FM97.5 / LIVE

ბორჯომში „ოცნების“ სამმა დეპუტატმა პარტია დატოვა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 10.01.2018
ბორჯომის საკრებულოში "ქართული ოცნების" სამმა დეპუტატმა პარტია დატოვა. სამიდან ერთი "კოსნერვატიულ" პარტიას, ხოლო ორი "მრეწველები გადაარჩენს საქართველოს" შეუერთდა.

ბორჯომში „ოცნების“ სამმა დეპუტატმა პარტია დატოვა
ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ აღნიშნულმა დეპუტატებმა პარტია „ქართული ოცნება“ საკრებულოში ახალი ფრაქციების შექმნის მიზნით დატოვეს.


„პარტიები შეიცვალეს იმის გამო, რომ ახალი ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა ქონოდათ. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ვარლამ ხვინგიამ მოიტანა ყველა დოკუმენტი“, – განაცხადა სატელეფონო საუბარში ბორჯომის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ ტატიანა მარტინენკომ.

მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა ანდრო გედიაშვილმა, ივანე შალუტაშვილმა და ოთარ არბოლიშვილმა. ანდრო გედიაშვილი „კოსერვატორებში“ გადავიდა ხოლო ივანე შალუტაშვილი და ოთარ არბოლიშვილი „მრეწველებში“.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის დეპუტატები ბორჯომის საკრებულოში სამი ფრაქციის „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს“, „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ და „ქართული ოცნება – მრეწველების“ შექმნას ითხოვდნენ, თუმცა საკრებულომ 27 დეკემბრის სხდომაზე მხოლოდ ერთის – „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს“ შექმნა მიიღო ცნობად. დანარჩენი ორი იმის გამო არ დაარეგისტირეს, რომ ფრაქციაში სხვადასხვა პარტიის წევრები იყვნენ შესულები.


„ქართული ოცნების“ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა ივანე შალუტაშვილმა. კომენტარზე უარი განაცხადა ირაკლი კვირკველიამაც, რომელიც ფრაქცია„ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეა: "არ ვიცი საქმის კურსში არ ვარ".

ბორჯომის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა 18 იანვარს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციურ პარტიებს აქვთ, „ქართული ოცნება“ კი ამ დრომდე საკრებულოში გამართული ოთხი სხდომიდან არცერთს დასწრებია. პირველი სხდომა „ოცნების“ დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს და ოპოზიციის მიერ დაკომპლექტებული საკრებულოს ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. აქვე შეგახსენებთ, ბორჯომში, საკრებულოს თავმჯდომარეც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოში ‘ოცნება’ ფრაქციებს ვერ ქმნის
‘ოცნებას’ ბორჯომის საკრებულოში სამი ფრაქციიდან მხოლოდ ერთი დაურეგისტრირეს
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები ორი ფრაქციის შექმნის მოთხოვნით სასამართლოში ჩივიან
ბორჯომის საკრებულოში ორი ფრაქცია დარეგისტრირდა
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატების სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
სასამართლო ბორჯომის საკრებულოს ფრაქციების საქმის განხილვას იწყებს
გიორგი გოგიჩაიშვილი:‘საკრებულოში სადავო ფრაქციების შექმნაზე თანახმა ვარ’