FM97.5 / LIVE

რატომ წავიდა მორჩილად ხვედელიანის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული

მთავარისამართალი 05.07.2013
როდის და რატომ წავიდა მონასტერში ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანის ერთ-ერთი თანამშრომელი გიორგი ბლიაძე, რომელსაც მამაკაცის გაუპატიურება ედებოდა ბრალად.

რატომ წავიდა მორჩილად ხვედელიანის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული
წინა სასამართლო სხდომაზე, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, ყოფილმა ბრალდებულებმა გიორგი ბლიაძემ და გიორგი ლომიძემ მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურება აღიარეს. ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭეს“ პროკურორმა მირიან ჭუმბურიძემ განუცხადა.

„ორივე მათგანი საპროცესოს ითხოვდა, მაგრამ პროკურატურამ ეს არ დაუშვა. ის, რომ მათ ბრალი ნაღიარები აქვთ, სასამართლოს აუდიო და ვიდეო ჩანაწერებშია“, - ამბობს ჭუმბურიძე და აქვე ამატებს, რომ ერთ-ერთმა მათგანმა, გიორგი ბლიაძემ, რომელიც უშუალოდ მონაწილოებდა მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურების პროცესში, სასამართლოზე იმის შესახებაც განაცხადა, რომ მამაკაცის გაუპატიურების შემდეგ სამსახური დატოვა და მონასტერში მორჩილად წავიდა.

ის, რომ ბლიაძემ და ლომიძემ ბრალი აღიარეს, ერთ-ერთი ბრალდებულის ალექსანდრე ბლიაძის ადვოკატიც გვიდასტურებს.

„მათ ბრალი პროკურატურის მხრიდან ზეწოლის გამო აღიარეს“, - ამბობს ადვოკატი დემურ ალხაზიშვილი.

აბსურდულს უწოდებს პროკურორი ადვოკატისა და ბრალადებულების განცხადებას, თითქოს მათზე ზეწოლა განხორციელდა: „ჯერ აღიარეს ბრალი, შემდეგ კი მოილაპარაკეს, რაღაც-რაღაცეებზე შეთანხმდნენ და უარყვეს“.

სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ გიორგი ბლიაძემ სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა.

მისი ადვოკატის იური ზაქარიძის განცხადებით კი მისი დაცვის ქვეშ მყოფს საპროცესოს გაფორმება არ უთხოვია. რაც შეეხება ბლიაძის მონასტერში წასვლას, ზაქარიძე ამბობს, რომ ბლიაძე პოლიციიდან პოლიციის უფროსთან მამუკა ხვედელიანთან მომხდარი უთანხმოების გამო წავიდა.

ბლიაძეს სასამრთლო პროცესებზე მორჩილის კაბით არ დადიოდა, თუმცა ყოველთვის თან ჰქონდა ლოცვების წიგნი და წვერს ატარებდა. მას ხელში ეჭირა „ლოცვანი“ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებისასაც. იგი პროცესებზე არ აქტიურობდა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი და ბორჯომის „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი, მამუკა ხვედელიანი და მისი თანამშრომლები: სერგო სამსონიძე, ალექსანდრე ბლიაძე, გიორგი ლომიძე და გიორგი ბლიაძე,ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გუშინ, 3 ივლისს უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომელები ხვედელიანის გათავისუფლებას აპროტესტებენ
ხვედელიანის გათავისუფლებას ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან გააპროტესტებენ
აქციის მონაწილეებმა ბორჯომში გზა გადაკეტეს
ხვედელიანმა სასამართლოს შენობა უკომენტაროდ დატოვა
ხვედელიანის სასამართლო პროცესები სააპელაციო სასამართლოში გრძელდება
საქართველოს მთავარი პროკურატურა ხვედელიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ახალციხის სასამართლოში დღეს ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს დაკითხავენ