FM97.5 / LIVE

ახალციხის პირველი სკოლის საქმე – რატომ ვერ დასრულდა რემონტი

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 15.11.2016
„ინტერ პლიუსი“, რომელიც ახალციხის პირველ სკოლას არემონტებს, შავ სიაში ხვდება და შესაძლოა მის წინააღმდეგ სხვა სანქციებიც აამოქმედონ.

ახალციხის პირველი სკოლის საქმე – რატომ ვერ დასრულდა  რემონტი

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის გარე ფასადის ნაწილს ხარაჩოები უკვე მოხსნეს, თუმცა სამუშაოები როგორც გარეთ, ასევე შენობის შიგნით ჯერ ისევ აქტიურად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ აქ რემონტი სამი თვის წინ უნდა დასრულებულიყო, ჯერ კიდევ მოსაწყობია სველი წერტილები, 20–ზე მეტ საკლასო ოთახში კედლების მეორე პირია შესაღები, დასაგებია ლამინატი, დასასრულებელია გათბობის ქსელის მოწყობა და კიბეების მოაჯირები.

„ამ ყველაფერს დაახლოებით სამ კვირაში დავასრულებთ, მერე ხარვეზების აღმოსაფხვრელად ორ კვირას მოგვცემენ და ამის შემდეგ პროექტს ჩავაბარებთ“, – ამბობს მშენებელი კომპანიის „ინტერ პლიუსის“ ფინანასური დირექტორი ლექსო მათეშვილი.

ახალციხის პირველი სკოლის საქმე – რატომ ვერ დასრულდა  რემონტი იგი იმას, რომ აგვისტოს ნაცვლად რემონტი წლის ბოლოს დასრულდება, სამუშაოების მოცულობის ზრდითა და მკაცრი კლიმატური პირობებით ხსნის: „პროექტში თავიდან არ იყო გათვალისწინებული სახურავის შეცვლა და მოგვიანებით დაამატეს; ასევე არ იყო გათვალისწინებული გათბობის გაკეთება, კიბეების უჯრების დალაგება. გარდა ამისა, 570 კვადრატული მეტრის ნაცვლად 15.000 კვადრატული მეტრი გავლესეთ“.

სამუშაოების ვადის გადაწევის მიზეზები

არ ეთანხმებიან მათეშვილს დამკვეთ კომპანიაში. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდში“ ამბობენ, რომ „ინტერ პლიუსს“ მეტი ფართის გალესვა ნამდვილად მოუხდა, მაგრამ არა იმდენის, რამდენსაც თავად ამბობენ. მათ, რეალურად, 3.500 კვადრატული მეტრი გალესეს: „ამისთვის ვადაც გადავუწიეთ და თანხაც დავუმატეთ. მაგ სკოლაში, იმაზე, რომ რაღაცას ვერ ასწრებენ, ეს არგუმენტი მისაღები ვერაფრით ვერ იქნება. ჯარიმების გარეშე ეგ კომპანია მაგედან ვერაფრით გამოვა“.

ახალციხის პირველი სკოლის საქმე – რატომ ვერ დასრულდა  რემონტი მათეშვილი კი ირწმუნება, რომ თავად დამკვეთმა არ განსაზღვრა სამუშაოების დასასრულებლად გონივრული ვადა: „ის ცდილობს, სწრაფად დაასრულოს ობიექტი, ამიტომ იმაზე ნაკლები დრო მოგვცეს, რაც რეალურად მოცემულ სამუშაოს სჭირდებოდა“.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდში“ ვადის გადაცილების სხვა მიზეზებზე საუბრობენ.

„კომპანიას არ ჰყავდა დასაქმებული საკმარისი რაოდენობის ხალხი. რაც თავისთავად აისახა იმაზე, რომ გაწერილ სამუშაო ვადაში ვერ მოხდა სამუშაოების დასრულება. ვფიქრობთ, კომპანიას ერთი სამუშაო ჯგუფით და მცირე საბრუნევი რესურსით უნდოდა ყველაფერი ერთად გაეკეთებინა, მაგრამ მათი გათვლები არ გამართლდა და პრობლემები შეექმნათ“, – აცხადებს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მთავარი ინჟინერი ქართლოს ყიფინი.

„ინტერ პლიუსში“ ამბობენ, რომ ჯამში ახალციხის სკოლაში 200 კაცი ჰყავდათ დასაქმებული, ამაჟამად კი სამუშაოებისთვის მხოლოდ 42 მუშა სჭირდებათ. თუმცა როგორც დამკვეთ, ასევე შემსრულებელ ფირმაში, კვალიფიციური მუშახელის სიმცირეზე საუბრობენ.

„კვალიფიციური ვინცაა, ის რუსეთში მიდის სამუშაოდ. მაგრამ ეს დამკვეთის პრობლემა არაა, როცა „ინტერ პლიუსი“ ტენერში მონაწილეობას იღებდა, მუშა ხელი, ბინების ქირაობა, კლიმატური პირობები და სხვა საკითხები თავად უნდა გაეთვალისწინებინა“, – აცხადებენ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდში“.

ახალციხის პირველი სკოლის საქმე – რატომ ვერ დასრულდა  რემონტი მთავარი უკმაყოფილების მიზეზი დამკვეთი ფირმისთვის არის ის, რომ „ინტერ პლიუსს“ საკუთარი საბრუნავი ფული არ აღმოაჩნდა: „ჩვენ წინასწარ არ ვუხდით ფულს კომპანიას. ნებისმიერ ჯანსაღ ფირმას თავად უნდა ჰქონდეს ფული იმისთვის, რომ მუშა იქირაოს, მასალა იყიდოს. ეს თანხა რომ არ აღმოაჩნდა, თავიდან ბოლომდე დამოკიდებული გახდა ჩვენს მიერ ინიცირებულ გადახდაზე“.

როგორც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდში“ ამბობენ, იმის გამო, რომ „ინტერ პლიუსის“ შესრულებული სამუშაო დაიწუნეს, თანხა არ ჩაურიცხეს: „ფული რომ არ გადავუხადეთ, პრობლემები შეექმნათ, მივიდნენ ბანკში და ბანკმა სესხი არ მისცათ, ამიტომ კომპანიამ მუშაობა ვეღარ გააგრძელა, ამან კი პრობლემა პირამიდასავით გაზარდა“.

აღნიშნულ სირთულეებზე „ინტერ პლიუსში“ ღიად არ საუბრობენ, თუმცა იმაზე, რომ კომპანიას ხელფასების გადახდა გაუჭირდა, მუშები ალაპარაკდნენ.

„იყო შემთხვევა, რომ 12 დღეზე მეტ ხანს ფული ვერ ჩარიცხეს, ამის გამო ცოტახნით მუშაობა შეჩერდა“, – გვითხრეს „ინტერ პლისუში“ დასაქმებულებმა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებზე მეათე თვეა მუშაობენ.

მარტსა და აპრილში ხელფასების გაცემა რომ დაგვიანდა, ამას თავად მათეშვილიც გვიდასტურებს, თუმცა ის აღნიშნულ სირთულეს სხვაგვარად ხსნის. მისი განმარტებით, სამუშაოების მოცულობის ზრდის გამო, რაც ჯამში დაახლოებით 100.000 ლარის დამატებას გულისხმობდა, ცლილებების ახალი უწყისის დამტკიცება გახდა საჭირო: „დაახლოებთ ორი კვირა ვერ გავეცით ხელფასები, მაგრამ ამ პერიოდით სამუშაოების შეფერხება ყველა ობიექტზე ხდება“.

„ინტერ პლიუსს“ დააჯარიმებენ

ახალციხის პირველი სკოლის საქმე – რატომ ვერ დასრულდა  რემონტი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდში“ ამბობენ, რომ ვადის ასე გადაცილებისა და სამუშაოების არა ჯეროვნად შესრულების გამო, ჯარიმასთან ერთად „ინტერ პლიუსთან“ მიმართებაში შესაძლოა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა სანქციებიც აამოქმედონ; „ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ წლის ბოლომდე ის მინიმუმ ორ სკოლას ისე არ ჩაგვაბარებს, რომ იქ მოსწავლეებმა სწავლის გაგრძელება შეძლონ“.

„ინტერ პლიუსი“ სამცხე–ჯავახეთში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ დაკვეთით სამ სკოლას არემონტებს. ახალციხის პირველ საჯარო სკოლასთან ერთად, კომპანია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის განძისა და კარტიკამის სკოლებშიც მუშაობს. დამკვეთი „ინტერ პლიუსისგან“ წლის ბოლომდე ახალციხისა და განძის სკოლების დასრულებას ელოდება. კარტიკამში კი აცხადებენ, რომ კლიმატური პირობების გაუარესების გამო შენობას დააკონსერვებენ. თუმცა, მომავალი წლიდან შესაძლოა აქ სამუშაოები „ინტერ პლიუსს“ აღარ გააგრძელებინონ.

მიზეზი კი ისაა, რომ კომპანიამ როგორც განძაში, ასევე, ახალციხის პირველ სკოლში სამუშაოები ხარვეზებით შეასრულა: „მაგალითად, განძაში ბეტონი რაც გააკეთეს, არ იყო შესაბამისი მარკის, ახალციხის სკოლას კი გარედან იმ ხარისხით შეღებილს როგორც ის ახლაა, არ მივიღებთ. თუმცა, საბოლოოდ ათასწლეულის ფონდი ორივე სკოლას ისე გააკეთებს, როგორც ამას ჩვენი ფონდის სტანდარტები ითვალისწინებს“.

ვინ დაასრულებს განძაში, ახალციხესა და კარტიკამში დაწყებულ სამუშაოებს, დამკვეთს ეს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდში“ აცხადებენ, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული ჯერ ისევ შემსრულებელ ფირმაზეა: „ვცდილობთ ის გადაწყვეტილება ავირჩიოთ, რაც უკეთესი იქნება როგორც დამკვეთისთვის, ასევე სკოლისთვის. დაჯარიმების პირობებში გავაგრძელებთ თუ არა კვლავ ურთიერთობას „ინტერ პლიუსთან“, ამას დონორთანაც შევათანხმებთ“.

რა სამუშაო გამოცდილება აქვს კომპანიას, რომელიც პირველ სკოლას არემონტებს

ახალციხის პირველი სკოლის საქმე – რატომ ვერ დასრულდა  რემონტი „ინტერ პლიუსი“ 2008 წელს კახეთში, სიღნაღში დაფუძნდა და მას 2010 წლამდე „ქიზიყი 2008“ ერქვა. კომპანიამ სახელი 2010 წელს, ანუ მას შემდეგ შიეცვალა, რაც ტენდერებში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი ელექტრონულად გახდა. 2010 წლიდან დღემდე კომპანიას მონაწილეობა მიღებული სულ 270 ტენდერში აქვს; აქედან, 136 წააგო, 120 მოიგო, ერთი არ შედგა 13 კი მიმდინარეა.

კომპანიის ფინანსური დირექტორი ლექსო მათეშვილი „ინტერ პლიუსთან“ დაფუძნების დღიდან თანამშრომლობს და ამბობს, რომ გარდა გზების მშენებლობისა, ქვეყნის მასშტაბით მშენებელ ფირმას განხორციელებული არა ერთი პროექტი აქვს. მათ შორის, არც ფინანსური და არც შესასრულებელი სამუშაოების მოცულობით, ახალციხის პირველი სკოლა არ გამოირჩევა: „ყველა პროექტი წარმატებით გვაქვს დასრულებული“.

„ინტერ პლიუსი“ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ საიტზე შავ სიაში მართლაც არ იძებნება. კომპანია დაკვეთების კარგად შემსრულებელი რომ იყო, ეს კონტრაქტის გაფორმებამდე „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმაც“ გადაამოწმა: „ინტერ პლიუსმა“ ძალიან სერიოზული შერჩევა გაიარა. საერთაშორისო აგენტიც კი გვყავდა დაქირავებული, რომელიც კომპანიას ლიკვიდურობაზე ამოწმებდა, ანუ რა აქტივები, რა პასივები გააჩნდა, რა ვალები ჰქონდა. შეეძლო თუ არა თავისი აქტივებით ამ ვალების გასტუმრება და ა.შ“.

შეკითხვაზე, მაშინ ახლა რატომ გაუჭირდა დაკისრებული მოვალეობების შესრულება „ინტერ პლიუსს“, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდში“ გვპასუხობენ: „ლატარიაა, კომპანია ჩვენთან რომ შემოვიდა ჯანსაღი და უპრობლემო, მერე სხვა კონტრაქტებიც აიღო და ამის გამო სიმძლავრე, ხალხი, ფული აღარ ეყო, ბანკმა კი სესხი აღარ მისცა. ამიტომ „ინტერ პლიუსი“ ჩვენ შიდა შავ სიაში ჩაიწერება“.

პრობლემები, რაც „რემონტის“ გაჭიანურებას მოჰყვა

მომავალში მუშაობისას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი სწორედ ამ სიით იხელმძღვანელებს, თუმცა, ამის გამო ახალციხეში უკვე მეათე თვეა სამი სკოლა ზარალდება.

ახალციხის პირველი სკოლის საქმე – რატომ ვერ დასრულდა  რემონტი პირველ საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოების გამო მოსწავლეები მესამე და მეექვსე სკოლებში დადიან. გარდა იმისა, რომ ამ სკოლებს ორმაგი დატვირთვა აქვს და მეორე ცვლაში მუშაობა უწევთ, შეშის დაზოგვის მიზნით, პირველმა სკოლამ კლასები გაამსხვილა; თითო კლასის შეკვეცა კი მასწავლებლების ხელფასზე აისახა.

ვადაგადაცილებულ რემონტს მხოლოდ ეს პრობლემები არ შეუქმნია. პირველი სკოლის გაკვეთილების ორ სხვა სკოლაში გადატანის და გაზრდილი დატვირთვის გამო, ამ სკოლების მიმდებარე ქუჩები როგროც ტრასპორტით, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვისაც გადატვირთა. ეს კი, გარდა იმისა, რომ ადგილობრივებს პრობლემებს უქმნის ავტომანქანებით გადაადგილებისას, საფრთხეს ქმნის თავად ბავშვებისთვისაც.

და კიდევ ერთი, ორ ცვლაში გადატანილმა სწავლამ, სხვადასხვა კერძო წრეების პედაგოგები იძულებული გახადა, განრიგი შეეცვალათ; ახლა მაგალითად ცეკვის გაკვეთილები, უმეტესწილად გვიან საღამოს ტარდება.

წესით, „ინტერ პლიუსმა“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდს“ სკოლა წლის ბოლოს ისეთ მდგომარეობაში უნდა ჩააბაროს, რომ აქ სასწავლო პროცესის აღდგენა შესაძლებელი გახდეს. მაშინ როდესაც, ასეთ სკოლა მას ჯერ კიდევ სასწავლო წლის დაწყებისთვის უნდა ჩაებარებინა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველი სკოლის მშენებელი ფირმა ‘რემონტის’ გაჭიანურებას დამკვეთს  აბრალებს
პირველი სკოლის ‘რემონტი’ მეორე ვადაშიც ვერ დასრულდა
პირველი სკოლის მშენებელთან კონტრაქტს წყვეტენ
დამკვეთი: ’პირველ სკოლაში რემონტი 30 სექტემბერს დასრულდება'
‘თუ ხელფასს არ მოგვცემენ, დარჩეს ეს სკოლა დასამთავრებელი’ – პირველი სკოლის მშენებლები
პირველი სკოლის მშენებელს ჯარიმები დაეკისრება
პირველ სკოლაში რემონტი მარტამდე ვერ სრულდება