FM97.5 / LIVE

პირველი სკოლის ‘რემონტი’ მეორე ვადაშიც ვერ დასრულდა

მთავარისიახლე, განათლება 30.11.2016
ახალციხის პირველი სკოლის მშენებელ ფირმას სამუშაო ვადა მეორედ ამოეწურა, თუმცა, შენობაში რემონტი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

პირველი სკოლის ‘რემონტი’ მეორე ვადაშიც ვერ დასრულდა

დღეს, 30 ნოემბერს, „ინტერ პლიუსს“ ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების ვადა ამოეწურა, თუმცა, სკოლაში მუშები ჯერ კიდევ რჩებიან.

„არ ვიცით ჯერ როდის დავასრულებთ, დღეს უნდა გაირკვეს, გადაგვიწევენ თუ არა მშენებლობის დასრულების ვადას“, – ამბობს „ინტერ პლიუსის“ ფინანსური დირექტორი ლექსო მათეშვილი.

როგორც მშენებელი კომპანიის გენერალური დირექტორი ოთარ ბიძინაშვილი განმარტავს, „ინტერ პლიუსს“ მშენებლობის ვადა პირველად 30 სექტემბრამდე გადაეწია, მეორედ კი 30 ნოემბრამდე. როგორც იგი „სამხრეთის კარიბჭესთან“ 26 ნოემბერს მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, თუ ამ ვადაში სკოლაში რემონტი ვერ დასრულდება კომპანია დაჯარიმდება.

შეკითხვაზე, დაიწყება თუ არა დღეიდან „ინტერ პლიუსზე“ ჯარიმის დარიცხვა, ლექსო მათეშვილი გვპასუხობს, რომ არ იცის: „ალბათ ამის შესახებ ორ დღეში მეცოდინება“.

ამ დროისთვის სკოლას გარედან ხარაჩოები მოხსნილი აქვს, თუმცა როგორც მუშები აცხადებენ, შიგნით გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი რამ დარჩა.

„ინტერ პლიუსის“ დაჯარიმების, ან სამუშაო ვადის გადაწევასთან დაკავშირებით, დამკვეთის, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ პოზიცია ჯერ უცნობია. უწყებიდან რედაქცია პასუხს ამ დრომდე ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე მიმდინარეობს. ვადების დარღვევაში დამკვეთი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ შემსრულებელს „ინტერ პლიუსს“ ადანაშაულებს. მშენებელი კი პირიქით, დამკვეთს არასრულყოფილი პროექტის შედგენაში სდებს ბრალს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველი სკოლის მშენებელს ჯარიმები დაეკისრება
პირველი სკოლის მშენებელი ყოველდღიურად 500 დოლარით ჯარიმდება
დამკვეთი: ’პირველ სკოლაში რემონტი 30 სექტემბერს დასრულდება'
პირველი სკოლის მშენებელი ფირმა ‘რემონტის’ გაჭიანურებას დამკვეთს  აბრალებს
რა ეტაპზეა პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები
დამკვეთი ახალციხის პირველ სკოლაში არსებულ ვითარებას სწავლობს
პირველ სკოლაში რემონტი მარტამდე ვერ სრულდება