FM97.5 / LIVE

ბორჯომში 2018 წლის ბიუჯეტს ამტკიცებენ, სხდომას არ ესწრება 'ქართული ოცნება'

მთავარისიახლე, ეკონომიკა 27.12.2017
ბორჯომში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, რომლის პირველი საკითხი 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაა. 28 დეპუტატიდან, სხდომას მხოლოდ ოპოზიციის 15 წევრი ესწრება, "ქართული ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც პირველივე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, არც ამ შეხვედრას ესწრებიან.

ბორჯომში 2018 წლის ბიუჯეტს ამტკიცებენ, სხდომას არ ესწრება 'ქართული ოცნება'

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატებმა, დღევანდელ სხდომაზე, დღის წესრიგის მიხედვით, 6 საკითხია.

მათ შორის: დეპუტატებმა უნდა განიხილონ და დაამტკიცონ 2018 წლის ბიუჯეტი; უნდა იმსჯელონ ბორჯომში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შესახებ; უნდა იმსჯელონ: ადგილობრივ მოსაკრებლებზე, ბაკურიანში ქუჩების სახელდების მინიჭებაზე, მუდმუვმოქმედ კომისიაში უნდა შეიტანონ ცვლილება და ცნობად უნდა მიიღონ ფრაქციების დაფუძნება. ფრაქციებს შორის კი იქნება "ქართული ოცნების" ფრაქციების შექმნა, ვინაიდან, მიუხედავად პროტესტისა და ასევე, მუხედავად იმისა, რომ არჩევნებიდან დღემდე, არცერთ სხდომას არ დასწრებიან, "ქართული ოცნების" დეპუტატებს საკრებულოში სამი ფრაქციის შექმნა სურთ და 25 დეკემბერს საკრებულოში შესაბამისი განაცხადიც შეიტანეს.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულო, საქართველოს მასშტაბით ერთადერთი საკრებულოა, სადაც მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა არ ჰყავს. ბორჯომის საკრებულოს 28 დეპუტატიდან, 13 "ქართულ ოცნებას", 15 კი ოპოზიციას წარმოადგენს. და ასევე, საინტერესოა ისიც, რომ 15 ოპოზიციონერი დეპუტატიდან, 11 "პატრიოტთა ალიანსის" წევრია.

პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება ბორჯომში:

1. „ქართული ოცნება“ – 13 დეპუტატი;
2. „პატრიოტთა ალიანსი“ – 11 დეპუტატი;
3. „ნაციონალური მოძრაობა“ – 2 დეპუტატი;
4. „ევროპული საქართველო“ – 1 დეპუტატი;
5. „ლეიბორისტული პარტია“ – 1 დეპუტატი.


გარდა ამისა, ბორჯომში, საკრებულოსაც ოპოზიციური პარტიის წევრი, მერობის ყოფილი კანდიდატი, ზაზა ჩაჩანიძე ხელმძღვანელობს. მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, საკრებულოს პირველი სხდომა ბორჯომში, ცხრა საათის განმავლობაში, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საბოლოოდ, „ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა სხდომა დატოვეს და საკრებულოს თავმჯდომარე მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა აირჩიეს. ამის გამო „ოცნების“ დეპუტატები სამართლებრივად დავას აანონსებდნენ, თუმცა ვადა ისე ამოიწურა, რომ სასამართლოს არ მიმართეს.

დღეს ბორჯომში რიგით მეოთხე სხდომა იმართება და ამათგან, "ქართული ოცნების" წევრები, არცერთ სხდომას არ დასწრებიან.

[თინათინ ზაზაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე „ოცნების“ დეპუტატები შევიდნენ
‘ოცნებამ’ არ იცის შევა თუ არა ბორჯომის საკრებულოში, თუმცა ფრაქციებს ქმნის
‘ოცნებას’ ბორჯომის საკრებულოში სამი ფრაქციიდან მხოლოდ ერთი დაურეგისტრირეს
ბორჯომის საკრებულოს „ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა სასამართლოს არ მიმართეს
სასამართლო ბორჯომის საკრებულოს ფრაქციების საქმის განხილვას იწყებს
ბორჯომში „ოცნების“ სამმა დეპუტატმა პარტია დატოვა
ბორჯომში დაიწყო სხდომა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილონ