FM97.5 / LIVE

ხვედელიანმა სასამართლოს შენობა უკომენტაროდ დატოვა

მთავარისამართალი 03.07.2013
რას აცხადებენ მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრლადებულები, რომლებიც დღეს უდანაშაულოდ სცნეს და მოითხოვენ თუ არა მორალური ზიანის ანაზღაურებას.

ხვედელიანმა სასამართლოს შენობა უკომენტაროდ დატოვა
ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომში მამუკა ხვედელიანი და მის საქმეში ოთხივე ბრალდებული: სერგო სამსონიძე, ალექსანდრე ბლიაძე, გიორგი ლომიძე და გიორგი ბლიაძე, რომელთაც მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურებაში ედებოდათ ბრალი, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დღეს უდანაშაულოდ სცნო.

მეოცე სასამართლო პროცესი, რომელიც ბრალდებულების პირჯვრისწერით დაიწყო, სიხარულის ცრემლებითა და შეძახილებით დასრულდა.

ხვედელიანის გათავისუფლების შესახებ მოსამართლის განცხადებას დარბაზში ტაში და შეძახილები მოჰყვა. დამსწრეების ნაწილს, იმის გამო, რომ ემოციებს ვერ მალავდა, დარბაზი დაატოვებინეს, ნაწილმა კი თავი შეუძლოდ იგრძნო და დარბაზი თავად დატოვა.

„სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. წარმოდგენლი მტკიცებულებების თანახმად, ბრალდების მხარის მტკიცებულებები ერთმანეთს გამორიცხავდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ გამორიცხავდა იმ ფაქტს, რასაც ადასტურებდნენ სხვა მოწმეები“, - განაცხადა განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლო პროცესზე მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა.

ხვედელიანმა სასამართლოს შენობა უკომენტაროდ დატოვა

მისი თქმით, წერილობით მტკიცებულებებში შეიძლება მექანიკური შეცდომა იქნეს დაშვებული, მაგრამ აღნიშნული გარემოება აუცილებლად უნდა იქნას ცნობილი დაცვის მხარისთვის: „ბრალდების მხარემ არ გაუცვალა დაცვის მხარეს მტკიცებულება. ამიტომ, სასამრთლომ მიიჩნია, რომ ეს იყო დაუშვებელი მტკიცებულება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით“.

სასამართლომ არც ის მტკიცებულება გაიზიარა, რომელიც ვიდეო ჩანაწერის სახით იყო წარმოდგენილი.

„ამოცნობის ოქმში წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერი არ შეესაბამებოდა წერილობით მტკიცებულებაში მითითებულ მნიშვნელოვან ელემენტებს. ამიტომ სასამართლომ დაუშვებლად სცნო ეს მტკიცებულებაც“, - განაცხადა ჯეირანაშვილმა.

სასამართლო დარბაზიდან გამოსული უკვე ყოფილი ბრალდებულები პრესასთან განცხადებებს არ აკეთებდნენ.

„სხვა დროს იყოს“, - გვითხრა მამუკა ხვედელიანმა,.

„მადლობა უფალს და მადლობა მოსამართლეს, რომ ასეთი სამართლიანი განაჩენი გამოიტანა. მადლობა, რომ არ დაექვემდებარა იმ ზეწოლას, რა ზეწოლის ქვეშაც ეგ კაცი იქნებოდა. მადლობა უფალს!“, - განაცხადა ხვედელიანის დედამ ჯილდა ხვედელიანმა.

ბრალდებულებს შორის კომენტარი დარბაზიდან გამოსვლისას მხოლოდ ალექსანდრე ბლიაძემ გააკეთა: „ „სამართლიანობის აღდგენა დაიწყო დღეს და არა ოქტომბერში. დიდი მადლობა დღევანდელ სასამართლოს! სამართლიანობის აღდგენა დღეს იწყება. ეშინოდეს, ვინც ჩემს მიმართ უკანონო ქმედებები ჩაიდიან. ყველაფერს მოვითხოვ კანონის შესაბამისად“.

ადვოკატების განცხადებით, მორალური ზიანისათვის კომპენსაციას მოითხოვენ თუ არა ყოფილი ბრლადებულები, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
„ეგ უკვე თავად უნდა გადაწყვიტოს გამართლებულმა ბრალდებულმა. ჯერ ვერაფერს გეტყვით“, - ამბობს ხვედელიანის ადვოკატი მერაბ გოგოლაძე.

წინასწარ კომპენსაციის მოთხოვნის შესახებ ვერც სერგო სამსონიძის ადვოკატი გიორგი ჭალიძე საუბრობს: „პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით გვექნება“.

პროკურორის მირიან ჭუმბურიძის კომენტარს სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხვედელიანს, ალექსანდრე ბლიაძეს, სერგო სამსონიძეს, გიორგი ბლიაძესა და გიორგი ლომიძეს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ედებოდათ ბრალი.

როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ დაზარალებულად ცნობილი აცხადებდა, იგი სკამის ფეხით 2009 წლის პირველი იანვრის ღამეს გააუპატიურეს და ფოტოები გადაუღეს.

„ხვედელიანმა ფოტოები დაათვალიერა და მითხრა, თუ არ ვიტყოდი რა მოხდა, მაშინ ამ ფოტოებს ბაკურიანში გამოაკრავდა“, - ამბობს დაზარალებული ვ.გ.

ვ.გ. ფიქრობდა, რომ ასეთი დანაშაული არავის შერჩებოდა: „ყურზე სიგარეტი ჩამაქრეს, სახეში მირტყამდნენ. მომხდარი რომ მართალი არ იყოს, გაუპატიურებას არავინ დაიბრალებდა“.

ხვედელიანმა სასამართლოს შენობა უკომენტაროდ დატოვა

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]

ამავე თემაზე იხილეთ ვიდეომასალა


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ წავიდა მორჩილად ხვედელიანის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული
ბორჯომელები ხვედელიანის გათავისუფლებას აპროტესტებენ
საქართველოს მთავარი პროკურატურა ხვედელიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ახალციხის სასამართლოში დღეს ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს დაკითხავენ
ხვედელიანის სასამართლო პროცესები სააპელაციო სასამართლოში გრძელდება
მამაკაცის გაუპატიურებაში ბრალდებული ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა
მოსამართლე ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმეზე განაჩენს აცხადებს