FM97.5 / LIVE

მესამე საჯარო სკოლის მიმდებარედ ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.11.2016
ქალაქ ახალციხეში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარედ, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებლები, ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე ორმხრივი მოძრაობის ცალ მხრივად გადაკეთებას მოითხოვენ.

მესამე საჯარო სკოლის მიმდებარედ ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვას ითხოვენ

ქალაქ ახალციხის #3 საჯარო სკოლის მიმდებარედ, რუსთაველის ქუჩის დაახლოებით 50 მეტრიან მონაკვეთზე, ამ დროისათვის, ორმხრივი მოძრაობაა. ქუჩის ამ მონაკვეთზე, ავტომანქანებს უფლება აქვთ იმოძრაონ როგორც დიდიმამიშვილის ქუჩიდან, ასევე რუსთაველის ქუჩიდან.
სკოლის მიდებარედ, აღნიშნულ მონაკვეთზე მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ ორმხრივი მოძრაობის გამო, მათი საცხოვრებელი სახლების წინ ავტომანქანების მოძრაობა ყოველთვის გადატვირთულია და ხშირად სახიფათო მდგომარეობა იქმნება. მით უფრო, რომ ამ ტერიტრიაზე ყოველდღიურად ასობით მოსწავლე ფეხით მოძრაობს.

მათივე განმარტებით, ქუჩაზე მდგომარეობა მას შემდეგ უფრო გაუარესდა, რაც პირველ საჯარო სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, მოსწავლეებს გაკვეთილები მესამე საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში უტარდებათ. შესაბამისად, დილიდან საღამოს 19:00 საათამდე ქუჩაზე თავისუფლად გადაადგილება შეუძლებელია.

,,როდესაც სახლიდან გავდივართ ადგილობრივი მაცხოვრებლები, ხშირად ბავშვებს სკოლაში ვაგვიანებთ. მანქანების დიდი ნაკადი ორივე მხრიდან მოდის. რომ ვერ ეტევა მანქანები, ხშირად ხდება საავარიო სიტუაციები, უსწრებენ მანქანები ერთმანეთს. გარდა ამისა, აქ ბავშვებიც მოძრაობენ, სკოლაა გვერდით და ძალიან სახიფათოა“,– ამბობს რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებელი ნინო რუხაძე.

პრობლემის მოსაგვარებლად, ნინო რუხაძემ მეზობლებთან ერთად, ახალციხის მერიას განცხადებით მიმართა. მცხოვრებლები ითხოვენ ორმხრივ მოძრაობიანი გზის ცალი მხარე ჩაიკეტოს და მოძრაობა ქუჩის ამ მონაკვეთზე ცალ მხრივი გახდეს.

განცახდებას ხელი 16–მა ოჯახმა მოაწერა და მერიაში ოქტომბრის შუა რიცხვებში წარადგინეს.

,, რი მანქანა გვყავს და აქ ადგილი არ არის ხოლმე რომ გავაჩეროთ. თვითონ სკოლის ავტობუსიც კი ვერ მოდის ადგილზე. ხელი მოვაწერე იმ განცხადებას, რომ ცალმხრივი გახდეს მოძრაობა“, –ამბობს მარიეტა ეპრანოსიანი.

მეზობელს ეთანხმება სუსანა კილოსიანიც, რომლის საცხოვრებელი სახლის კარიც პირდაპირ ქუჩაში გამოდის: „ზოგჯერ იმდენი მანქანა დგას, რომ სახლში ვერ შევდივარ. დილით მაინც, ძალიან გადატვირთულია მოძრაობა“.

განცხადების საპასუხო წერილი, რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებლებს ადგილობრივი თვითმმართველობიდან 6 ნოემბერს მიუვიდათ. წერილში განმარტებულია, რომ მერია ამ საკითხზე საპატრულო პოლიციასთან ერთად მუშაობს და გადაწყვეტილებას აუცილებლად გამოიტანს.
,,მერია კონსულტაციას გადის საპატრულო პოლიციასთან და უახლოეს მომავალში გადაწყდება ეგ საკითხი ან დადებითად, ან უარყოფითად“, – განუმარტეს „სამხრეთის კარიბჭეს“ ქალაქ ახალციხის მერიაში.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ცალმხრივი მოძრაობა ქუჩას ნაწილობრივ განტვირთავს. მაგრამ თუკი მერიასა და საპატრულო პოლიციას არგუმენტირებული პასუხი ექნებათ, რომ ქუჩის ჩაკეტვა არ შეიძლება, აქ მცხოვრებლები მოძრაობის შეზღუდვას დროებით მოითხოვენ, იქამდე, ვიდრე პირველ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და მოსწავლეების ნაწილი საკუთარ სკოლას დაუბრუნდება.

მესამე საჯარო სკოლის მიმდებარედ ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვას ითხოვენ

მესამე საჯარო სკოლის მიმდებარედ ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვას ითხოვენ

მესამე საჯარო სკოლის მიმდებარედ ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვას ითხოვენ

მესამე საჯარო სკოლის მიმდებარედ ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვას ითხოვენ

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში რუსთაველის ქუჩიდან მესამე სკოლისკენ ავტომობილით შესვლა აიკრძალა
ივერიელის ქუჩის მცხოვრებლები გზაზე სიჩქარის შემზღუდველების გაკეთებას ითხოვენ
ახალციხის ცენტრალურ ქუჩაზე ორი დღით მოძრაობა შეიზღუდება ®
გამოცდების გამო ახალციხეში ორი ქუჩა გადაიკეტა [Photo]
ახალციხის ორი ქუჩის ონკანიდან, წყალი არცერთში არ მოდის
ზარზმელის  ქუჩის #55–ში მცხოვრებლები ეზოს მოწესრიგებას ითხოვენ
სად გავაჩეროთ მანქანა – პროტესტი რუსთაველზე