FM97.5 / LIVE

‘ოცნებას’ ბორჯომის საკრებულოში სამი ფრაქციიდან მხოლოდ ერთი დაურეგისტრირეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 28.12.2017
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს „ქართული ოცნებიდან“, რომლებიც სხდომებს არ ესწრებიან, მაგრამ, საკრებულოში სამი ფრაქციის შექმნა სურდათ, მხოლოდ ერთი დაურეგისტრირეს.

‘ოცნებას’ ბორჯომის საკრებულოში სამი ფრაქციიდან მხოლოდ ერთი დაურეგისტრირეს

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქციების დარეგისტრირების მოთხოვნით, 25 დეკემბერს მიმართეს. „ოცნება“ სამი ფრაქციის შექმნას გეგმავდა: „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველო“, „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება – მრეწველები“.

დღეს, 27 დეკემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, სადაც დეპუტატებს, ფრაქციის შექმნის შესახებ განცხადება ცნობად უნდა მიეღოთ, ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდს მხოლოდ ერთი ფრაქცია ექნება – „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველო“.

საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის ტატიანა მარტკინენკოს განმარტებით, დანარჩენი ორი ფრაქციის შექმნა კანონთან შესაბამისობაში არ იყო: „მრეწველებში“ წევრები დამატებული არიან „ქართული ოცნებიდან“, ასეა „კონსერვატორებშიც“. ერთი და იგივე პარტიის წარმომადგენლებს კი მხოლოდ ერთ ფრაქციაში აქვთ გაწევრიანების უფლება“.

შეგახსენებთ, ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციურ პარტიებს აქვთ, „ქართული ოცნება“ კი ამ დრომდე საკრებულოში გამართული ოთხი სხდომიდან არცერთს დასწრებია. პირველი სხდომა „ოცნების“ დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს და ოპოზიციის მიერ დაკომპლექტებული საკრებულოს ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. აქვე შეგახსენებთ, ბორჯომში, საკრებულოს თავმჯდომარეც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში „ოცნების“ სამმა დეპუტატმა პარტია დატოვა
ბორჯომის საკრებულოში ‘ოცნება’ ფრაქციებს ვერ ქმნის
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები ორი ფრაქციის შექმნის მოთხოვნით სასამართლოში ჩივიან
ბორჯომის საკრებულოში ორი ფრაქცია დარეგისტრირდა
სასამართლო ბორჯომის საკრებულოს ფრაქციების საქმის განხილვას იწყებს
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 კომისია და ერთი ფრაქცია შეიქმნა
ბორჯომში 2018 წლის ბიუჯეტს ამტკიცებენ, სხდომას არ ესწრება 'ქართული ოცნება'