FM97.5 / LIVE

რვასართულიანი კორპუსის გადახურვა დაიწყეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.05.2016
23 მაისის, ძლიერი ქარის შედეგად სახურავგადახდილ რვასართულიან კორპუსს კომპანია „მშენებელი 2004“ გადახურავს.

რვასართულიანი კორპუსის გადახურვა დაიწყეს
დღეს, 28 მაისს, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე რვასართულიანი კორპუსის სახურავის გადახურვა დაიწყეს. კომპანიამ, რომელმაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეასრულოს, სამშენებლო მასალები კორპუსის ეზოში უკვე მიიტანა.

ახალციხის მერიაში განმარტავენ, იმისათვის რომ სახურავი უმოკლეს დროში გადაეხურათ, ტენდერი აღარ გამოაცხადეს და ერთპირთან მოლაპარაკების შედეგად ხელშეკრულება შპს „მშენებელი 2004“-თან გააფორმეს.

„გადაუდებელი შესყიდვა განხორციელდა“,- ამბობს ახალციხის მერიის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი ეკა ბერიძე.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 72 ათასი ლარი დაიხარჯება:“აღნიშნულმა კომპანიამ ყველაზე დაბალი თანხა შემოგვთავაზა“.

შეგახსენებთ, რომ ძლიერმა ქარმა სახურავი რვასართულიან კორპუსს 23 მაისს გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, სახურავის ნარჩენებმა 5 მანქანა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. მომხდარის შემდეგ მერის დავალებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელმაც "წითელი სახურავების“ საქმე უნდა შეისწავლოს.

გარდა აღნიშნულისა, სახურავგადახდლი კორპუსის საქმეს პროკურატურაც იძიებს. ძიება სისხლის სამართის კოდექსის 188–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
რვასართულიანი კორპუსის გადახურვა დაიწყეს

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რვასართულიან კორპუსზე სახურავის გადახურვა სრულდება
სტიქიის შედეგად სახურავგადახდილი კორპუსის შეკეთება დაიწყეს
სახურავგადახდილი კორპუსის საქმეს პროკურატურა იძიებს
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
‘წითელი სახურავების’ საქმეს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის
სახურავგადახდილი კორპუსის ეზოს ნარჩენებისგან ასუფთავებენ
ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ, ასპინძის ქუჩაზე,  უსახურავო კორპუსის გადახურვა დაიწყო