FM97.5 / LIVE

არჩევნებიდან 5 თვეში ახალციხეს მეორე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს [Video]

მთავარიSK TV » ვიდეო 11.03.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელად ბესიკ ბლიაძე აირჩიეს.

საკრებულოს დეპუტატებიდან გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა მხოლოდ ყოფიმა საკრებულოს თავმჯდომარემ, მალხაზ გიქოშვილმა გააპროტესტა

”ასე ყოველ სამ თვეში ცვალოთ გამგებელი?! ერთი რამე მაინტერესებს, ჩვენ პირად სარგებლობაზე ვართ აწყობილი, თუ ხალხზე უნდა ვიზრუნოთ?! მოვა ახალი გამგებელი, სამი თვე იმუშავებს და წავა. მერე კიდევ ახალი მოვა და ასე შემდეგ. შემოვდივარ წინადადებით, როგორც რიგითი დეპუტატი, რომ ჩავატაროთ კონკურსი. არსებობს მოადგილე და დროებით მან შეასრულოს გამგებლის მოვალეობა. მანამდე დეპუტატები დავსხდეთ და საკონკურსო პირობები ჩამოვაყალიბოთ”, - განაცხადა მალხაზ გიქოშვილმა და პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვა.



”როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს, მაქვს სრული უფლება, წამოვაყენო ნებისმიერი კანდიდატურა. შესაბამისად, ვიდრე საკონკურსო კომისია შეიქმნება, დროებით მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ბლიაძეს ვასახელებ”, - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა. [სანდროშვილმა მალხაზ გიქოშვილი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე 9 ნოემბერს ჩაანაცვლა].

მისივე თქმით, ბესიკ ბლიაძე აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარებამდე დარჩება. რამდენ ხანს გაგრძელდება აღნიშნული პროცესი საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აკონკრეტებს: ”საკრებულოს წინა სხდომაზე საკონკურსო წესდება დავამტკიცეთ. მაგრამ, ეს დოკუმენტი იუსტიციის სამინისტროში გატარებას და შესაბამის იურიდიულ პროცედურებს საჭიროებს. კომისიის წესდება აღნიშნული პროცედურების შემდეგ დამტკიცდება, შესაბამისად ჩამოყალიბდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიაც, რის შემდგომაც ყველა საჯარო მოხელის დანიშვნა კონკურსის წესით მოხდება”.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

 ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ბლიაძე დაინიშნა
ახალციხის მუნიციპალიტეტში გამგებელი იცვლება
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ხითარიშვილი დაინიშნა
ახალციხის თვითმმართველობის წევრთა შესარჩევი კომისია ცნობილია

ახალციხეს გამგებელი ისევ არ ჰყავს
ახალციხის ციხეს დირექტორი არ ჰყავს