FM97.5 / LIVE

ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმეში დაზარალებულები ვეღარაფერს იხსენებენ

მთავარისამართალი 27.02.2013
ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო.

დღეს, 27 თებერვალს, პროცესზე ორი დაზარალებული და სასამართლოს სამედიცინო ექსპერტი დაიკითხა. სხდომა ამჯერადაც დახურული იყო.

პრესასთან კომენტარის გაკეთება ხვედელიანის ადვოკატებმა არც ამჯერად ისურვეს.

სამმართველოს ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრე ბლიაძის (რომელიც ხვედელიანთან ერთად დააკავეს) ადვოკატის დემურ ალხაზიშვილის თქმით, სასამართლოზე დაკითხული დაზარალებულები გელაშვილი და მოტოიანი მომხდარის შესახებ ვერაფერს იხსნებენ.

- ”ვერ იგონებენ თუ რომელმა პოლიციელმა დაარტყათ. ავაყენე ხუთი ბრალდებული და სათითაოდ ვკითხე ყველაზე მოტოიანს, თუ რომელთან ჰქონდა პრეტენზია და აღმოჩნდა რომ მას პრეტენზია არცერთ მათგანთან არ ჰქონდა. ამდენად, გამოდის, რომ დაზარალებულად გელაშვილი და მოტოიანი ტყუილად სცნეს”, - ამბობს ალხაზიშვილი.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამის შემდეგ კანონით დადგენილი წესით, პროკურორმა უნდა დააყენოს შუამდგომლობა დაზარალებულებად ცნობის გაუქმების შესახებ.

- ”ასევე დაზარალებულები ვერ ხსნიან, მომხდარი დანაშაულის შესახებ თუ რატომ არ შეიტანეს საჩივარი აქამდე. ე.ი. დანაშაული დაფარეს. დანაშაულის დაფარვა კიდევ ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით”, - აცხადებს ალხაზიშვილი.

ადვოკატი ფიქრობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე კიდევ არა ერთი პროცესი ჩატარდება: ”ჩვენ ყველა მტკიცებულება სადაო გავხადეთ, ამიტომ ყველა მოწმე უნდა დაიკითხოს”.

ხვედელიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 144 /2 ა. ბ.ე, 143/ 3 ა, 333/ 3, ბ გ 147 / 1 და 148 მუხლებით ედება.

ხვედელიანი, 2012 წლის 30 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურისა და შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში დააკავეს. ხვედელიანი წლების განამვლობაში მუშაობდა ბორჯომის შს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი ”ნაციონალური მოძრაობიდან” ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატად იყო წარდგენილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხვედელიანის საქმის განხილვა გადაიდო
რატომ ვერ დასრულდა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმე?
ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსის საქმეზე დღეს განაჩენს გამოიტანენ
ახალციხის სასამართლოში დღეს ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს დაკითხავენ
ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს დღეს განაჩენს გამოუტანენ?
ბორჯომელები პოლიციის ყოფილი უფროსის დასჯას ითხოვენ [Video]
ახალციხეში ხვედელიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს