FM97.5 / LIVE

მთავარი ბრალდებულის, ხვედელიანის მონოლოგი სასამრთლო პროცესზე

მთავარისამართალი 29.05.2013
რა შემთხვევაში აღიარებს ხვედელიანი ბრალს და რა უთხრა სასამართლოს ბორჯომის პოლიციის ყოფილმა უფროსმა; დაკითხვა, რომელიც ტაშით დასრულდა.

მთავარი ბრალდებულის, ხვედელიანის მონოლოგი სასამრთლო პროცესზე
ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანის სასამართლო პროცესი, როგორც ყოველთვის, დღესაც 5 საათს გააგრძელდა. პროცესზე ბრალდებულის გიორგი ლომიძის შემდეგ ხვედელიანი დაიკითხა. სასამართლოში ბრალდებულის დაკითხვა, სწორედ ხვედელიანით დასრულდა.

იგი ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლდათ ბორჯომში და ბრალი 6 ეპიზოდში ედება.

ხვედელიანის დაკითხვა 14:00 საათზე დაიწყო და 16:00 საათზე დასრულდა. მისი მონოლოგი საათნახევარს გაგრძელდა. ბრალდებულმა საუბარი ბიოგრაფიით დაიწყო და განსაკუთრებული აქცენტი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობასა და წლების განმავლობაში შსს ორგანოებში საკუთარ დამსახურებებზე გააკეთა.

ბიოგრაფიის მოყოლამდე ხვედელიანმა სხვა ბრალდებულებსა და მათი ოჯახის წევრებს ბოდიში მოუხადა: ”ეს ადამიანები ჩემი სახელისა და გვარის, მამუკა ხვედელიანის პატიმრები არიან. მადლობა თქვენ, რომ არ დაიბრალეთ და არც მე დამაბრალეთ ის, რაც არ მომხდარა”.

ხვედელიანის განცხადებით, ყველა დანაშაულის გახსნაში თავად ღებულობდა მონაწილეობას, გახსნილი დანაშაულებების რაოდენობა კი 96 პროცენტს შეადგენდა და ასეთი მაჩვენებელი საქართველოს მასშტაბით არავის ჰქონდა. ამიტომ მრავალჯერ აქვს მიღებული ფულადი პრემია და არაერთი მედალი: ”აგვისტოში ტანკები რომ შემოვიდა ბორჯომში, მე გადავუდექი წინ, ამიტომ მომცეს პოლიციის პოლკოვნიკის წოდებაც. ცხინვალში ომში მონაწილებისთვის კი ვახტანგ გორგასლის ორდენით დამაჯილდოეს”.

მისი თქმით, ბორჯომის ტყე აგვისტოში იმიტომ გადაწვეს, რომ მაშინ მას აქ ტანკები ჰყავდა დამალული: ”ისე გამოვზიდეთ იქიდან ყველაფერი, რომ ერთი ტყვიაც კი არ დაგვიკარგავს. ჩემს გვერდით დაჭრეს მაშინ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ივანე წიკლაური. სწორედ ამის შემდეგ ომიდან ბევრი პოლიციელი გამოიქცა”.

ხვედელიანი ამბობს, რომ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში ბევრ პოლიციელს აღნიშნულის გამო პატივს აღარ სცემდა: ”მათ შორის ერთ-ერთი იყო ის, ვინც ბრალდებულების ამოცნობისას ვიდეოს იღებდა, მაგრამ ოქმში მისი სახელი და გვარი არ შეიტანეს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გამომძიებლის გელა მაღრაძის ოჯახის სამი წევრი ჩემი პოლიციის უფროსობის პერიოდში დავაკავეთ. ამიტომ ამ პირებს ჩემთან გარკვეული ანგარიშსწორების სურვილი ჰქონდათ”.

იგი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და ამბობს, რომ იმ დანაშაულის შესახებ, რომელშიც მას ბრალს დებენ, ჭორის დონეზეც რომ სცოდნოდა საქმეს ბოლომდე გამოიძიებდა და ყველა დამნაშავეს სათანადოდ დასჯიდა: ”ყველა ბრალდება თითიდან გამოწოვილი და შეთითხნილია. ციხეში მამაო შემოდის და მეუბნება, რომ ადამიანები, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენებას აძლევენ ბოდიშს მიხდიან. მაგრამ ბოდიში უშველის საქმეს?!”

ხვედელიანი მონოლოგში მის წინააღმდეგ სასამართლოსთან გამართულ აქციასაც შეეხო და განაცხადა, რომ ადამიანები რომლებიც ტრანსფარანტებით ხელში მის დასჯას ითხოვდნენ, მანამდე სანამ ხელისუფლება შეიცვლებოდა, მას ფეხქვეშ ეგებოდნენ: ”ხომ თავისუფალია სასამართლო პროცესზე დასწრება, შემოვიდნენ და ნახონ, რომ ჩემს წინააღმდეგ ერთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს”.

ხვედელიანი ამბობს, რომ პროკურორზე ნაწყენი არ არის: ”რა ბინძური საქმეც შეუტანეს, ის წარადგინა სასამართოში. ერთი პირდაპირი მოწმე მაინც მინახონ და 14-ვე ბრალდებას ვაღიარებ”.

წინააღმდეგ შემთხვევაში ხვედელიანი აცხადებს, რომ მას ვინც ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ დაგეგმა, სიცოცხლის ბოლომდე არ აპატიებს: ”კანონის ფარგლებში, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ვანანებ”.

ხვედელიანს საათნახევრიანი მონოლოგის დასრულებისას დარბაზში დამსწრე გულშემატკივრებმა ტაში დაუკრეს, რის გამოც მოსამართლემ არაერთ პირს დარბაზი დაატოვებინა.

დაცვის მხარეს ბრალდებულთან კითხვები არ ჰქონია. პროკურორმა კი კითხვის დასმამდე აღნიშნა, რომ ჩვენების დიდ ნაწილში ხვედელიანი საკუთარ ღირსებებზე საუბრით დაკავდა. ნახევარი საათის განმავლობაში ბრალდების მხარე მხოლოდ რამდენიმე დამაზუსტებელი კითხვით შემოიფარგლა.

მთავარი ბრალდებულის დაკითხვის შემდეგ სასამართლო პროცესზე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო.

ხვედელიანი მე-6 თვეა რაც დაკავებულია, ამ ხნის განმავლობაში 10-ზე მეტი სასამართლო პროცესი გაიმართა, სავარაუდოდ გადაწყვეტილების გამოტანამდე მხოლოდ ერთი პროცესიღა დარჩა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ ვერ დასრულდა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმე?
ხვედელიანის საქმის განხილვა გადაიდო
ახალციხის სასამართლოში დღეს ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს დაკითხავენ

ბრალდებული: 'ჩვენება ზეწოლით მიმაცემინეს'
ახალციხეში ხვედელიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ბორჯომელები პოლიციის ყოფილი უფროსის დასჯას ითხოვენ [Video]