იქნა ხვედელიანის ბინის ჩხრეკის ვიდეო ჩანაწერიც. ეს უკანასკნელი ხვედელიანის თხოვნითა და ადვოკატების თანხმობით პროცესზე ბოლომდე არ იქნა ნაჩვენები.

დაცვის მხარემ სადაოდ გახადა 2012 წლის 29 ნოემბრის ალექსანდრე ბლიაძეს ამოცნობის ოქმი. როგორც პროცესზე მისმა ადვოკატმა დემურ ალხაზიშვილმა განაცხადა ამოცნობას ესწრებოდა სამხარეო მთავარი სამმართველოს უკვე ყოფილი უფროსი ტალახაძე და მისი მოადგილე ხორბალაძე.

”რატომ არ არის მითითებული ოქმში თუ ვინ აწარმობდა გადაღებას?! რატომ არ ამჟღავნებს პროკურატურა მის ვინაობას, უჩინმაჩინი ხომ არ იყო, ხომ არსებობს რეალური ადამიანი ვინც ამოცნობის პროცესი გადაიღო?! - კითხულობენ ადვოკატები და ამატებენ, რომ პროცესს სამხარეო-მთავარი სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის თანაშემწე დავით ბოჩიკაშვილი იღებდა, თუმცა მან აღნიშნული სასამართლოსთან ჩვენების მიცემისას კატეგორიულად უარყო.

გარდა აღნიშნულისა, ადვოკატების განცხადებით, ოქმის შევსების დრო არასწორადაა მითითებული, დოკუმენტში, რომელიც მათ ბრლადების მხარემ გადასცა 11:20 საათია მითითებული, იგივე დოკუმენში კი მოსამართლესთან 23:20 წუთია დატანილი.

”ოქმი რომელიც მე გადმომეცა დრო ჩასწორებულია”, - განუმარტა მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა ადვოკატებს.

ოქმის შევსებისას თარიღთან დაკავშირებით რომ ტექნიკური შეცდომაა დაშვებული, ეს სასამართლოსთან ჩვენების მიცემისას სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელმა გელა მაღრაძემაც დაადასტურა.

აღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბლიაძის ამოცნობის ოქმი ყალბია.

ადვოკატები არც სერგო სამსონიძის ამოცნობის ოქმსა და ვიდეო ჩანაწერის უტყუარობას იზიარებენ.

როგორც ჩანაწერში ჩანს, გელაშვილი, ანუ დაზარალებული, მარცხნიდან მეორეს, სერგო სამსონიძეს ადებს ხელს და ამბობს: ”ეს მაყენებდა შეურაცხყოფას, მერე ფოტოებს მიღებდა”.

ადვოკატების თქმით, პროკურატურამ სამსონიძე დაზარალებულს წინასწარ დაანახა, რომ შემდეგ ამოეცნო: ”როგორ ამოიცნო დაზარალებულმა სამსონიძე, როცა სასამართლოსთან ჩვენების მიცემისას თქვა, წამების პროცესში სახით იატაკისკენ ვეგდეო, მერე კი ამბობს თან მაწამებდნენ და თან ფოტოებს მიღებდნენო. თუ აწამებდნენ სახე როგორ დაიმახსოვრა?!”

მოსამართლემ აქცენტი ვიდეო ჩანაწერების თარიღზე გააკეთა, არცერთ ამოცნობის ჩანაწერს თარიღი თან არ ერთვოდა. ადვოკატები ამბობენ, რომ შედარებისთვის ვიდეოზე თანდართულ დროს ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ასე ოქმის შედგენის ნამდვილი დროის დადგენის შესახებ მსჯელობა შეიძლებოდა.

ისევე როგორც ბლიაძისა და სამსონიძის ამოცნობის ოქმები, დაცვის მხარემ სადაო გახადა საგამოძიებო ექსპერიმნეტის ოქმი, რომელიც 2012 წლის 12 დეკემბერს შედგა. ოქმს თან დართულ ვიდეოში დაზარალებული აჩვენებს იმ ადგილს, სადა ის სკამის ფეხით გააუპატიურეს.

”ამ მაგიდაზე დამადებინეს თავი, იმ კუთხიდან (მარჯვენა მხარეს აჩვენებს ხელით) აიღეს სკამი და ფეხით გამაუპატიურეს” - ამბობს ჩანაწერში ბრალდებული.

იგი ამ ვიდეოში ხვედელიანს არსად ახსენებს. ადვოკატები კი აცხადბენ, რომ ეს შეთითხნილი ექსპერიმენტია.

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულების შემდეგ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის გამომძიებელი ვანო კაჭკაჭიშვილი დაიკითხა, თუმცა, მან ვერცერთ დასმულ კითხვაზე პასუხი ვერ გასცა, იმ მიზეზით, რომ არაფერი ახსოვდა.

პროცესის დასრულებამდე ბრალდებულების ალექსანდრე ბლიაძის, გიორგი ბლიაძისა და სერგო სამსონიძის ადვოკატებმა მოსამართლესთან შუამდგომლობა დააყენეს და მათი დაცვის ქვეშ მყოფებზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა ითხოვეს, იმ მიზეზით რომ ვერცერთ მათგანს ბრალი ვერ უდასტურდებოდა.

მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ დაუსაბუთებლობის გამო, ის არც კი განიხილება.

მომავალი პროცესი 8 მაისს ჩაინიშნა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხვედელიანის საქმის განხილვა გადაიდო
გამომძიებლების ჩვენება ხვედელიანის საქმეზე
დაზარალებული: „სკამის ფეხით გამაუპატიურეს და ფოტოები გადამიღეს“
ხვედელიანმა სასამართლოს შენობა უკომენტაროდ დატოვა
თურქული ბარის საქმეზე  წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს
ახალციხის სასამართლოში დღეს ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს დაკითხავენ
თურქულ ბარში დაკავებულების პროცესზე ნივთმტკიცებები გამოიკვლიეს