FM97.5 / LIVE

პირველი სკოლის მშენებელთან კონტრაქტს წყვეტენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 04.07.2017
ახალციხეში, პირველ საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები არ დასრულებულა, თუმცა მშენებელ კომპანიასთან დამკვეთი კონტრაქტს წყვეტს.

პირველი სკოლის მშენებელთან კონტრაქტს წყვეტენ
"ინტერ პლიუსი" ახალციხის პირველ საჯარო სკოლას მიმდინარე კვირის ბოლომდე დატოვებს. შენობა დაილუქება და აქ სარემონტო სამუშაოებს სხვა კომპანია დაასრულებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დამკვეთმა, "ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა" გასულ კვირას, სკოლაში სარემონტო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ მიიღო.

"ყველანაირი მდგომარეობა გავითვალისწინეთ, არ გვინდოდა ვინმეს ეფიქრა, რომ ჩვენ ქართულ ბიზნესს ხელს ვუშლით ან რაიმე მსგავსი, თუმცა კონტრაქტისა და ჩვენი რეგულაციებით გათვალისწინებული ყველა ვადა ამოიწურა, რეალურად სხვა გზა აღარ არის. ამიტომ "ინტერ პლიუსთან" მიმდინარე კვირის ბოლომდე კონტრაქტი შეწყდება", – აცხადებენ "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მათი განცხადებით, სკოლაში დარჩენილი სარემონტო სამუშაოების დასასრულებად ტენდერი ხელახლა გამოცხადდება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი სექტემბერში უნდა განახლდეს, სატენდერო პროცედურები დაჩქარებულ ვადებში განხორციელდება.

"ხელშეკრულებას გავაფორმებთ ისეთ კომპანიასთან, რომელიც ჩვენი კონტრაქტორია და სარეაბილიტაციო სამუშაოებს აღმოსავლეთ საქართველოში ახორციელებს. ანუ ეს ისეთი კომპანია იქნება, რომელსაც ვენდობით და რომლის მიერ შერსულებული სამუშაოც წარმატებით ჩაგვბარდა. ასე დროს მოვიგებთ", – აცხადებენ "ათასწლეულის გამოწვევის ფონდში".

სკოლაში მცირე სარემონტო სამუშაოებია დარჩენილი. როგორც დამკვეთი გვიხსნის, აქ კიბეების უჯრებია მოსაწყობი და "ინტერ პლიუსის" მიერ ხარვეზებით შესრულებული სამუშაოებია გამოსასწორებელი: "კეთილსინდისიერი შემსრულებლის მუშაობის შემთხვევაში, ყველა სამუშაო სამ კვირაში დასრულდება, ალბათ".

რაც შეეხება "ინტერ პლიუსს", დამკვეთ კომპანიაში აცხადებენ, რომ მის წინააღმდეგ საჯარიმო სანქციები უკვე ამოქმედებულია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დამკვეთი: ’პირველ სკოლაში რემონტი 30 სექტემბერს დასრულდება'
პირველი სკოლის მშენებელი ყოველდღიურად 500 დოლარით ჯარიმდება
პირველ სკოლაში რემონტი მარტამდე ვერ სრულდება
რა ეტაპზეა პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები
პირველი სკოლის მშენებელს ჯარიმები დაეკისრება
პირველი სკოლის ‘რემონტი’ მეორე ვადაშიც ვერ დასრულდა
ახალციხის პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები განახლდა