FM97.5 / LIVE

‘თუ ხელფასს არ მოგვცემენ, დარჩეს ეს სკოლა დასამთავრებელი’ – პირველი სკოლის მშენებლები

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.09.2017
ორი კვირაზე მეტია, ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოების დასასრულებლად გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია, თუმცა ამ დრომდე სამუშაოები არ დაწყებულა. მუშები ამბობენ, რომ ვიდრე წინა კომპანია დავალიანებას არ აუნაზღაურებთ, ახალ მშენებელს სკოლაში არ შეუშვებენ.

‘თუ ხელფასს არ მოგვცემენ, დარჩეს ეს სკოლა დასამთავრებელი’ – პირველი სკოლის მშენებლები

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ „ინტერ პლიუსთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, სარემონტო სამუშაოების დასასრულებად ახალი კომპანია „ჯორჯიან ინჯინიერი“ შეარჩია. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „სამხრეთის კარიბჭესთან“ ჯერ კიდევ 30 აგვისტოს აცხადებდნენ, რომ სამუშაოები 30 სექტემბრამდე დასრულდებოდა, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა.

აღნიშნულ კომპანიაში სამუშაოების შეფერხების მიზეზებზე ხმამაღლა არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ “ ჯორჯიან ინჯინერი“ მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს და სარემონტო პროცესიც მალე განახლდება.

სამუშაოების არ დაწყების სულ სხვა მიზეზებზე საუბრობენ „ინტერ პლიუსის“ ყოფილი მუშები. მათი განმარტებით, ახალი კომპანია სამუშაოებს მათი პროტესტის გამო ვერ განაახლებს, ამის უფლებას თავად არ მისცემენ – მიზეზი სახელფასო დავალიანებებია.

„იანვრიდან აგვისტომდე ვიმუშავე შპაკლსა და ღებვაზე. თავიდან ხელფასებს კარგად გვიხდიდნენ, ბოლოს გვატყუებდნენ არა ამ თვეში მოგცემთ, არა იმ თვეშიო. „ინტერ პლიუსს“ ჩემთვის 1500 ლარამდე აქვს მოსაცემი“, – ამბობს ნესტორ გოქსაძე.

მისივე თქმით, „ინტერ პლიუსს“ დავალიანება მის გარდა კიდევ 24 მუშაზე აქვს გასაცემი. გარდა ამისა, კომპანიას ვალები აქვს ახალციხის სანტექნიკის მაღაზიებშიც.

3200 ლარამდე აქვთ ასაღები გიორგი ტაბატაძესა და მის მეგობარს.

გოქსაძეც და ტაბატაძეც ირწმუნებიან, რომ ვიდრე „ინტერ პლიუსი“ მათ დავალიანებას არ გადაიხდის, სკოლის შენობაში ახალ კომპანიას მუშაობის დაწყების საშუალებას არ მისცემენ: „ესენი არაფერ შუაში არიან, მაგრამ თუ ამათ მივეცით მუშაობის უფლება, „ინტერ პლიუსი“ ჩვენს ხელფასებს აღარ მოგვცემს, დაე, დარჩეს ეს სკოლა დასამთავრებელი“.

ვითარების გასარკვევად ორი კვირაა „სამხრეთის კარიბჭე“ „ინტერ პლიუსის“ ფინანსურ მენეჯერთან ლექსო მათიაშვილთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობს. მან თავიდან გვითხრა, რომ დაკავებული იყო და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებდა, თუმცა შემდეგ ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა.

„ლექსო იყო ჩვენი ზედამხვედველი, თავიდან გვპირდებოდა, მოიცადეთ და დაგერიცხებათ ხელფასებიო, შემდეგ ზარებსაც აღარ პასუხობდა. არ დავთმობთ და აქციებს დავიწყებთ, ხვალ უფრო მეტი გამოვალთ და სკოლის შესასვლელში დავდგებით“, – აცხადებენ მუშები.

„ინტერ პლიუსის“ მუშებთან დაპირისპირებას „ათასწლეულის გამოწვევის ფონდში“ არც უარყოფენ და არც გვიდატურებენ. ამბობენ, რომ კომპანიის თანამშრომლებთან მოლაპარაკებებს ნამდვილად აწარმოებენ, თუმცა, რა საკითხზე და როგორ გადაწყდა საკითხი, ამაზე ფონდში არ გვპასუხობენ: „ახალი კომპანია მობილიზებულია და შედის რეაბილიტაციის დასარულებლად. მოსამზადებელი სამუშაოები იკავებს ერთი კვირდან ორ კვირამდე დროს“.

„ინტერ პლიუსისგან“ განსხვავებით, „სამხრეთის კარიბჭესთან“ პირად საუბრებში მუშებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ ფონდის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, „ინტერ პლიუსს“ მუშებთან სახელფასო დავალიანებები ნამდვილად აქვს, თუმცა აქ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ არაფერ შუაშია, უფრო მეტიც, ფონდს აღნიშნულ კომპანიასთან ყველა ფინანსური ვალდებულება გასტუმრებული აქვს.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ ხელშკერულება შპს „ინტერ პლიუსთან“, ანუ იმ კომპანიასთან რომელიც პირველ საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა 7 ივლისს შეწყვიტა. აღნიშნულ შპს–ს ფონდმა ჯარიმის სახით გარკვეული თანხის გადაცდაც დააკისრა.
რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრა „ინტერ პლიუსს“, ამ კითხვით „სამხრეთის კარიბჭემ“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდს ოფიციალურადაც მისწერა, დაახლოებით ერთი თვის წინ, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

‘თუ ხელფასს არ მოგვცემენ, დარჩეს ეს სკოლა დასამთავრებელი’ – პირველი სკოლის მშენებლები


‘თუ ხელფასს არ მოგვცემენ, დარჩეს ეს სკოლა დასამთავრებელი’ – პირველი სკოლის მშენებლები

‘თუ ხელფასს არ მოგვცემენ, დარჩეს ეს სკოლა დასამთავრებელი’ – პირველი სკოლის მშენებლები

[თნათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველი სკოლის მშენებელთან კონტრაქტს წყვეტენ
დამკვეთი: ’პირველ სკოლაში რემონტი 30 სექტემბერს დასრულდება'
პირველი სკოლის ‘რემონტი’ მეორე ვადაშიც ვერ დასრულდა
ახალციხის პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები განახლდა
პირველი სკოლის მუშებს საია იურიდიულ დახმარებას სთავაზობს
პირველი სკოლის მშენებელი ყოველდღიურად 500 დოლარით ჯარიმდება
პირველი სკოლის მშენებელს ჯარიმები დაეკისრება