FM97.5 / LIVE

გამომძიებლების ჩვენება ხვედელიანის საქმეზე

მთავარისამართალი 09.04.2013
რას ვერ იხსენებენ და რას უარყოფენ გამომძიებლები, ასევე, სად დაუშვეს მექანიკური შეცდომა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანის საქმეში

გამომძიებლების ჩვენება ხვედელიანის საქმეზე

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ხვედელიანის პროცესი დღეს თითქმის 6 საათს მიმდინარეობდა და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ სამი მოწმე იკითხებოდა; ჩვენება სასამართლოში გამომძიებლებმა მისცეს.

პირველი, ბრალდებისა და დაცვის მხარის კითხვებს საათნახევრის განმავლობაში, სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი გიორგი ფარცახაშვილი პასუხობდა. იგი, 2009 წლის 1 იანვრის ღამეს, ბაკურიანში მკვლელობის მცდელობით დაჭრის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა, რადგან სწორედ ის იყო ერთ-ერთი, რომელიც მომხდარის შესახებ მაშინ საქმეს იძიებდა.

სწორედ მაშინ დაკითხა ფარცახაშვილმა ბაკურიანში მომხდარის შესახებ ამჟამად ხვედელიანის საქმეში დაზარალებულად ცნობილი მ.გ. (რომელიც ხვედელიანისა და პოლიციის სხვა თანამშრომლებს ბაკურიანში მომხდარის შემდეგ წამებაში, არაადამიანურ მოპყრობასა და სკამის ფეხით გაუპატიურებაში ადანაშაულებს).

ფარცახაშვილი ადვოკატებისა და ბრალდებულების კითხვებს იმის შესახებ თუ რა ვითარებაში მიიყვანეს მაშინ მ.გ. მასთან დასაკითხად, აღენიშნებოდა თუ არა მას ძალადობის კვალი, ჰქონდა თუ არა ყურთან სიგარეტი ჩამქრალი, ან ხომ არ უჭირდა სიარული ფარცახაშვილი პასუხობდა: „არ ვიცი, არ მახსოვს, ვერ ვიხსენებ“.

ფარცახაშვილის შემდეგ პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარის კითხვებს სამხარეო-მთავარი სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის თანაშემწემ დავით ბოჩიკაშვილმა უპასუხა. ისევე როგორც ფარცახაშვილი, ბოჩიკაშვილიც დაზარალებულად ცნობილი მ.გ-ს შესახებ დაიკითხა.

სწორედ ბოჩიკაშვილს მისცა, გასული წლის ნოემბერში, ჩვენება მ.გ-მ იმის შესახებ თუ როგორ მოექცნენ ბორჯომის პოლიციის თანმშრომლები და როგორ მიაყენეს მას შეურაცხყოფა ჯერ ბოთლით, შემდეგ კი სკამით.

-„განცხადება დამეწერა ელექტრონული ფოსტით მოწმის სახით დაკითხვის შესახებ. მოვიდა მოწმე, დავკთხე და სხვა საგამოძიებო მოქმედებები მე აღარ ჩამიტარებია“, - განაცხადა პროცესზე ბოჩიკაშვილმა.

დაცვის მხარის მტკიცებით, მ.გ-ს მიერ პოლიციელების ამოცნობას დავით ბოჩიკაშვილი ესწრებოდა, უფრო მეტიც, ამოცნობის პროცესს სწორედ ის იღებდა, ბოჩიკაშვილის ტანსაცმელი ეცვა ბრალდებულ სამსონიძესაც, ასევე პოლიციელების დაკავების შემდეგ ბადრაგირება და გლდანის მე-8 საპყრობილეში გადაყვანაც ბოჩიკაშვილმა უზრუნველყო, თუმცა ამას თავად ბოჩიკაშვილი პროცესზე კატეგორიულად უარყოფდა: „პროკურატურაში ამოცნობაზე არ ვყოფილვარ, არც არაფერი გადამიღია. რაც შეეხება ბადრაგირებას, ბევრი პატიმარი მყავს წაყვანილი, მაგრამ თქვენი გადაყვანის ფაქტი არ მახსოვს“.

პროცესზე მოწმეებს შორის ყველაზე მეტ ხანს კითხვებზე პასუხის გაცემა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელს გელა მაღრაძეს მოუხდა. მას განმარტების მიცემა ორი დანაშაულის ჩადენის დროში არათავსებადობის შესახებ მოუწია.

-„საქმეში არსებული მასალების მიხედვით ბაკურიანში დანაშაული 22 სთ-სა და 22 წუთზე მოხდა, ხვედელიანმა კი დანაშაული (მ.გ-ს წამება) 22 საათზე ჩაიდინა, როგორ მოხდა ისე, რომ ხვედელიანი ბაკურიანში ჯერ არ მომხდარი დანაშაულის გამო პოლიციაში მ.გ-ს აწამებდა?“ - იკითხა დაცვის მხარემ.

მაღრაძის განმარტებით საქმეში გარკვევით წერია, რომ აქ საუბარია მიახლოებით დროზე, მიახლოებით კი შესაძლოა ერთი საათით წინ, ან უკან ვივარაუდოთ.

განმარტების მიცემა მოუხდა მაღრაძეს ალექსანდრე ბლიაძის ამოცნობის ოქმში დაფიქსირებული დროის შესახებაც.

-„დრო რომელიც ოქმზეა მითითებული, მაშინ მე ხაშურში, სახლში ვიყავი“, - განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ალექსანდრე ბლიაძემ.

-„ეს მექანიკური შეცდომაა“, - უპასუხა მაღრაძემ.

მაღრაძეს კითხვები გაუპატიურებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის ჩატარების საკითხის შესახებაც მოუხდა.

შეგახსენებთ, რომ საქმის ეს ნაწილი სასამართლოში განხილვისას დახურული იყო. „სამხრეთის კარიბჭის“ კითხვაზე დაადასტურა თუ არა ექსპერტიზამ გაუპატიურება პროკურორმა გვიპასუხა, რომ კი. ხოლო ალექსანდრე ბლიაძის ადვოკატი დემურ ალხაზიშვილი გვპასუხობს, რომ არა.

მომავალი პროცესი 16 აპრილისთვის ჩაინიშნა. როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, მან უკვე სასამართლოში მოწმეების წარდგენა დაასრულა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ყალბი მტკიცებულებები ხვედელიანის საქმეში?
რა კავშირი ჰქონდა ჯეირანაშვილს ხვედელიანის საქმესთან?
რას ჰყვებიან ხვედელიანის საქმეზე მოწმეები

ხვედელიანის საქმის განხილვა გადაიდო
შალვა აბულაძის საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა
ახალციხის სასამართლოში დღეს ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს დაკითხავენ