FM97.5 / LIVE

ხმაური, დაძაბულობა, შეხლა–შემოხლა – საკრებულოს პირველი სხდომა ბორჯომში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 21.11.2017
ცხრა საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარე საკრებულოს სხდომა, რომელიც მხოლოდ ოპოზიციური პარტიების დეპუტატებისგან დაკომპლექტდა. რა მოხდა ბორჯომში 20 ნოემბერს.

ხმაური, დაძაბულობა, შეხლა–შემოხლა – საკრებულოს პირველი სხდომა ბორჯომში
ბორჯომის ახლად არჩეული საკრებულო 20 ნოემბერს 15:00 საათზე შეიკრიბა. სხდომა კანონმდებლობის მიხედვით N36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან დევიძემ გახსნა. პირველ სხდომას დარბაზში პარტიების მხარდამჭერები, ასევე, მოქალაქეები ესწრებოდნენ.

სხდომა უხუცესმა წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ანდრო თედიაშვილმა წარმართა. დღის წესრიგით გათვალისიწნებული 8 საკითხი იყო, მათ შორის სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიის, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა. თუმცა, ჩამონათვალში საკრებულოს კომისიების არჩევა გათვალისიწნებული არ იყო. სწორედ ამ კომისიების არჩევის საკითხის დაყენებას მოყვა ხმაური ოპოზიციური პარტიების მხრიდან.

„დღის წესრიგი კომისიების თავმჯდომარეების არჩევას ითვალისწინებდა, მაგრამ მერე ამოიღეს. მოვითხოვთ, რომ ეს საკითხი დაამატოთ“, – განაცხადა სხდომაზე „ლეიბორისტული პარტიის“ დეპუტატმა გიორგი გიუაშვილმა.

მის პოზიციას მხარი დაუჭირა „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა და ბორჯომის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ. თუმცა, არ დაეთანხმდნენ მას „ოცნების“ დეპუტატები.

„ამ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს ავირჩევთ, მომავალ სხდომაზე კომისიების თავმჯდომარეებს. ამით კანონს არ ვარღვევთ“, – განაცხადა „ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კვირკველიამ.

ხმაური, დაძაბულობა, შეხლა–შემოხლა – საკრებულოს პირველი სხდომა ბორჯომში

სხდომაზე არსებული დაძაბული ვითარებისა და სიტყვიერი დაპირისპირების გამო შესვენება გამოცხადდა. შესვნების შემდეგ კი ანდრო თედიაშვილმა განაცხადა, რომ „აპარატს სთხოვდნენ დღის წესრიგში კომისიების თავმჯდომარეების არჩევის საკითხის შეტანას“.
რადგან სადავო საკითხზე კონსენსუსი შედგა. საკრებულომ დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა დაიწყო. თუმცა, „ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა, ვერც ამ საკითხზე შეთანხმდნენ.

ბორჯომის ოპოზიციონერ დეპუტატებს სამანდატო კომისიის სამივე წევრის არჩევა ოპოზიციიდან სურდა. „ოცნება“ კი კომისიაში მათი პარტიიდან ერთი წარმომადგენლის არჩევას ითხოვდა. ამას ოპოზიციონერი დეპუტატები არ დაეთანხმნენ და ამიტომ „ოცნების“ ყველა დეპუტატმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.

საკრებულოში დარჩენილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კი სხდომა გააგრძელეს. პროცესს დარბაზში დარჩენილი უხუცესი წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“ ვიოლეტა ბალახაშვილი გაუძღვა. მათ სამანდატო კომისია, ასევე ხმის დამთვლელი კომისიაც აირჩიეს.

ამ დროს საკრებულო დატოვა ლევან დევაძემ. მან განაცხადა, რომ პირველი სხდომა ხელახლა უნდა დაინიშნოს, რადგან ახლადარჩეული საკრებულოს მიერ უფლებამოსილების ცნობა ვერ მოხერხდა.

„კანონის მიხედვით მომავალი სხდომა 10 დღის ვადაში დაინიშნება. ეს იქნება მეორე სხდომა, თუმცა, სამართლებრივად პირველი. დღეს სამწუხაროდ ელემენტარული პროცედურები ვერ შედგა. იმედი მაქვს, რომ მომავალი სხდომა კანონის ფარგლებში და სამართლებრივ სივრცეში წარიმართება“, – განაცხადა დევიძემ და დაამატა, რომ მან სამანდატო კომისიას ყველა დოკუმენტი, რასაც კანონი ითვალისწინებდა უკვე გადასცა.

ხმაური, დაძაბულობა, შეხლა–შემოხლა – საკრებულოს პირველი სხდომა ბორჯომში

ვიდრე ოპოზიცია დარბაზში კომისიების არჩევნებს ატარებდა და დევაძე შენობას დატოვებდა, გარეთ მყოფი დეპუტატები შეუძლოდ გახდნენ. ანდრო თედიაშვილს მაღალი წნევის გამო სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახება დასჭირდა. თუმცა ვიდრე მას მედპერსონალი დახმარებას აღმოუჩნდა ასევე შეუძლოდ იგრძნო თავი და საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატს ფირან გოგიჩაიშვილს.

შექმნილი ვითარების გამო შესვენება გამოცხადდა. სხდომის განახლების შემდეგ კი საკრებულო სრული შემადგენლობით შეიკრიბა. მათ სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისია ხელახლა აირჩიეს. ამჯერად „ოცნების“ მოთხოვნა გათვალისწინებულ იქნა და ერთი წევრი კომისიაში მმართველი პარტიიდან შეიყვანეს.

თუმცა, სხვა საკითხების განხილვა სრული შემადგენლობით ვეღარ მოხერდა, რადგან დარბაზში ოპოზიციისა და „ოცნების“ დეპუტატები ისევ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ოთარ არბოლიშვილმა ის პერიოდი გაიხსენა, როცა ჩაჩანიძე ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეობდა. მისი თქმით, მაშინ ჩაჩანიძე სოციალურ პაკეტებს საკუთარ თავზე ირგებდა.

ხმაური, დაძაბულობა, შეხლა–შემოხლა – საკრებულოს პირველი სხდომა ბორჯომში

"მაშინ სად იყო გიორგი გიუაშვილი, [„ლეიბორისტული პარტიის დეპუტატი, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს წევრიც იყო] ამას რატომ არ აკრიტიკებდა?!" – იკითხა არბოლიშვილმა და გიუაშვილს წყლის ბოთლი ესროლა.

გიუაშვილმა კი საკრებულოში პოლიცია გამოიძახა. ამ ფაქტის შემდეგ ანდრო თედიაშვილმა, რომელიც სხდომის მიმდინარეობას კვლავ თავად უძღვებოდა, განაცხადა რომ სხდომას დახურულად აცხადებდა. ამის შემდეგ დაახლეობით 20:00 საათზე „ოცნების“ სრულმა შემადგენლობამ საკრებულოს სხდომა დატოვა.

დარბაზში დარჩენილმა სიითი შემადგენლობის უმრაველსობამ, რომელსაც ოპოზიციური აპრტიების 15 წევრი წარმოადგენდა, სხდომის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამდენად მხოლოდ ოპოზიციამ „ოცნების“ მონაწილეობის გარეშე საკრებულოს თავმჯდომარედ ზაზა ჩაჩანიძე აირჩია. მას მხარი 15–ვე დეპუტატმა დაუჭირა. ჩაჩანიძემ მის მოადგილედ კი გიორგი გოგიჩაიშვილი გამოაცხადა.

ხმაური, დაძაბულობა, შეხლა–შემოხლა – საკრებულოს პირველი სხდომა ბორჯომში

ამის შემდეგ სამანდატო კომისიამ საკრებულოში ოპოზოციური პერტიების ორი ფრაქცია დაარეგსიტრირა: „უკეთესი ბორჯომისთვის“ და „ბორჯომის პატრიოტები“.

ფრაქცია „უკეთესი მომავლისათვის“ სამ დეპუტატს აერთიანებს. მათ შორის ორი ბაკურ გელაშვილი და ვახტანგ ქვათაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, ერთი კი გიორგი გიუაშვილი „ლეიბორისტულ პარტიას“ წარმოადგენს. ფრაქცია გელაშვილი უხელძღვანელებს.

მეორე ფრაქცია სახელწოდებით „ბორჯომის პატრიოტები“ „პატრიოტთა ალიანსის“ 11 დეპუტატით დაკომპლექტდა. მისი თავმჯდომარედ ნიკა კიკნაძე დაარეგისტრირეს.

ფრაქციების შემდეგ ოპოზიციამ კომისიების თავმდჯომარეები აირჩია.

განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას ვიოლეტა ბალახაშვილი უხელმძღვანელებს.ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ხელძღვანელი მამუკა ლურსმანაშვილი იქნება.საფინანსო–საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართივს საკრებულოს თავმდჯაორის პოზიციაზე თედორე მელიქიძეს მისცეს ხმა.იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ტატიანა მარტინენკო აირჩიეს. გარმოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე კი გიორგი გიუაშვილი იქნება.

ყველა კომისიის თავმჯდომარე „პატრიოტთა ალინასის“ დეპუტატია, გარდა გიორგი გიუაშვილისა. იგი „ლეიბორისტულ პარტიას“ წარმოადგენს.
ოპოზიციამ საკრებულოში მუშაობა დაახლოებით 24:00 საათზე დაასრულა.

„ოცნების“ დეპუტატები აცხადებენ, რომ ოპოზიციის დაკომპლექტებული საკრებულო არალეგიტიმურია. ჩაჩანიძე და ოპოზიცია კი ირწმუნება რომ კანონის ყველა ნორმა, კოდექსიცა და რეგლამენტიც სრულად დაცულია და ვერფერს მიედავებიან. მისივე თქმით, „ოცნება“ სხდომაზე შესვენებებს ხშირად გამიზნულად აცხადებდა: „ასე დროის გაწელვა და სხდომის ჩაშლა სურდათ, თუმცა არ გამოუვიდათ“.

ხმაური, დაძაბულობა, შეხლა–შემოხლა – საკრებულოს პირველი სხდომა ბორჯომში

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოში ორი ფრაქცია დარეგისტრირდა
ბორჯომში საკრებულოს ოპოზიციამ კომისიების თავმჯდომარეები აირჩია
ბორჯომის საკრებულოს ‘ოცნების’ დეპუტატებმა სხდომა დატოვეს [Video]
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციამ ზაზა ჩაჩანიძე აირჩია
ბორჯომის საკრებულოში თავმჯდომარეს ირჩევენ [Video]
ბორჯომის საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს [Video]
ლევან დევიძე: „ბორჯომის საკრებულომ საკუთარი უფლებამოსილება ვერ ცნო“